LIFE

ამერიკის 6 ყველაზე ქარიზმატული პირველი ლედი

ამერიკის 6 ყველაზე ქარიზმატული პირველი ლედი

ისტორიამ დაადასტურა, რომ წარმატებული პრეზიდენტის უკან ყოველთვის ლამაზი და ჭკვიანი ქალი დგას. ქალბატონებს, რომლებიც ამერიკის პირველი ლედის ამპლუაში ხვდებოდნენ, ხელფასი არასოდეს ჰქონიათ, თუმცა მათ მიმართ საზოგადოების მოლოდინი რეალურზე მაღალი იყო: ნებისმიერი რიგითი მოქალაქის აზრით, პირველი ლედი უნდა ყოფილიყო თბილი, სოციალური, საზოგადოების ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული და მზრუნველი დედა. მეორე მხრივ, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის — ნიკოლას სარკოზის ან პრინც უილიამის განსაკუთრებული პოლიტიკური უნარების შესახებ არავის აღუნიშნავს, თუმცა მათ საზოგადოების პატივისცემა სწორედ ლამაზი და ქარიზმატული ცოლების დამსახურებით მოიპოვეს.

გადავწყვიტეთ, ამერიკის 6 ყველაზე სახასიათო და გამორჩეული პირველი ლედი გავიხსენოთ:

ამერიკის 6 ყველაზე ქარიზმატული პირველი ლედი

6. ჟაკლინ (ჯეკი) კენედი: 1961-1963

ჯეკი კენედი ყოველთვის დარჩება ამერიკის პირველი ლედის სიმბოლოდ. მისი სილამაზე, მომხიბვლელობა და განსაკუთრებული სტილი უამრავი ქალის შურის მიზეზი იყო და ამავე დროს, ყველა ბაძავდა. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ქეით ჰოლმსმა საერთოდ ვერ შეძლო ჯეკის გლამურის ეკრანებზე გადმოტანა, როდესაც 2010 წლის ტელესერიალში მისი როლი შეასრულა; ამერიკელი ისტორიკოსები კი ახასიათებენ, როგორც „ჭკვიან, ახალგაზრდა, თანამედოვე, კოსმოპოლიტ და ამავდროულად ნამდვილ ამერიკელ ქალს“.

ამერიკის 6 ყველაზე ქარიზმატული პირველი ლედი

5. ნანსი რეიგანი: 1981-1989

ნანსი რონალდ რეიგანს ცოლად 1952 წელს გაჰყვა, მანამდე კი სამსახიობო კარიერა ჰქონდა. მან დაამტკიცა, რომ თეთრ სახლში გლამურის და ჰოლივუდური შარმის შეტანა მხოლოდ კენედების პრეროგატივა არ იყო — ჯეკის მსგავსად ტრენდ-სეთერი (ტენდენციის დამამკვიდრებელი) არასოდეს ყოფილა, თუმცა პრესა მისი გარდერობითაც მუდმივად ინტერესდებოდა.

ამერიკის 6 ყველაზე ქარიზმატული პირველი ლედი

4. ჰილარი კლინტონი: 1993-2001

ჰილარიმ თავი გამჭრიახი გონების და ამბიციების დამსახურებით უფრო დაიმკვიდრა, ვიდრე მოდის განსაკუთრებული შეგრძნებით: მისი ჩაცმის ცნობილი სტილი — შარვლების და პიჯაკების კომბინაციები მილანის პოდიუმის ანარეკლი არასოდეს ყოფილა, სამაგიეროდ ნამდვილად აქვს ქარიზმა, რითაც ჯერ კიდევ იელის სამართლის სკოლაში სწავლისას, ქალების ცნობილი გულთამპყრობელი — ბილ კლინტონი მოხიბლა.

ამერიკის 6 ყველაზე ქარიზმატული პირველი ლედი

3. ლორა ბუში: 2001-2009

როდესაც ოლივერ სთოუნმა ფილმ W-ში ლორა ბუშის როლში სექსუალური მსახიობი — ელიზაბეთ ბენქსი გადაიღო, ამასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილს ცინიკური რეაქცია ჰქონდა. თუმცა ყველა, ვინც ლორას და ჯორჯ ბუშის დაქორწინების პერიოდში — 70-იანებში გადაღებულ ფოტოებს გადახედავს, დარწმუნდება, რომ ის მართლაც საკმაოდ მომხიბვლელი ქალბატონი იყო.

ამერიკის 6 ყველაზე ქარიზმატული პირველი ლედი

 

2. მიშელ ობამა: 2009-2016

მიშელმა პირველი ლედის ამპლუაში უამრავი როლი გაითავისა: ის უპირველესად სამაგალითო დედა, ასევე — ცხოვრების ჯანსაღი წესის ამბასადორი და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონია. მის ჩაცმის სტილს მილიონობით ქალი ბაძავს და აღსანიშნავია, რომ კლასიკურ მოდის სახლებთან ერთად, მიშელის ფავორიტებს შორის კონცეპტუალური დიზაინერებიც არიან, მაგალითად — ჯუნია უატანები. მიშელი არ უშინდება ასაკის მატებას და ფორმას ვარჯიშის ყოველდღიური რუტინის დამსახურებით ინარჩუნებს: ჟურნალ Prevention-თან საუბრისას ისიც კი აღნიშნა, მიმაჩნია, რომ დღესდღეობით სწორედ ვარჯიშის დამსახურებით, საუკეთესო ფორმაში ვარო. თუმცა, ფიტნესის სიყვარულით ხომ ბარაკ ობამაც ცნობილია.

ამერიკის 6 ყველაზე ქარიზმატული პირველი ლედი

 

1. მელანია ტრამპი

დონალდ ტრამპის ნაკლებად დემოკრატიული ღირებულებების გამო საზოგადოება არც მის ახალგაზრდა მეუღლეს წყალობს, თუმცა მელანია უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალია. 16 წლიდან მოდელი იყო, 18 წლის ასაკში საცხოვრებლად მილანში გადავიდა. დღეს სამკაულების და კანის მოვლის საშუალებების ხაზები აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ლამაზ, ოდნავ სულელ ქალად მიიჩნევენ, 5 ენაზე საუბრობს — სლოვაკურად, სერბულად, ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად. მელანიამ დონალდი 1998 წელს, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის წვეულებაზე გაიცნო. 46 წლის ასაკში ამერიკის ისტორიაში მეორე პირველი ლედი გახდება, რომელიც შტატებს გარეთაა დაბადებული, ლუისა ადამსის მსგავსად.



წყარო: <a href="http://www.menshealth.com/sex-women/hottest-first-ladies/slide/14">Men'sHealth</a>, <a href="http://www.thehindu.com/news/international/melania-trump-to-be-1st-foreignborn-us-first-lady-since-1820s/article9324009.ece">THE HINDU</a>