ჯანმრთელობა

10 მეთოდი მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილის შესამსუბუქებლად

10 მეთოდი მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილის შესამსუბუქებლად

ჩვენ, ქალები ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით მაგრამ არის ერთი რამ, რაც ყველა ქალს გვაერთიანებს - ეს არის მენტრუალური ციკლი. ბევრი ქალისთვის ყოველ თვეში ციკლის პერიოდი აუტანელ, გაუსაძლის ტკივილთანაა დაკავშირებული.

გთავაზობთ 10 მეთოდს, რომელთა საშუალებითაც ციკლის პერიოდი ნაკლებად მტანჯველი იქნება და ტკივილი შეგიმსუბუქდებათ.

1. მუცელზე დაიდეთ რაიმე ცხელი - ინგლისელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ 40°C ტემპერატურა ამცირებს ტკივილს. კვლევის ხელმძღვანელი, ექიმი კინგი ამბობს, რომ მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლის უკეთ მიმოქცევას, რის გამოც ტკივილი მცირდება. ამავდროულად, მუცელზე რაიმე ცხელის (მაგ: ცხელი წყლით სავსე ბოთლის) დადებას აქვს ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი. ის ახშობს ტკივილის რეცეპტორებს. 

10 მეთოდი მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილის შესამსუბუქებლად

2. მიიღეთ თბილი აბაზანა - აბაზანის მიღება განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.ამ დროს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად ისვენებთ. მენსტრუალური ციკლის დროს აბაზანა ძალიან ცხელი წყლით არ უნდა აავსოთ, ამან შეიძლება სისხლდენის მომატება გამოიწვიოს. გაავსეთ ის თბილი წყლით, წყალში შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზი დამუშავებული ჯინჯერი, ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა და ისიამოვნეთ. ასევე წყალში შეგიძლიათ შეურიოთ დარიჩინი და ევკალიპტი, ორივე მათგანი კარგია ანთებითი პროცესის წინააღმდეგ. გვირილის ნაყენს თუ შეურევთ, ის კუნთებს განტვირთვაში დაეხმარება და ტკივილი შემცირდება.

BO-2 Instagram Post

3. გაიკეთეთ მუცლის არეში მასაჟი ეთერზეთების გამოყენებით - კვლევა ამტკიცებს, რომ ეთერზეთებით მუცლის არეში მასაჟი ამცირებს ტკივილს. წაისვით ეთერზეთი და ხელის ნაზი და წრიული მოძრაობით დაიმუშავეთ. ნახავთ, ტკივილი შემცირდება.

10 მეთოდი მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილის შესამსუბუქებლად

4. მიირთვით მცენარეული ჩაი - ეს არის ჩაი, რომელსაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში იღებდნენ სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის მიზნით. მეცნიერების მტკიცებით, გვირილის ჩაის აქვს სხვა მცენარეულ ჩაისთან შედარებით უპირატესობა. ის შეიცავს გლიცინს, რომელიც კუნთების სპაზმს ხსნის და ორგანიზმს განტვირთვაში ეხმარება. ასევე ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ კურკუმას ჩაი. მას აქვს ასევე ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო თვისებები. ხსნის კუნთების სპაზმს, გამშვიდებთ.

BO-4 Instagram Post

გთავაზობთ კურკუმას ჩაის მომზადების რეცეპტსაც - 24 გრ კურკუმას დაუმატეთ 13 გრ ჯინჯერი, ¼ სუფრის კოვზი დარიჩინი, ძალიან მცირე ოდენობის შავი პილპილი, 80გრ თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი. შეურიეთ მოცემული ინგრედიენტები და შეინახეთ მაცივარში. მიღებულინაზავის ერთ სუფრის კოვზი გახსენით 170-230 მლლ ადუღებულ წყალში და მიირთვით.

5. დაკავდით სექსით - მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილის შესამსუბუქებლად სექსი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. სექსი აძლიერებს თქვენს ორგანიზმს, გიხსნით ტკივილს. ორგაზმის დროს გამოიყოფა ენდორფინები და დოფამინი, რაც ადამიანს ტკივილის შემცირებაში ეხმარება. სექსი ხელს უწყობს ვაგინალურ სტიმულაციას.

10 მეთოდი მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილის შესამსუბუქებლად

6. ძილი - ვიცით, რომ ძილი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მშვიდ ძილს მენსტრუალური ციკლის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ექსპერტები გვირჩევენ, რომ მენსტრუალური ციკლის დროს დავწვეთ ნაყოფის პოზაში. ასე ტკივილი მცირდება და მშვიდი ძილის საშუალება გვეძლევა.

BO-6 Instagram Post

7. მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია - შესაძლოა, უცნაურად ჟღერს, მაგრამ დამტკიცებულია, რომ ბევრი წყლის მიღება მენსტრუალური ციკლის დროს, ამცირებს ტკივილს. თუმცა არ უნდა მიიღოთ ძალიან ცივი წყალი. ეფექტი მაშინ ექნება ბევრი წყლის მიღებას, თუ ის ოდნავ თბილი იქნება. თუ არ გიყვართ წყალი, მიირთვით უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული. მაგ: კიტრი და საზამთრო. ისინი მდიდარია წყლით და ამასთანავე, გემრიელია.

BO-7 Instagram Post

8. მიირთვით სანელებლებით მდიდარი საკვები - კვლევის თანახმად, სანელებლების საშუალებით შესაძლებელია მენტრუალური ციკლის დროს ტკივილის დაძლევა.

BO-8 Instagram Post

ცერეცო - კვლევის თანახმად ის ხელს უწყობს სისხლის უკეთ მიმოქცევას და ამცირებს ტკივილს.

ჯინჯერი - გარდა იმისა, რომ ჯინჯერი ტკივილს ამცირებს, ის ასევე გეხმარებათ განწყობის გაუმჯობესებაში.

დარიჩინი - აქრობს ტკივილს

9. არ დაივიწყოთ ვიტამინები და მინერალები - კიდევ ერთი გზა მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილის დასამარცხებლად ვიტამინებისა და მინერალების მიღებაა. მიირთვით კალციუმით, D ვიტამინით, ომეგა 3-ით, მაგნიუმითა და E ვიტამინით მდიდარი საკვები.

10 მეთოდი მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილის შესამსუბუქებლად

10. ვარჯიში - ზოგიერთი ქალი ფიქრობს, რომ ვარჯიში მენსტრუალური ციკლის დროს სახიფათოა, თუმცა ეს მხოლოდ მითია. ვარჯიშის დროს გამოიყოფა ენდორფინი, რომელიც ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და აუმჯობესებს განწყობას. ექსპერტები გვირჩევენ, რომ ამ პერიოდში ბევრი ვისეირნოთ, ვიაროთ ველოსიპედით, დავკავდეთ იოგათი.

10 მეთოდი მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილის შესამსუბუქებლად



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>