როგორი ვარცხნილობებია ტრენდული 2018 წელს? - 5 მოდური იდეა მოკლეთმიანი ქალებისთვის
- 08.01.2018
ახალ წელს ვცდილობთ სიახლეებით შევხვდეთ და ცხოვრებაში ბევრი რამ შევცვალოთ. ცვლილებები ეხება ჩვენს გარდერობს, სამოსს, სტილს, მაკიაჟს, მაგრამ როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შინაგანი ტრანსფორმაციისთვის და ახლის დასაწყებად მოტივაციის ასამაღლებლად საუკეთესოა ვარცხნილობის შეცვლა.
ვნახოთ 2018 წლისთვის როგორი ვარცხნილობებია ტრენდული - 5 იდეა მოკლეთმიანი ქალებისთვის:
1. 2018 წელს ტრენდულია ძალიან დაბალზე შეჭრილი თმა - ის მინიმალისტური და ამავდროულად, ძალიან სექსუალურია. ასეთი ვარცხნილობა სახის დეტალებს უფრო გამოკვეთილს და მიმზიდველს ხდის.
2. „ბობი“ - ტრენდული და ძლიერი ქალის ვარცხნილობა.
3. „პიქსი“ - თავდაჯერებული ქალის ვარცხნილობა. ის გაწონასწორებული და ამავდროულად, ექსტრავაგანტული ქალის იმიჯს მოგცემთ.
4. მოკლე კულულები - ასეთი ვარცხნილობა ძალიან ეგზოტიკურ იერს მოგცემთ. ამავდროულად, მისი საშუალებით დაუოკებელი, სიახლეების და თავგადასავლების მაძიებელი ქალის იმიჯს შეიქმნით.
5. მოკლე თმა მოუწესრიგებელი ეფექტით - საქმიანი ქალის ვარცხნილობა, რომელიც ამავდროულად ექსტრავაგანტული ქალის იერს მოგცემთ.
თემები: ვარცხნილობა, რჩევები, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>