LIFE

5 რამ, რაც სამსახურს არ უნდა შესწიროთ

5 რამ, რაც სამსახურს არ უნდა შესწიროთ

წარმატება, ცხოვრების მთავარი მიზნის მიღწევა მსხვერპლშეწირვას მოითხოვს. „წარმატება ბევრი შრომისა და მსხვერპლშეწირვის შედეგია“, - ამბობს მეგა ვარსკვლავი ბიონსე ნოულსი.

თუმცა არსებობს ისეთი რაღაცები, რისი შეწირვაც არ ღირს და რაც რეალურად ცხოვრებას გვირთულებს, ხოლო წარმატებას ფასს აკარგვინებს.

გთავაზობთ 5 ასპექტს, რომელიც სამსახურს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შესწიროთ.

1. ჯანმრთელობა - თუ არ ხართ ჯანმრთელი, არ გაქვთ არაფერი. ამიტომაც ჯანმრთელობაზე ფიქრი და მასზე ზრუნვა ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს თქვენთვის. თუ სტრესი გტანჯავთ, სამსახურის გამო დეპრესიაში ხართ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელყოთ. შეადგინეთ ცხოვრების ჯანსაღი წესის შესაბამისი განრიგი. ივარჯიშეთ, მიიღეთ ჯანსაღი საკვები, ზოგჯერ წადით გასართობად სამსახურის შემდეგ.

5 რამ, რაც სამსახურს არ უნდა შესწიროთ

2. ოჯახი - კვლევის თანახმად, სამსახური და ის სტრესი, რომელიც მუშაობას ახლავს თან, ოჯახის დანგრევის გამომწვევი ხუთი მთავარი მიზეზიდან ერთ-ერთია. აუცილებელია, განაცალკევოთ სამუშაო საათები და საათები ოჯახისთვის. სამსახურის გამო ოჯახის წევრებთან კავშირი არ უნდა შეწყვიტოთ. გადადეთ სახლში ყოფნის დროს „სმარტფონები“ და ესაუბრეთ საყვარელ ადამიანებს. თუ მოინდომებთ, შესაძლებელია ერთნაირად წარმატებულები იყოთ პირად ურთიერთობებშიც და სამსახურშიც.

5 რამ, რაც სამსახურს არ უნდა შესწიროთ

3. ინტერესები - სამსახურის გამო ბევრი ჩვენგანი ივიწყებს პირად ინტერესებს, ჰობს, სპორტს, მოგზაურობას, ოჯახთან ერთად დროის გატარებას და სხვა აქტივობებს. მთლიანად სამსახურზე ვართ კონცენტრირებულები. რეალურად მსგავსი დამოკიდებულების გამო სტრესში ვართ. ამიტომ, ნუ შესწირავთ მსხვერპლად სამსახურს საკუთარ ინტერესებს. ყოველთვის გამონახეთ დრო სამსახურის მიღმა სხვა საინტერესო საქმიანობისთვისაც.

5 რამ, რაც სამსახურს არ უნდა შესწიროთ

4. ურთიერთობები - ურთიერთობები, კავშირები, ადამიანებთან კომუნიკაცია საჭიროა როგორც წარმატების მისაღწევად, ასევე განტვირთვისთვის. ამიტომაც არ უნდა დაივიწყოთ ახლობლები, მეგობრები და კვირაში ორჯერ მაინც მიირთვათ საყვარელ ადამიანებთან ერთად ლანჩი.

5 რამ, რაც სამსახურს არ უნდა შესწიროთ

5. ნუ დაივიწყებ შეხედულებებს და პრინციპებს  - ყოველთვის გამოთქვით საკუთარი აზრი. გჯეროდეთ საკუთარი თავის. თუ ვინმე გთხოვთ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც ეწინააღმდეგება თქვენს მორალურ პრინციპებს, არ გააკეთოთ ეს საქმე. იცხოვრეთ საკუთარი პრინციპების შესაბამისად და ნუ შესწირავთ მათ სამსახურს.

5 რამ, რაც სამსახურს არ უნდა შესწიროთ



<a href="https://www.entrepreneur.com">https://www.entrepreneur.com</a>