2018 წლის მოდის მთავარი წესები - როგორ უნდა ჩაიცვას ტრენდულმა ქალმა?
- 09.01.2018
თუ რაიმე გვასწავლა მოდის შესახებ 2017-მა წელმა, ეს არის ის, რომ ველოდოთ მოულოდნელობებს. 2018 წელს მკაცრი მინიმალიზმი მოდიდან გადადის და მის ადგილს გლამურული, ბრჭყვიალა დათვალშისაცემი სტილი იკავებს.
თუ გასულ წელს ტრენდული იყო მინიმალისტური, სადა და უბრალოდ ქალი, წელს თამამი და სექსუალური იმიჯის მქონე ქალის დრო დგება, რომელიც ბრწყინავს ყველა სიტუაციაში. „ტომ ფორდის“, „პაკო რაბანეს“, „დოლჩე და გაბანასა“ და „დიორის“ 2018 წლის ტრენდული ქალი სწორედ ასეთია.
„კალვინ კლეინმა“ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის Raf Simons-სთან ერთად იმუშავა. მათი ერთობლივი კოლექცია ხელოვნებისა და მოდის შერწყმაა. მათ კოლექციებში მკვეთრადაა წარმოჩენილი ხელოვნება. მოდურია სხვადასხვა პრინტებით გაფორმებული სამოსი.
სექსუალური სამოსის პარალელურად მოდურია ე.წ. მამიკოს სამოსი. ეს ნიშნავს, ტრენდულმა ქალმა 2018 წელს მამაკაცურ სამოსზეც უნდა შეაჩეროს არჩევანი. შეგიძლიათ მოირგოთ დიდი ზომის სვიტერი, მამაკაცური ქუდი. დიზაინერები ამბობენ, რომ ასეთი სამოსი ქალს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს და მიუხედავად სამოსის მამაკაცურობისა, ის ქალს, უფრო მეტ ქალურობას ანიჭებს.
ჯარისკაცის სამოსის ფაქტურის შარვლები წელს ჯინსის შარვლებს ჩაანაცვლებს. ეს ყველაზე დიდი მოულოდნელობაა. ზოგადად ვიცით, რომ ჯინსი აქტუალობას არასოდეს კარგავს, მაგრამ 2018 წელს ის უკანა პლანზე გადაიწევს. მოდაში შემოდის „ხაკის“ შარვლები.
მოდაში იქნება სპორტული ფეხსაცმელი მხიარულ ფერებში. ფოტოზე ასახულ კედებს „ადიდასი“ უკვე ორი წელია უშვებს, თუმცა ის აქამდე ტრენდად ვერ იქცა. 2018 წელს კი, სწორედ ასეთი სპორტული ფეხსაცმელი იქნება მოდური.
მოდაში შემოდის ძალიან ჭრელი და ფერადი სამოსი, სხვადასხვა პრინტებით. ეს ოპტიმისტი და ბედნიერი ქალის სამოსია. განსაკუთრებულ აქტუალობას ის გაზაფხულიდან შეიძენს.
მოდაში იქნება ასევე ძალიან პატარა ჩანთები, რომელშიც საკრედიტო ბარათის გარდა არაფერი ჩაგეტევათ.
თემები: მოდა, რჩევები, ჩაცმულობა, 2018 წელი, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>