ICI PARIS მარკეტინგისა და PR–ის ხელმძღვანელი, ხატია შამუგია კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, „ისი-პარი“ მომხმარებლებს ძალიან ბევრ და მრავალფეროვან აქციას სთავაზობს.
- მოკლედ კომპანიის შესახებ:
კომპანია „ისი-პარი“ ჩამოყალიბდა 1995 წელს. პირველი მაღაზია რუსთაველის გამზირზე 1995 წლის 25 მარტს გაიხსნა. ეს იყო იმ პერიოდში ნათელი სხივი და ნათელი წერტილი ქალბატონებისთვის. მათ შეეძლოთ საკუთარი თავის რეალიზება და იმ სურვილების დაკმაყოფილება, რაც იმ პერიოდში შესაძლებელი არ იყო. ეს იყო მსოფლიო პარფიუმერიის მაღაზია, რომელმაც გაალამაზა რუსთაველის გამზირი.
- არსებული პროდუქციის ხარისხი:
ამ კითხვაზე თითქმის არასდროს არ ვცემ პასუხს, რადგან როცა „ისი-პარის“ შესახებ ვსაუბრობთ ხარისხიც ავტომატურად იგულისხმება. „ისი-პარი“ არის ყველა მასში წარმოდგენილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. „ისი-პარი“ ეს არის უმაღლესი ხარისხი.
- ბაზარზე არსებული და თქვენი ფასები (შედარება):
პარფიუმერიაში ფასი არ იცვლება. ერთიდაიგივე ბრენდი ყველა ქსელში ერთიდაიგივე ფასი ღირს.
- რომელ პროდუქტზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
ყველა ქსელში, ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი არის „CHANEL“-ის პარფიუმერია, კოსმეტიკა და დეკორატიული კოსმეტიკა.
- რითი გამოირჩევა „ისი-პარი“ კონკურენტებისგან?
კონკურენტებისგან ძალიან ბევრი რამით გამოვირჩევით. მინდა ავღნიშნო, რომ კონკურენცია ჩვენს შორის არის ძალიან დელიკატური და მეგობრული. ბიზნესი არის ისეთი მაღალი დონის, რომ აქ კონკურენციის უხეში ფორმები დაუშვებელია. ჩვენს ქსელებს შორის არის ღირსეული კონკურენცია. რითიც გამოვირჩევით ეს არის მაღაზიათა სიმრავლე, პორტფოლიო, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია ჩვენს ქსელში და ის აქტივობები, რომლითაც ჩვენი მომხმარებლები განებივრებულები გვყავს.
- გაქვთ თუ არა ლოიალური მიდგომები თქვენს მუდმივ მომხმარებლებთან?
რა თქმა უნდა, გვაქვს ლოიალური ბარათები ანუ ფასდაკლების ბარათები, სამი ტიპის - 5%, 10% და 20 % ფასდაკლების. სულ ვცდილობთ, რომ ჩვენი მომხმარებელი კმაყოფილი იყოს. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელი ხელცარიელი არ გავიდეს ქსელიდან. აქედან გამომდინარე ჩვენი პორტფოლიო არის ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი. ასე რომ, ნებისმიერ თანხაში შეუძლია მომხმარებელს შეიძინოს მაღალი ხარისხის პროდუქტი.
- როგორ შეაფასებდით გასულ წელს?
გასული წლის შეფასება ჯერ გამიჭირდება, იმიტომ, რომ საახალწლო ფერხულში 1 დეკემბრიდან ვერთვებით და აქციებს, გათამაშებებს, ფასადაკლებებს, საჩუქრებს და ვაუჩერებს 1 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გავცემთ. ამიტომ ჯერ გამიჭირდება მთლიანი წლის შეფასება, თუმცა მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დადებითი ტენდენციაა და მადლობა მომხამრებლებს ნდობისთვის.
- რა სიახლე შემოიტანეთ 2017 წელს?
2017 წელს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე შემოვიტანეთ. მსოფლიო სიახლეებს არ ჩამოვრჩებით, თუმცა ჩვენი სტრატეგია არის პრეს-ღონისძიებები, სადაც ვპატიჟებთ, პრესას და მედიას, რომლებიც აშუქებენ და მომხმარებლამდე მიაქვთ ინფორმაცია სიახლეების და ზოგადად ყველაფერი ახლის შესახებ.
მნიშვნელოვანი პრეს-ღონისძიებები იყო ჟან პოლ გოწიეს „Scandal“, რომლის პრეზენტაციაც „სკანდალურად“ ჩატარდა. შემდეგ იყო ჰერმესის „Twilly“, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი სიახლე იყო, კიდევ შემიძლია გამოვყო ბულგარის „Goldea The Roman Night“, რომელიც მასშტაბურად ჩატარდა, ასევე არ სემიძლია არ აღვნიშნო ელიე სააბის „Girl Of Now“. ეს, რა თქმა უნდა, არ არის იმ აქტივობების სრული ჩამონათვალი, რომელსაც ვახორციელებთ. „ისი-პარიში“ სულ სასიამოვნო სიახლეები გელით. ყველა თვე ჩვენთვის სიახლესთან ასოცირდება.
- გასული წლის ყველაზე ხმაურიანი აქცია:
ყველაზე ხმაურიანი პერიოდი არის ახალი წელი. ჩვენ გვაქვს საახალწლო გათამაშება, რაც მომხმარებლებისთვის მიმზიდველია და ტრადიციული. გარდა ფასდაკლებისა, ჩვენ მომხმარებლებს ყოველ 50 ლარზე ვჩუქნით გათამაშების 1 ბილეთს. რაც მეტი ბილეთი გაქვს მეტი შანსი გაქვს გამარჯვების. გათამაშება კი 25 იანვარს 18:00 საათიანი კურიერის შემდეგ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გაიმართება და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. თამაშდება 1000 ლარიანი ხელფასი ერთი წლის განმავლობაში, 5000 ლარიანი ვაუჩერი ისი-პარისგან, ორ კაციანი საგზური შარმ-ელ-შეიხში ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში და სუპერ პრიზი - 2017 წლის TOYOTA RAV 4 შავი ფერის. ასევე, მინდა აღვნიშნო ქსელში ყოველი მე _1000-ე მომხმარებელი საჩუქრდება სუნამოთი.
- რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი მომავალ წელს?
ჩვენ რებრენდინგი დავიწყეთ ინტერიერისაც და ექსტერიერისაც, ასევე გავფართოვდით და გადავწყვიტეთ დიდი მაღაზიების განახლება და ახალი მაღაზიების გახსნა. გარდა ამისა, გვინდა გავფართოვდეთ რეგიონებშიც.
- იქნებით თუარა ვინმეს სეკრეტ სანტა?
სამსახურშიც ვითამაშეთ სეკრეტ სანტა და მეგობრებიც ყოველთვის ვთამაშობთ. წელს მეგობრებთან ერთად ვერ ვითამაშე, რადგან გათამაშების დროს კონცერტი მქონდა, თუმცა სამსახურში ვითამაშეთ 25 დეკემბერს და ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი ადრესატი გავახარე და მეც გამახარა ჩემმა სანტამ.
- რატომ „ისი-პარი“?
იმიტომ, რომ აქ ყველაფერია თქვენი ბედნიერებისთვის და სილამაზისთვის.
- როგორ მიულოცავთ ახალ წელს თქვენს მომხმარებლებს?
ყვითელი ძაღლის წელი მოდის და როგორც ვიცი ძალიან მშვიდი და კარგი წელი გვაქვს წინ. მინდა რომ ყველა მომხმარებლისთვის იყოს ბედნიერი და მშვიდი წელი. ყველას ვუხდი ძალიან დიდ მადლობას, ვინც ერთხელ მაინც ესტუმრა „ისი-პარის“ . „ისი-პარიში“ ერთგულება ფასდება.
თემები: ისი-პარი, ხატი შამუგია
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია