ჰოროსკოპი

რა გელოდებათ 2018 წელს? - ასტროლოგიური წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რა გელოდებათ 2018 წელს? - ასტროლოგიური წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

1. ვერძი - 2018 წელი თქვენთვის დიადი მიზნების მიღწეევის წელი იქნება. საკუთარ თავში ახალ სუპერძალას იპოვნით, რომელიც ფინანსური წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება საქმე წლის პირველ ნახევარში თუ მას ვინმესთან ერთად წამოიწყებთ. მომდევნო წელს კოლაბორაცია წარმატებებს მოგიტანთ. გამოავლინეთ მხარდაჭერა საყვარელი ადამიანის მიმართ.

რა გელოდებათ 2018 წელს? - ასტროლოგიური წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მაისში უნდა ელოდოთ რაიმე ახალი სამსახურის გამოჩენას სრულიად მოულოდნელი წყაროდან და ეს მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ფინანსებს. კარგი პერიოდია იმისთვის, რომ ლიდერული უნარები გამოავლინოთ. დაანახეთ დანარჩებს თქვენი ლიდერობა და ავტორიტეტი. მოსალოდნელია, რომ ურთიერთობა გაგირთულდებათ მამასთან, ან მამაკაცთან, რომელსაც მამასავით უყურებთ, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში. 12 ივლისიდან თქვენს ქალ ნაცნობებთან ურთიერთობების გამყარება წარმატებას მოგიტანთ.

2. კურო - 2018 წელს ბოლოსდაბოლოს თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები პოზიტივით აივსება და ის უფრო სასიამოვნო გახდება. რაც შეეხება სხვა ურთიერთობებს, საჭიროა, რომ საზღვრები დააწესოთ და არასასურველი ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ. აუცილებლად გამონახეთ დრო ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც სიამოვნებას მოგიტანთ.

რა გელოდებათ 2018 წელს? - ასტროლოგიური წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

აუცილებლად იმოგზაურეთ. კარგი წელია ახალი ბიზნესის წამოსაწყებად და თქვენი პირადი პერსონის გასავითარებლად. მთელი წელი ოპტიმიზმითა და ბედნიერების შეგრძნებით იქნებით სავსე. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, ის უფრო მყარი გახდება და თუ არ გყავთ საყვარელი ადამიანი, მოსალოდნელია, რომ სწორედ ახლა შეხვდებით თქვენი ცხოვრების პარტნიორს.

3. ტყუპები - შესაძლოა, ჯანმრთელობის მცირე პრობლემები შეგექმნათ. საჭიროა, გადახედოთ თქვენს კვებას, ჯანსაღად იკვებოთ და ექიმთან მიხვიდეთ კონსულტაციაზე. საჭიროა, რომ ისწავლოთ ადამიანების ნდობა და ემოციების კონტროლი.

რა გელოდებათ 2018 წელს? - ასტროლოგიური წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ 2018 წელს საყვარელ ადამიანთან დაბალანსებული ურთიერთობის შენარჩუნებას. ხშირად მიმართეთ მედიტაციას და განიტვირთეთ. თუ ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედავთ, წარმატებული წელი გელოდებათ.

4. კირჩხიბი - ურთიერთობების თვალსაზრისით ახალი წლიდან დიდი გამოწვევები გელოდებათ. მთელი წლის განმავლლობაში სიახლეები და ახალ ადამიანებთან კავშირების დამყარებაა მოსალოდნელი. ეს ეხება როგორც ბიზნეს, საქმიან, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებს.

რა გელოდებათ 2018 წელს? - ასტროლოგიური წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

წარმატებული იქნება 2018 წელი იმ ადამიანებისთვის რომლებიც მუშაობენ ბიზნეს კონსულტანტად, მედიატორად, წყვილების თერაპევტად. წლის მეორე ნახევარში ახალი სამსახური გამოგიჩნდებათ, რომელიც ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. მთავარია, უარი არ თქვათ ახალ შესაძლებლობებზე.

5. ლომი - 2018 წელს პრობლემებიდან თავის დაღწევის გზებს იპოვნით. იპოვნით ყველა იმ პრობლემურ კითხვაზე პასუხს, რომელიც აქამდე გაწუხებდათ. მთავარია, შეძლოთ მოვლენების ფართო ხედით დანახვა. უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახს, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას.

რა გელოდებათ 2018 წელს? - ასტროლოგიური წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ოჯახის წევრებთან მჭიდრო კაშირი სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. კარგი წელია ფეხმძიმობისთვის, შვილის გაჩენისთვის. შეიძლება კარიერაში დიდი წარმატება ვერ მიაღწიოთ, თუმცა წლის მიწურულისთვის ყველაფერი გამოსწორდება.

6. ქალწული - ახალი მეგობრების შეძენა ძალიან მოგწონთ, თუმცა 2018 წელი დაგანახებთ ნამდვილ მეგობრებს და მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი შემცირდეს. მზად იყავით მეგობრებისგან მოსალოდნელი იმედგაცრუებისთვის. გარშემო გყავდეთ მხოლოდ ისეთი ადამიანები, რომლებიც მოტივაციას გმატებენ. აუცილებლად იზრუნეთ თვითგანვითარებაზე და ისეთი წიგნები და სტატიები წაიკითხეთ, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

რა გელოდებათ 2018 წელს? - ასტროლოგიური წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

აუცილებლად დაგეგმეთ მოგზაურობა, რადგანაც მოგაზურობის დროს შეძენილი ახალი ნაცნობები დიდ როლს ითამაშებენ თქვენი წარმატების საქმეში. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობას, ამ კუთხით ბევრი შესაძლებლობა მოგეცემათ, თუმცა ყურადღება უნდა გამოიჩინოთ და სასიყვარულო ურთიერთობა ერთი შემოთავაზებისთანავე არ უნდა წამოიწყოთ. კარგად შეისწავლეთ ადამიანები.

7. სასწორი - სამსახურში დაგაწინაურებენ, ან ახალ საოცნებო სამსახურს იპოვნით. გაიზრდება თქვენი შემოსავალი და მთელი წლის განმავლობაში თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ. დიდია შანსი, რომ ბიზნესის, საქმის გამო სამოგზაუროდ წახვიდეთ. ყურადღებით იყავით და ახალი შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ. საკუთარ თავში დიდ ძალას იპოვნით, რომელსაც ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში წარმატებით გამოიყებთ.

რა გელოდებათ 2018 წელს? - ასტროლოგიური წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნუ დაუჯერებთ სხვის რჩევებს. უახლოესი ადამიანების რჩევაც არ გაითვალისწინოთ. ახალი წლიდან მხოლოდ საკუთარ გონებას და გულს მიენდეთ. დააწესეთ ჯანსაღი საზღვრები ოჯახის წევრებთან და ნურავის მისცემთ თქვენს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას. სასიყვარულო ურთიერთობის განვითარებისთვის კარგი პერიოდია 2018 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით.

8. მორიელი - დროა ცხოვრებაში სიახლეები შეიტანოთ და დატოვოთ კომფორტის ზონა, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ სამყაროსგან ახალ შესაძლებლობებს. ისწავლეთ საკუთარი თავის ნდობა. ენდეთ პირად გადაწყვეტილებებს. მაისის პერიოდში კარგი იქნება თუ იმოგზაურებთ. სწორედ ამ დროს არის მოსალოდნელი სასარგებლო კავშირების დამყარება. ისეთ ადამიანებს დაუმეგობრდებით, როგორებიც აქამდე არ მოგწონდათ.

რა გელოდებათ 2018 წელს? - ასტროლოგიური წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

კარიერული წინსვლა იანვარსა და აგვისტოშია მოსალოდნელი. მოსალოდნელია დაუგეგმავი ფეხმძიმობა. საერთოდ კი, 2018 წელს ბევრი რამ თქვენს ცხოვრებაში დაუგეგმავად და სპონტანურად მოხდება. თუ გსურთ, რომ წარმატებული წელი გქონდეთ ყველა სიტუაციაში აუცილებლად შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი.

9. მშვილდოსანი - თქვენს ცხოვრებაში ბოლოსდაბოლოს სრულდება ნეგატიური პერიოდი. ცხოვრება დადებითი ემოციებით და წარმატებით აივსება. განსაკუთრებით კრეატიულები იქნებით. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ხშირად მიმართოთ მედიტაციას, ამ შემთხვევაში იპოვნით ბალანსს და საკუთარ თავს. 2018 წელს ყველა პრობლემას მარტივად გადაჭრით, მარტივად იპოვნით რთული სიტუაციებიდან გამოსავალს.

რა გელოდებათ 2018 წელს? - ასტროლოგიური წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ემოციურად და ფსიქოლოგიურად განეწყვეთ იმისთვის, რომ ცხოვრებაში დიდი წარმატებები და ახალი შესაძლებლობები მოულოდნელად გაჩნდება. მთავარია, რომ არ მოეშვათ, მუდამ მოძრაობაში იყოთ. გარდაუვალია წარმატება თუ თქვენი იდეების განსახორციელებლად ინვესტიციას განახორციელებთ. იკვებეთ ჯანსაღად, იცხოვრეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით, ისწავლეთ რაღაც ახალი, იყავით მუდამ საქმეში და იყავით პოზიტიურები, რადგანაც საუკეთესო წელი გელოდებათ.

10. თხის რქა - სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით, თქვენთვის რთული პერიოდი იწყება. მოსალოდნელია პრობლემების მოზღვავება რომელთა, გადაჭრაც გაგიჭირდებათ. მთავარია, შეძლოთ ჯანსაღი კონტაქტების დამყარება და დადებითი ადამიანების გარს შემოკრება. ისინი დაგეხმარებიან რომ გადალახოთ რთული პერიოდი.

რა გელოდებათ 2018 წელს? - ასტროლოგიური წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვიცით, რომ არ გიყვართ როცა თქვენს ნაცვლად სხვა აკეთებს საქმეს, მაგრამ ამ პერიოდში ადამიანებს ნება უნდა მისცეთ დაგეხმარონ და თქვენზე იზრუნონ. უნდა იზრუნოთ მეგობრებისა და სანდო ადამიანების წრის გაზრდაზე. დიდი ცვლილებები გელით. ზაფხულის პერიოდში სამსახურის შეცვლაც მოსალოდნელია. ასტროლოგები გირჩევენ, რომ უიმედობას არ მიეცეთ.

11. მერწყული - ცხოვრების ყველა მიმართულებით ცვლილებები გელოდებათ, თუმცა ყველა ეს ცვლილება პოზიტიური და წარმატების მომტანი იქნება. დროა, გამოავლინოთ ლიდერის უნარები და სამსახურში თავი გამოიჩინოთ. ნუ დაიმალებით სცენის მიღმა, სცენაზე გამოჩენის დროა.

რა გელოდებათ 2018 წელს? - ასტროლოგიური წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

თქვენ ნამდვილად შეგწევთ უნარი ადამიანები მართოთ. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება თქვენს ურთიერთობას ცხოვრებაში მნიშვნელოვან ქალებთან - დედასთან, საყვარელ ქალთან, ან ქალიშვილთან. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. მთავარია, იყოთ გამბედავები და თქვენი შინაგანი ტალანტი ბოლომდე გამოავლინოთ.

12. თევზები - 2018 წელი თევზებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება. თქვენი ოპტიმიზმი კიდევ უფრო გაიზრდება. მიაღწევთ იმ მიზანს, რომლის მიღწევასაც უკვე ბევრი წელია ცდილობთ. გუნდში მნიშვნელოვანი ადამიანი გახდებით. ადამიანები კიდევ უფრო დაგაფასებენ. სხვების დახმარებით ცხოვრებაში რთული ამოცანების გადაჭრას მარტივად შეძლებთ. წარმატება გელოდებათ, თუ რომელიმე სოციალური ჯგუფის სპიკერი და აქტივისტი ხართ.

რა გელოდებათ 2018 წელს? - ასტროლოგიური წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

თქვენი პოპულარობა და გავლენა სოციალურ მედიაში კიდევ უფრო გაიზრდება. წარმატება გელოდებათ იმ შემთხვევაშიც, თუ ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჩაერთვებით და ადამიანებზე განსაკუთრებულ ზრუნვას გამოიჩენთ. იგრძნობთ ძალას, იგრძნობთ, რომ ყველაფრის უნარი გაქვთ. მოემზადეთ თავბრუდამხვევი სასიყვარულო ურთიერთობისთვის. დიდი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავზე ზრუნვას. უფრო ხშირად დაკავდით მედიტაციით და იზრუნეთ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე.



<a href="http://www.elle.com">http://www.elle.com</a>