1. იცხოვრო დიდხანს და ბედნიერად ერთი და იგივე პარტნიორთან - ეს მარტივი ამოცანა არ არის. ჩვენ გვიწევს ცხოვრება ადამიანის გვერდით, რომელიც სხვანაირად ხედავს, გრძნობს და მოქმედებს. ბავშვობიდან გვესმოდა, რომ ურთიერთობების გარკვევა არ არის ლამაზი, მეუღლეები ყველაფერს უნდა აკეთებდნენ ერთად და ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ. დროა დაანგრიოთ ეს სტერეოტიპები.
ურთიერთობები, სადაც ადგილი არ აქვს კონფლიქტებს, არ შეიძლება იყოს მყარი და გულწრფელი. ურთიერთობების გარკვევას გააჩნია თერაპიული ეფექტი. თქვენ იგებთ ერთმანეთის მტკივნეული ადგილები ს შესახებ, და ეს გეხმარებათ უკეთესად გაუგოთ პარტნიორს. როდესაც ახშობთ გაბრაზებას, ამით აშენებთ კედელს საკუთარ თავსა და პარტნიორს შორის და ამცირებთ იმუნიტეტს. კამათი საჭიროა, მაგრამ ეცადეთ გააკეთოთ ეს ცივილიზებურად.
2. ხანდახან უნდა დაკავდეთ იმით, რაც მოგწონთ მხოლოდ თქვენ. გინდათ გააგრძელოთ დაკავდეთ ჰობით, რომელიც არ აინტერესებს თქვენს პარტნიორს? გინდათ გაატაროთ დრო მეგობრებთან, ან გიყვართ რამდენიმე საათით მარტო ყოფნა? - ეს ნორმალურია. თქვენი ინდივიდუალური ინტერესები, დამოუკიდებლობა და გარკვეული პერიოდი მოშორება ერთმანეთისგან მხოლოდ ხელს უწყობს სასიყვარულო ცეცხლის შენარჩუნებას. გარკვეულობა და მუდმივი სიახლოვე ანგრევს ვნებას. ეს აქტუალურია მხოლოდ ურთიერთობების დასაწყისში.
დისტანციის დაცვა ხელს უწყობს მიმზიდველობას, იმიტომ რომ ადამიანებს უნდათ ის, რაც მათ ამჟამად არა აქვთ.
3. არ არის საჭირო მუდმივად დაეხმაროთ ერთმანეთს. თქვენი პარტნიორი მოდის სამსახურიდან და წუწუნებს მძიმე დღის გამო. თქვენ გინდათ დაეხმაროთ, აძლევთ რჩევებს, ცდილობთ გააუმჯობესოთ სიტუაცია. უკეთესი იქნება მოუსმინოთ და გაუგოთ. პარტნიორი, ალბათ, გამოცდილი ადამიანია და შეძლებს საკუთარი პრობლემების მოგვარებას. ყველაზე მეტად რაც მას სჭირდება, - თქვენი უნარია მოუსმინოთ და გაუგოთ.
თუ გინდათ ჩამოაყალიბოთ თანასწორუფლებიანი ურთიერთობები, მოერიდეთ დამხმარეს როლს, განსაკუთრებით როცა საუბარია პარტნიორის პროფესიონალურ საქმიანობაზე. პარტნიორის დახმარება მის საქმეებში საჭიროა მაშინ, როცა ის თავად გთხოვთ ამას.
მაგრამ არის სფეროები, სადაც თქვენი დახმარება ყოველთვის მოთხოვნადია და აუცილებელიც: ეს საშინაო საქმეები და შვილების აღზრდაა.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, პრობლემები, ქალები, რჩევები
<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>