როგორი სამოსი უნდა ჩაიცვათ ქალებმა თვითმფრინავით მგზავრობისას? - რჩევები კომფორტულად ფრენისთვის
- 24.12.2017
როგორ უნდა ჩაიცვას ქალმა თვითმფრინავით მგზავრობისას იმისთვის, რომ იყოს მაქსიმალურად კომფორტულად და ამავდროულად, მოდურად გამოიყურებოდეს.
გთავაზობთ სამოსს, რომელიც მოგზაურობის დროს დახვეწილ ვიზუალს შეგანარჩუნებინებთ და ამავდროულად კომფორტს შეგიქმნით.
1. ყელიანი სვიტერი - უმჯობესია, თუ თვითმფრინავით მგზავრობისას შარფზე უარს იტყვით. უფრო მოსახერხებელია ყელიანი სვიტერი.
2. სანდლების სტილის ფეხსაცმელი, დაბალ ქუსლზე - მაღალყელიანი ჩექმით მგზავრობა ძალიან მოუხერხებელია. უმჯობესია, თუ რაიმეს, ძალიან მსუბუქს და კომფორტულს ჩაიცვამთ.
3. ყოველდღიური შავი „ელასტიკი“, ან ტანზე მომდგარი შარვალი - ასეთ სამოსში გადაადგილება განსაკუთრებით მოსახერხებელია და თვითმფრინავში ის კომფორტს შეგიქმნით.
4. გრძელი მოსაცმელი - საბედნიეროდ, ასეთი მოსაცმელი ყოველთვის მოდაშია. გარდა იმისა, რომ თბილია, ასევე ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი მოსახმარია.
5. მოდური სვიტერი - რა თქმა უნდა, ფერი შეგიძლიათ სურვილისამებრ შეარჩიოთ.
6. წვივამდე კაბა - ძალიან გრძელი და ძალიან მოკლე კაბის ტარება თვითმფრინავში მოსახერხებელი არ არის. თუ გსურთ, რომ კაბა გეცვათ, უმჯობესია არჩევანი წვივამდე სიგრძის კაბაზე შეაჩეროთ.
7. ფეხსაცმელი დაბალ ქუსლზე და საშუალო ზომის ყელით - თუ სიცივეა და უფრო თბილი ფეხსაცმლის ჩაცმაა საჭირო, მაშინ უმჯობესია, არჩევანი ასეთ ფეხსაცმელზე შეაჩეროთ.
8. თავისუფალი სტილის შარვალი.
9. თავისუფალი სტილის გრძელი კაბა, ისეთი რომლის ჩაცმაც ზღვის სანაპიროზეც შეგიძლიათ.
10. თავისუფალი და სპორტული სტილი მაისური
11. შლაქსის შარვალი
12. კომბინიზონი
თემები: მოგზაურობა, რჩევები, თვითმფრინავი, მგზავრობა, ფრენა
<a href="http://www.refinery29.com">http://www.refinery29.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია