2018 წლის გეგმა - როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ მთელი წელი წარმატებული იყოს?
- 28.12.2017
2018 წელი დგება და უკვე დროა, შეადგინოთ გეგმა, რომლის მიხედვითაც მთელი წლის განმავლობაში იმოქმედებთ და შეძლებთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ. ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ დაფიქრდეთ, გაარკვიოთ რისი იმედი გაქვთ, რას ელით ახალი წლისგან, რისი მიღწევა გსურთ და რა არის მთავარი მიზანი. დროა, დასხდეთ და დაწეროთ გეგმა.
ჩვენ კი, გთავაზობთ რჩევებს საუკეთესო გეგმის შესადგენად:
1. განსაზღვრეთ ის სფერო, რომელშიც წარმატების მიღწევა გსურთ - გეგმის შედგენისას კონცენტრირება სწორედ იმ სფეროზე მოახდინეთ, რომელშიც წარმატების მიღწევა გინდათ. შესაძლოა, ეს იყოს კარიერული თვალსაზრისით უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა, სასიყვარულო ურთიერთობის გამყარება, ან ახალი სიყვარული პოვნა, დაქორწინება და ა.შ. საუკეთესო იდეაა, გეგმის შედგენა სწორედ ამ სფეროს განსაზღრით დაიწყოთ.
2. შემდეგი ნაბიჯი არის 12 მიზნის განსაზღვრა - მას შემდეგ, რაც გასაზღრავთ სფეროს, რომელშიც წარმატების მიღწევა გინდათ, სცადეთ ჩამოწეროთ 12 მცირე მიზანი, რომლებიც მთავარი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ეს მიზნები წელიწადის თვეებზე უნდა გადაანაწილოთ. ყველაფერი ჩამოწერეთ ისე, რომ გეგმის ყოველი შეხედვისას უფრო მეტი მოტივაცია შეგემატოთ. სადმე აუცილებლად მიაწერეთ, რომ სანამ 12-ვე მცირე მიზანს არ შეასრულებთ, არ დანებდებით.
3. აუცილებლად ჩამოწერეთ სურვილების სია - საქმიანი გეგმის გვერდით აუცილებლად ჩამოწერეთ იმ საქმეების სია, რომელთა გაკეთებაც თავად გინდათ, მათი გაკეთება თქვენს მთავარ მიზანს არ ემსახურება, მაგრამ სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ და დაგეხმარებათ, რომ მთელი წელი მოტივირებულები იყოთ. ეს არის საქმეები, რომელთა გაკეთებაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
გახსოვდეთ, რომ როცა სურვილებს ჩამოწერთ, ან მათზე ხმამაღლა ისაუბრებთ, ფსიქოლოგიურად დამტკიცებულია, რომ ან სურვილების ასრულების შანსი იზრდება. თუ ასე მოიქცევით, წლის ბოლოს ფინანსურადაც და ემოციური თვალსაზრისითაც შესანიშნავი მდგომარეობა გექნებათ.
4. გეგმა შეამოწმეთ ყოველ თვეში - ყოველი თვის ბოლოს აუცილებლად გადახედეთ თქვენს გეგმას, რომელიც წლის დასაწყისში გააკეთეთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ კორექტირება შეიტანოთ. უნდა შეამოწმოთ შეასრულეთ, თუ არა მინი მიზნები. თუ შესრულებული გაქვთ, შეგიძლიათ იმაყოთ და საკუთარი წარმატებით დატკბეთ.
თემები: ქალები, რჩევები, ახალი წელი, 2018 წელი
<a href="http://inspiration.allwomenstalk.com">http://inspiration.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია