ჯანმრთელობა

საკვების როლი სტრესის დაძლევაში

საკვების როლი სტრესის დაძლევაში

გრძნობ, რომ სტრესის ზღვარზე ხარ? სამსახური ინსპირაციის ნაცვლად გთრგუნავს? ცხოვრება ისე სწრაფად გარბის, რომ ვერც კი ვიაზრებთ! თუმცა მხოლოდ შენ ან მე არ ვართ ამ სიტუაციაში: მსოფლიოში მილიონობით ადამიანია გადაღლილი მილენიუმის ეპოქის გიჟური ტემპით, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მაინც ბედნიერად ვიგრძნოთ თავი. Huffington Post-ის ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სამსახურით გამოწვეულ სტრესს 21-ე საუკუნის ჯანმრთელობის ეპიდემია უწოდა.

თუ შენი ნივთიერებათა ცვლის პროცესი არაჯანსაღია, ამის გამოსწორება კვების რეჟიმის შეცვლითაა შესაძლებელი. სტრესის წინააღმდეგ საბრძოლველად კვების რაციონში, სულ რაღაც, რამდენიმე პროდუქტის დამატებაა საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ საკვები პროდუქტები, რომელთაც ჩვენ გირჩევთ, არც ძვირად ღირებულია და სხვა მხრივაც მარტივად ხელმისაწვდომია.

დაღეჭე

საკვების როლი სტრესის დაძლევაში

სტრესი დაძაბულობასა და ტკივილს იწვევს. ერთ-ერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვგრძნობთ ტკივილს, არის ყბა. მაგრამ ჯანმრთელობისა და კვების ექსპერტი, ჯეს ბარონი, მის დასაძლევად მარტივ რჩევას იძლევა: უნდა ვღეჭოთ. „ადამიანთა უმრავლესობა დაძაბულობას ყბის მიდამოებში გრძნობს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ღეჭვას გირჩევთ, მაგრამ არა ჩიფსის ან სხვა, ანტიოქსიდანტების შემცველი საკვების, რომელსაც სტრესის დროს ვირჩევთ ხოლმე, არამედ უმი ბოსტნეულისა ან ხილის“.

გამოიჩინე გონიერება და ჩაანაცვლე ჩიფსი უმი ბოსტნეულით. კარგად ხრაშუნებს, ნაკლებ კალორიებსა და მეტ დანამატებს შეიცავს. ნაკლებად კალორიული ბოსტნეულის ტიპს მიეკუთვნება: ნიახური, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, კიტრი და კამა. აურიე ისინი ავოკადოს ათქვეფილ მასას. ავოკადო მდიდარია ისეთი ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა ლუტეინი, პროვიტამინი A და ვიტამინი E, ასევე მასში მჟავას სახით დიდი რაოდენობით B ვიტამინია. ორგანიზმში მჟავების ნაკლებობა დეპრესიას იწვევს.

დალიე სასარგებლო ჩაი

საკვების როლი სტრესის დაძლევაში

ყავის ან შავი ჩაის ნაცვლად, დალიე ჯანჯაფილის ჩაი და უარი თქვი კოფეინის შემცველ ყავაზე. ჯანჯაფილი (ინგლისურად - ჯინჯერი) ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სტრესის შედეგად სხეულში სხვადასხვა ადგილას ანთებითი კერა ჩნდება. აღნიშნული თავისთავად ბევრი სხვადასხვა ქრონიკული დაავადების - კიბოს, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებისა და ავტოიმუნური სისტემის მოშლის - გამომწვევი მიზეზი ხდება.

იმისთვის, რომ თავად მოამზადო ჯანჯაფილის ჩაი, თხლად უნდა დაჭრა მისი ფესვები და ადუღებული წყალი დაასხა. ასეთივე დადებითი თვისებებით გამოირჩევა კურკუმას ჩაი და მისი მომზადებაც ადვილია. სასარგებლო და რეკომენდებულია თაფლის დამატებაც.

უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში სტრესმა შეიძლება საბოლოოდ გაანადგუროს შენი ჯანმრთელობა. სტრესი იწვევს საჭმლის მონელების პრობლემებს, გულის დაავადებებს, წონის მატებას და სხვა. რისკის შესამცირებლად გაზარდე ანტიოქსიდანტების მიღების ყოველდღიური დოზა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინგრედიენტი გიცავს დაავადებებისგან და უნარჩუნებს შენს ორგანიზმს სტაბილურ სიჯანსაღეს, რადგან იმუნურ სისტემას გაცილებით ბრძოლისუნარიანს ხდის. ასევე იცავს შენს უჯრედებს რადიკალების, მეტაბოლიზმის დანამატებისა და გარემო ფაქტორების მიერ მოყენებული ზიანისგან. ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს თეთრი სისხლის უჯრედების წარმოქმნას, რომლებიც სხეულის დამცავ მექანიზმს წარმოადგენს. საკვებში, რომელსაც ვიღებთ, ვიტამინებისა და მინერალების სახით, ბევრი ნატურალური ანტიოქსიდანტია.

ვიტამინები, რომლებიც სტრესის დაძლევაში დაგეხმარება:

საკვების როლი სტრესის დაძლევაში

ვიტამინი C: მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უწყობს ინფექციებთან მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედებისა და ანტისხეულების წარმოქმნას. მისი მიღება შეიძლება ფორთოხლის, გრეიპფრუტის, ტკბილი წიწაკის, ბროკოლის, პომიდვრის, მარწყვისა და მწვანეფოთლიანი სალათების ჭამით.

ვიტამინი A: ბეტა-კაროტინი ვიტამინ A-დ მხოლოდ მაშინ გარდაიქმნება, როდესაც ორგანიზმს იგი აკლია. ამ პროცესისას, დარჩენილი კაროტინები ანტიოქსიდანტების თვისებას იღებენ და ორგანიზმში არსებულ რადიკალებს ებრძვიან. ბეტა-კაროტინი იმუნურ სისტემას აძლიერებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს. მას სკლეროზის, კიბოს, ინსულტისა და გულის შეტევის პრევენციის მიზნითაც იღებენ. მათი მიღება შეიძლება ფერადი ხილისა და ბოსტნეულის მეშვეობით, ეს პროდუქტებია: სტაფილო, გარგარი, ტკბილი კარტოფილი, ბროკოლი, პომიდორი, ატამი, კომბოსტო, გოგრა და მანგო.

ვიტამინი L: ძლიერი ანტიოქსიდანტი ლიკოპენი დიდი რაოდენობით არის პომიდორსა და საზამთროში.

ვიტამინი E: ვიტამინი E ეძებს და ანადგურებს უცხო ნაწილაკებს. განსაკუთრებით ებრძვის ისეთ ნაწილაკებს, როგორიცაა მიკრობები და ტოქსინები. ვიტამინ E-ს მიღება შეიძლება თხილის, მარცვლეულის, ბოსტნეულის ზეთის ან ფოთლოვანი ბოსტნეულის სახით.