ზოდიაქოს ნიშნებზე დაყრდნობით პიროვნების შესახებ ბევრი რამის მაგ: როგორი შეყვარებული, როგორი დედა, ან მამა იქნება ის. ასტროლოგები ყველაზე ჭკვიან და ბრძენ ზოდიაქოს ნიშნებსაც ავლენენ.
ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები მიიჩნევიან ყველაზე ბრძენ პიროვნებებად:
მერწყული - ის ჰაერის ნიშანია, მისი ფერია ვერცხლისფერი, დღე - შაბათი, ბედნიერი რიცხვები - 4, 7, 11, 22, 29. ყველაზე კარგად ეწყობა სასწორს, ლომს, ტყუპებს და ვერძს.
მერწყულის პოზიტიური მახასიათებლებია დამოუკიდებლობა, კაცთმოყვარეობა, ორიგინალურობა და პროგრესულობა. ნეგატიური მახასიათებლებია - უკომპრომისობა და ემოციების ნაკლებობა.
მერწყულს მოსწონს როცა უსმენენ, მოსწონს, როცა სხვებს ეხმარება, უყვარს მეგობრების წრეში გართობა და ინტელექტუალური საუბრები. არ უყვარს მოწყენილობა, მარტო ყოფნა, ადამიანები განსხვავებული აზრით.
მერწყული ჭკვიანი, ექსცენტრიკული და რაციონალურია. მათ არ უყვართ ემოციების ჩვენება, თავიანთ ნამდვილ გრძნობებს იშვიათად ავლენენ. ვერასოდეს მიხვდებით სინამდვილეში რას გრძნობს.
მათ უყვართ, როცა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, სხვების ჩარევის გარეშე იღებენ და ვერ იტანენ, როცა მის ცხოვრებაში მცირე დოზით მაინც ერევა ვინმე. თუ რაიმე საქმეს მისცემთ და რთულ ამოცანას დაუსახავთ, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მერწყული მას მარტივად და ყველაზე შემოქმედებითი გზით გადაჭრის.
მას აქვს დიდი ენერგია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. მისი გონება მდიდარია ფილოსოფიური აზროვნებით და სწორედ ამის გამო, სამყარო მის წინ სავსეა უამრავი შესაძლებლობით.
სასწორი - ის ჰაერის ნიშანია, სასწორის ფერებია მწვანე და ვარდისფერი, დღე - პარასკევი, ბედნიერი რიცხვები- 4, 6, 13, 15 და 24. ყველაზე კარგად ეწყობა მშვილდოსანსა და ვერძს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანების პოზიტიური მახასიათებლებია დიპლომატიურობა, სამართლიანობა, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, სხვებთან მუშაობის უნარი. სასწორის ნეგატიური მახასიათებლებია ნაკლები თავდაჯერებულობა, ზოგჯერ უკიდურესი რადიკალიზმი, ამასთან ის მოულოდნელობებითაა სავსე და წინასწარ არასოდეს იცი, როგორ მოიქცევა.
მას უყვარს ჰარმონიული ცხოვრება და ბედნიერების სხვებისთვის გაზიარება, ვერ იტანს მოძალადეებს.
ასტროლოგები სასწორს ყველაზე ბრძენ ზოდიაქოს ნიშნად მიიჩნევენ. ისინი ყოველთვის რაღაც ახლის შეცნობაში არიან, ცდილობენ, რაიმე ისწავლონ, ინფორმირებულები იყონ.
სასწორი სამართლიანია და ცდილობს, ყოველთვის სიმართლე თქვას და ადამიანებს სამართლიანად მოექცეს. მას მოსწონს გუნდში მუშაობა, გუნდური მოთამაშეა.
სასწორები ხშირად შესანიშნავ მენეჯერებად გვევლინებიან და მათი დანიშვნა ხელმძღვანელ თანამდებობაზე თითქმის ყოველთვის გამართლებულია.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://ewao.net/">http://ewao.net/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია