ჰოროსკოპი

რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

1. ვერძს ეყვარებით მანამდე, სანამ საინტერესო ცხოვრებას შესთავაზებთ - ვერძი დამოუკიდებელი, ქარიზმატული და კომუნიკაბელურია. მას უყვარს ცხოვრება, მისით ტკბობა და იხიბლება ცხოვრებაზე შეყვარებული ადამიანებით. ვერძს ეყვარებით მანამდე, სანამ თქვენ მას მხიარულებას და საინტერესო ცხოვრებას შესთავაზებთ. ის იმ დღესვე გადაგიყვარებთ, როცა ნახავს, რომ თქვენთან მოწყენილია.

რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

2. კუროს ეყვარებით მანამდე, სანამ მიზნების მიღწევაში ხელს არ შეუშლით - კურო ძალიან ჯიუტი და შრომისმოყვარეა. მას არ სურს თავის ინტერესებზე სიყვარულის გამო თქვას უარი. ის ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რისი გაკეთებაც სურს. თუ დაინახავს, რომ მიზნის მიღწევაში ხელს უშლით, მაშინვე გადაგიყვარებთ.

რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

3. ტყუპებს ეყვარებით მანამდე, სანამ მას შეზღუდვებს არ დაუწესებთ და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას არ დაუპირებთ - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ძალიან კომუნიკაბელურები და ენერგიულები არიან. მოსწონთ ადამიანებთან ურთიერთობა, საზოგადოების წრეში ტრიალი. მათ სჭირდებათ ყოველდღიურად სოციალურად აქტიურები იყონ და ესაუბრონ სხვადასხვა ადამიანებს. ტყუპს იმ წუთშივე გადაუყვარდებით, როცა შენიშნავს, რომ გარკვეულწილად მისი თავისუფლების შეზღუდვას ცდილობთ.

რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

4. კირჩხიბს ეყვარებით მანამდე, სანამ თქვენგან სიყვარულს იგრძნობს - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ხშირად სჭირდებათ გამეორება იმისა, რომ გიყვართ, რომ მის გარეშე ვერ ძლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუცველობის შიში იპყრობთ და ჰგონიათ, რომ მიატოვებთ. კირჩხიბი გადაგიყვარებთ, თუ მას ხშირად არ შეახსენებთ როგორი შეყვარებული ხართ და როგორ აღგაფრთოვანებთ ის.

რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

5. ლომს ეყვარებით მანამდე, სანამ იფიქრებთ, რომ ის საუკეთესოა და მასსავით კარგი დედამიწაზე არავინაა - ტემპერამენტიანი ლომი გიჟდება კომპლიმენტებზე და ითხოვს, რომ საყვარელმა ადამიანმა მას თავი სამყაროს ცენტრად აგრძნობინოს. ის მაშინვე გადაგიყვარებთ, თუ ჩათვლის, რომ საუკეთესოდ აღარ მიიჩნევთ.

რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

6. ქალწულს ეყვარებით მანამდე, სანამ სჭირდებით - ქალწული ანალიტიკური აზროვნების უნარით გამოირჩევა და ინტელექტუალია. ის პრაქტიკული ადამიანია და ეყვარებით მანამდე, სანამ გარემოება არ განაპირობებს, რომ თქვენ აღარ უნდა უყვარდეთ. თუ ჩათვლის, რომ არაფერში სჭირდებით, ან მისი ცხოვრებისთვის სარგებელი არ მოგაქვთ, ის აუცილებლად გადაგიყვარებთ და მარტივად ჩაგანაცვლებთ.

რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

7. სასწორს ეყვარებით მანამდე, სანამ ჩხუბს არ დაუწყებთ - სასწორი ყველაზე დიპლომატიური ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც სძულს ჩხუბი და კონფლიქტები. სასწორი ვერ იტანს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩხუბის გარეშე პრობლემებს ვერ აგვარებენ. მაშინვე შეეცვლება დამოკიდებულება თქვენდამი, როცა ჩხუბს დაუწყებთ.

რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

8. მორიელს ეყვარებით მანამდე, სანამ მის მოტყუებას არ შეეცდებით - მისი მოტყუება მაინც არ გამოგივათ, აუცილებლად გამოგიჭერთ და ამას არ გაპატიებთ. მაშინვე გადაგიყვარებთ.

რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

9. მშვილდოსანს ეყვარებით მანამდე, სანამ ოპტიმისტები იქნებით - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამინი პოზიტიურად ხედავს ცხოვრებას. მისთვის ძალიან რთულია იმ ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და უიმედოდ უყურებს მომავალს. თუ მშვილდოსანმა პესიმიზმი შეგნიშნათ, მაშინვე დაკარგავს თქვენს სიყვარულს.

რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

10. თხის რქას ეყვარებით მანამდე, სანამ ამბიციურები იქნებით - ამბიციურ თხის რქას სურს ურთიერთობა მიზანსწრაფულ და ამბიციურ ადამიანთან ჰქონდეს. თუ ამბიციები არ გაგაჩნიათ, წარმატების მიღწევას დაუღალავად არ ცდილობთ, თხის რქა გადაგიყვარებთ.

რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

11. მერწყულს ეყვარებით მანამდე, სანამ მოსაწყენი არ გახდებით - მერწყული ვერ იტანს მოსაწყენ სიტუაციებს და მოსაწყენ ადამიანებს. მას მუდამ მეგობრებთან ერთად გართობა და მხიარულება სურს. თუ თქვენ გვერდით ცხოვრება მოსაწყენია, ადვილად გადაგიყვარებთ.

რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

12. თევზებს ეყვარებით მანამდე, სანამ თანაგრძნობის უნარს დაკარგავთ - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მიმტევებლები არიან, ადვილად პატიობენ. უყვართ ადამიანები რომლებიც სხვების მიმართ თანაგრძნობას აჩვენებენ. თუ თქვენში ამ თანაგრძნობას ვეღარ დაინახავს, მას აღარ ეყვარებით.

რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?



<a href="http://tetribe.net">http://tetribe.net</a>