სუფრასთან ქცევის 7 მარტივი წესი, რომლებსაც ადამიანები ყველაზე ხშირად არღვევენ
- 27.12.2021
1. აქტიურობთ სოცქსელებში
ტელეფონი მაგიდაზე - ცუდი ტონის ნიშანია, თანაც ეს არაჰიგიენურია. უკეთესია ტელეფონი ვიბრაციაზე გადაიყვანოთ და ჯიბეში ჩაიდოთ. ზრდილობიანი ადამიანისთვის ყველა სუფრასთან მოსაუბრე მეორეხარისხოვანია. თუ სუფრასთან ჯდომის დროს დაგირეკათ ისეთმა ადამიანმა, ვისაც არ შეიძლება რომ არ უპასუხოთ, ბიდიში მოიხადეთ, ადექით მაგიდიდან და მაქსიმალურად სწრაფად მოაგვარეთ ყველა სასწრაფო საკითხი.
2. პირველი იწყებთ ჭამას
მაშინაც კი, თუ ძალიან მშიერი ხართ, თუ იმყოფებით რესტორანში - დაელოდეთ, სანამ ყველას მოუტანენ შეკვეთას. თუ სტუმრად ხართ - ელოდებით, როდესაც სადილს მასპინძლები შეუდგებიან.
3. მშვიდად იღებთ სალათს
თუ საერთო კერძის პირდაპირ ზიხართ, ჯერ სხვა სტუმრებს უნდა შესთავაზოთ, შემდეგ კი თავად გადაიღოთ. და თუ საფირმო სალათი მეზობლის წინ დგას, უბრალოდ თავაზიანად სთხოვეთ მას დახმარება.
4. გამოყენებულ დანა-ჩანგალს დებთ მაგიდაზე
კოვზი, დანა-ჩანგალი, თუ ერთხელ მაინც გამოიყენეთ, დადეთ თეფშზე, და არ დასვაროთ სადღესასწაულო სუფრა.
5. პურის ჭამის კულტურა
რაც შეეხება პურს, უნდა გაითვალისწინოთ ორი მომენტი. პირველი: სუფრაზე პური არ უნდა დაჭრათ დანა-ჩანგლით. მეორე: არ არის საჭირო პირით პურის კბეჩა. უკეთესია თითებით მოატეხოთ პატარ-პატარა ნაჭრებად.
6. აწვალებთ ჩაის ერთჯერად პაკეტს
სწორი იქნება, თუ კოვზით ამოიღებთ პაკეტს, ოდნავ გაწურავთ ჭიქის პირზე და დადებთ ლამბაქის ზედა ნაწილზე მარცხენა მხრიდან.
7. ხალხის თვალწინ წესრიგდებით
პუბლიკასთან „მოწესრიგება“ (თუნდაც არავინ გიყურებდეთ) - ტაბუა. შეგიძლიათ გახვიდეთ ტუალეტში და იქ მოწესრიგდეთ.
თემები: თავდაჯერებულობა, რჩევები, ეტიკეტი