LIFE

როგორ უნდა შეწყვიტოთ ურთიერთობისთვის დამღუპველი ეჭვიანობა? - ფსიქოლოგიური რჩევები

როგორ უნდა შეწყვიტოთ ურთიერთობისთვის დამღუპველი ეჭვიანობა? - ფსიქოლოგიური რჩევები

გარკვეული დოზით ეჭვიანობა დასაშვებია და ურთიერთობისთვის კარგიცაა, ამით პარტნიორს ყურადღებასა და სიყვარულს აგრძნობინებთ, მაგრამ ზედმეტი ეჭვიანობა ნებისმიერ ურთიერთობას ანგრევს.

ეჭვიანობა ადამიანს მუდმივ სტრესში ამყოფებს. მთავარი შიში ეჭვიანი ადამიანის არის შიში იმისა, რომ პარტნიორი მიატოვებს, მაგრამ თუ ამ ეჭვიანობას არ შეწყვეტთ და ცხოვრებას ამის გამო საკუთარ თავსაც და საყვარელ ადამიანსაც ჯოჯოხეთად უქცევთ, ის მართლა მიგატოვებთ. იმიტომ კი არ მიგატივებთ, რომ ვინმე სხვა შეუყვარდა, არამედ იმიტომ, რომ თქვენს უსაფუძვლო ეჭვიანობას ვეღარ გაუძლო.

თუ ძალიან ეჭვიანი ადმაიანი ხართ და ამავდროულად, ძალიან შეყვარებული, თქვენი ცხოვრება მძიმეა, ვინაიდან ძვირფას წუთებს, ენერგიას ხარჯავთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანის დასადანაშაულებლად რაიმე მტკიცებულება იპოვნოთ.

ყველა მის ქმედებაში ეჭვიანობის საბაბს ეძებთ. ვერ იტანთ, როცა ტელეფონზე სამსახურიდან თანამშრომელი ურეკავს, არ გსიამოვნებთ, როცა მეზობელს ესაუბრება - ეს უკვე პათოლოგიაა.

როგორ უნდა შეწყვიტოთ ურთიერთობისთვის დამღუპველი ეჭვიანობა? - ფსიქოლოგიური რჩევები

ასეთი ადამიანისთვის ერთადერთი გამოსავალია იყოს სახლში და ძვირფას ადამიანთან ერთად ფილმებს უყუროს, რადგანაც ბარებში, პაბეში, ქუჩაში, შოპინგის დროსაც კი, ადამიანებში მისი საყვარელი ადამიანის პოტენციურ პარტნიორს ხედავს. ზოგიერთ ადამიანს ფილმების ყურებაც კი არ უყვარს, ვინაიდან ის ფილმების ლამაზ გმირებზეც ეჭვიანობს.

გთავაზობთ რჩევებს, როგორ დაამარაცხოთ ეჭვიანობა, რომელიც ცხოვრებას გიწამლავთ:

აუცილებლად უნდა გქონდეთ პარტნიორისგან დამოუკიდებელი ცხოვრება, მასზე არ უნდა იყოთ მიჯაჭვული - საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გვერწმუნეთ, უმჯობესია, თუ მასზე მიჯაჭვული არ იქნებით. რაც უნდა იყოს, თქვენ ცალკე ინდივიდი ხართ, რომელსაც საკუთარი ინტერესები და მისწრაფებები აქვს. დაკავდით მეგობრებთან ურთიერთობით, რაიმე ჰობით, საყვარელი საქმით. ეჭვიანობისთის უბრალოდ ნუ დაიტოვებთ დროს.

გააკეთეთ ისეთი საქმე, რომელიც თავს კარგად გაგრძნობინებთ - განსაკუთრებული პარანოია აწუხებთ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს. აუცილებლად იმუშავეთ თვითშფასების ამაღლებაზე. იარეთ ყოველ დილით სპორტდარბაზში, იზრუნეთ ფორმის შენარჩუნებაზე, მიხედეთ თავს და იზრუნეთ იმაზე, რომ მუდამ მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ. თავდაჯერებულობა არ მოგცემთ საშუალებას უაზროდ იეჭვიანოთ.

ყველა ეჭვს დაუპირისპირეთ ლოგიკა - დაწერეთ თქვენი ეჭვიანობის შესახებ, იმ ფაქტების შესახებ, რომელთა გამოც ეჭვიანობთ, ხოლო შემდეგ ჩამოწერეთ ყველა ლოგიკური ახსნა თქვენი პარტნიორის ამა თუ იმ ქმედების. დიდი ალბათობით, დარწმუნდებით, რომ ეჭვიანობის საფუძველი არ გაქვთ.

მაგ: „ჩემი პარტნიორი რესტორანში მიმტან გოგონას ესაუბრებოდა“. ახლა კი მოუძებნეთ ამას ლოგიკური ახსნა - „ასე იმიტომ მოიქცა, რომ ის ძალიან მეგობრულია და ყველასთან ამყარებს კომუნიკაციას“. „ჩვენ იმ რესტორანში ხშირად დავდივართ და უზრდელობა იქნებოდა, რომ არ გამოლაპარაკებოდა“. იცოდეთ, რომ უმჯობესია, იფიქროთ ისეთ საკითხებს, რომლებიც ეჭვს გაგიფანტავთ, ვიდრე ეჭვიანობას გასაქანი მისცეთ და ამით რთული შედეგები მიიღოთ.

როგორ უნდა შეწყვიტოთ ურთიერთობისთვის დამღუპველი ეჭვიანობა? - ფსიქოლოგიური რჩევები

ესაუბრეთ პარტნიორს ამის შესახებ - თქვენს ეჭვებს თქვენთვის, გულში ნუ შეინახავთ. მშვიდად ესაუბრეთ პარტნიორს ამის შესახებ. თუ არსებობს ეჭვიანობის მიზეზი, მოუყევით ამ მიზეზის შესახებ, აუხსენით მკაფიოდ, რატომ ეჭვიანობთ.

მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ენდოთ საყვარელ ადამიანს.

წარსულის მძიმე გამოცდილებას ნუ მისცემთ საშუალებას, რომ ახლანდელ ცხოვრებაზე იმოქმედოს - შესაძლოა, წარსულში გული გატკინეს, გიღალატეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლაც იგივე მოხდება. მარტივად შეხედეთ საკითხებს და ცხოვრებას ტყუილუბრალოდ ნუ გაირთულებთ.

სოციალური ქსელები გამოიყენეთ ჭკვიანურად - თქვენი პარტნიორის ყველა მეგობარს, ყველა თანამშრომელს აქვს „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“. სისულელე იქნება, თუ ყოველ წამს ყველა მათგანის პირად გვერდებს შეამოწმებთ. ასე გაგიჟდებით. სჯობს, უფრო მეტად საკუთარ ფოტოებზე, საკუთარ გვერდზე და პოსტებზე იზრუნოთ და სხვების თვალთვალს თავი დაანებოთ.



<a href="http://www.dailymail.co.uk">http://www.dailymail.co.uk</a>