10 ნიშანი იმისა, რომ “მასთან” სექსით არ უნდა დაკავდეთ - რჩევები ქალებს
- 24.12.2017
არ აქვს მნიშვნელობა ქალიშვილი ხართ თუ - არა. სანამ „მასთან“ სექსით დაკავდებით, ჯერ უნდა დაფიქრდეთ და ყველაფერი გააანალიზოთ, თუ არ გინდათ, რომ გულგატეხილი და იმედგაცრუებული დარჩეთ.
გთავაზობთ 10 ნიშანს იმისას, რომ „მასთან“ სექსით არ უნდა დაკავდეთ:
1. თუ ის ეგოისტია - თუ ურთიერთიბაში ეგოისტურ ხასიათს ავლენს, საწოლშიც იგივე ბუნებას გამოავლენს. ეს ნიშნავს, რომ სექსით მხოლოდ მას სურს სიამოვნების მიღება, ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და არა თქვენზე. ასეთ დროს ძალიან მცირეა ორგაზმის მიღწევის შანსი.
2. ცუდი კოცნა იცის - თუ არ მოგწონთ მისი კოცნა, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ მასთან სექსითაც ვერ ისიამოვნებთ და იმედგაცრუებული დარჩებით.
3. თუ არ სურს ტესტი ჩაიტაროს სექსამდე, ცუდი ნიშანია - თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ მასთან სექსი უსაფრთხო იქნება, არ დაამყაროთ ინტიმური კავშირი. ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
4. ქვეცნობიერად გეშინიათ, რომ ის მიგატოვებთ - არ დაკავდეთ სექსით იმ ადამიანთან, ვის გვერდითაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ არ გრძნობთ და მუდამ გტანჯავთ შიში იმისა, რომ ის დაგტოვებთ.
5. თუ ის მომაბეზრებელი და უტიფარია - მამაკაცს, რომელსაც თქვენთან სერიოზული ურთიერთობა სურს, არ დაგაძალებთ სექსს და დაგელოდებათ მანამ, სანამ ამისთვის მზად არ იქნებით.
6. არასოდეს მიდიხართ სადმე პრივატულ გარემოში - ნუ დაკავდებით მასთან სექსით მანქანის უკანა სავარძელზე. თუ მას არ შეუძლია წაგიყვანოთ ლამაზ ადგილას, კომფორტულ ოთახში, პრივატულ გარემოში, მასთან ურთიერთობა წარმატებული ვერ იქნება და არ უნდა დაკავდეთ მასთან სექსით.
7. თუ არ მოგწონთ, თუ არ გხიბლავთ ის - არ დაკავდეთ მასთან სექსით. სექსი ვერ შეცვლის თქვენს მისდამი დამოკიდებულებას და ურთიერთობაში პრობლემები კიდევ უფრო მძაფრად იჩენს თავს.
8. თუ ის ყველას უყვება თავისი სექსუალური ცხოვრების შესახებ - ნამდვილად გსურთ, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს როგორია თქვენთან სექსი?
9. თუ პატივს არ გცემთ - არასოდეს მისცეთ მამაკაცს უფლება განგსაჯოთ, სცადოს თქვენი შეცვლა. ის პატივს უნდა გცემდეთ. პატივს უნდა სცემდეს თქვენს ინტერესებს, თქვენს ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობა წარუმატებელი იქნება და მასთან სექსით არ უნდა დაკავდეთ.
10. თუ მას არ სურს სერიოზული ურთიერთობა - თუ ის თავის „გერლფრენდად“ არ გთვლით, თქვენ კი გინდათ, რომ ის თქვენი „ბოიფრენდი“ იყოს, არ უნდა დაკავდეთ მასთან სექსით. თქვენ მხოლოდ მასთან გატარებული რამდენიმე ღამე და გატეხილი გული დაგრჩებათ.
თემები: სექსი, ორგაზმი, სექსი ორსულობის დროს, სექსის პოზები ორსულებისთვის, სიყვარული და სექსი, სექსი და ძილი
<a href="http://love.allwomenstalk.com">http://love.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია