არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თოჯინებს დაემსგავსონ. სასურველი შედეგის მისაღწევად ისინი პლასტიკურ ოპერაციებში დიდი ოდენობით თანხას ხარჯავენ, იკეთებენ ექსტრავაგანტულ მაკიაჟს და ცდილობენ ბარბისა და კენის რეალური პროტოტიპები გახდნენ.
გთავაზობთ თოჯინა ადამიანების ფოტოებს. ნახეთ და თავად დარწმუნდით რამდენად ჰგავანან ისინი თოჯინებს.
9. როდრიგო ალვესი - როდრიგომ, იმისთვის რეალურ კენის დამსგავსებოდა, საერთო ჯამში, პლასტიკურ ოპერაციებში 250 000 დოლარი დახარჯა. ახლა ის პოპულარული ადამიანია და სხვადასხვა პომპეზური წვეულებების საპატიო სტუმარიც გახლავთ.
8. ლილ მიკელა - მოდელი იმდენად ჰგავს ჰგავს ანიმაციური ფილმის “The sims” - ის პერსონაჟს, რომ ფოტოებზე რთულია გაარკვიო, რომელია ნამდვილი და რომელი თოჯინა.
7. ამბერ გუსმანი - გოგონას კუნთოვანი დისტროფია აწუხებდა და როგორც თავად ამბობს, ამიტომ გადაწყვიტა ბარბის თოჯინას დამსგავსებოდა. სწორედ ბარბის იმიჯმა გადაარჩინა მისი სიცოცხლე. ამბერმა საკუთარი თავი სათამაშოდ წარმოიდგინა, რომელსაც გადასაადგილებლად სხვისი დახმარება სჭირდება.
6. DuckieThot - ბარბის გარეგნობის მოდელი მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი. თავისი უჩვეულო ვიზუალის წყალობით, მას მილიონობით ფანი ჰყავს. მისი ფოტოები პოპულარული გამოცემების „ვოგისა“ და Harper’s Bazaar-ის გარეკანზეც აღმოჩნდა.
5. Justin Jedlica - ჯასტინი ამბობს, რომ სურს 100%-ით ხელოვნური იყოს. ის ფიქრობს, რომ იდეალური გარეგნობისგან ჯერ კიდევ შორსაა მიუხედავად იმისა, რომ უკვე 190 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.
4. ანასტასია შპაგინა - გოგონა მაკიაჟის ოსტატია და გამომწერებს „იუთუბზე“ ხშირად უზიარებს ვიდეოებს - როგორ უნდა დაემსგავსო მაკიაჟის საშუალებით ჯეკ ბეღურას, შერლოკს, ჯასტინ ბიბერსა და სხვებს. მისი თოჯინის გარეგნობა პროფესიონალური მაკიაჟის შედეგია.
3. Nannette Hammond - იმისთვის რომ ბარბის თოჯინას დამსგავსებოდა, მან 500 000 დოლარი დახარჯა. ნანეტი ამერიკელია და 5 შვილი ჰყავს. ის ამბობს, რომ ყოველთვის აგროვებდა თოჯინების კოლექციას და ოცნებობდა, რომ მათი მსგავსი ყოფილიყო. პირველი პლასტიკური ოპერაცია 21 წლის ასაკში გაიკეთა. ექსცენტრიკული ქალი ახლა 43 წლისაა და გაჩერებას არ აპირებს.
2. Angeliica Kenova - გოგონა იხსენებს, რომ ბავშვობაში მას აცმევდნენ და ექცეოდნენ ისე, როგორც პრინცესას. „მშობლები არ მაძლევდნენ გასეირნების და ბიჭებთან კომუნიკაციის საშუალებას. მე არ მაქვს ზრდასრული ადამიანისთვის შესაბამისი გამოცდილება და დღემდე არ მაქვს რელაური ადამიანებისთვის დამახასიათებელი ცხოვრება. მე ვცხოვრობ ისე, როგორც თოჯინა“, - ამბობს კენოვა.
1. ვალერია ლუკიანოვა - უკრაინელი ბარბი, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ მკერდი აქვს გადიდებული. მისი ბარბის გარეგნობა კი დიეტისა და მაკიაჟის შედეგია.
თემები: მამაკაცები, ქალები, პლასტიკური, გარეგნობა, პლასტიკური ოპერაციები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>