თუ ალერგიული ხარ, გაეცანი TREND-ისა და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ცენტრის ალერგოლოგის მადონა დევიძის რჩევებს, რომლებიც ცივ სეზონზე უნდა გაითვალისწინო.
1. სიცივე და ბრონქოსპაზმი
ცივი და მშრალი ჰაერის ჩასუნთვისას სასუნთქი გზების გამოშრობა ხდება, ეს კი ზედმეტად მგრძნობიარე ბრონქების გაღიზიანებას და შეშუპებას იწვევს. ცივი ჰაერი ასევე ორგანიზმიდან ჰისტამინის გამყოფას ააქტიურებს — ამ ნივთიერებას შეუძლია მსტვინავი ხიხინი და ასთმის სხვა სიმპტომები გამოიწვიოს. ადამიანის ორგანიზმში ჰაერსავალი გზები ლორწოს ფენითაა დაფარული, რომელიც არაჯანსაღი ნაწილაკების მოშორებაში გვეხმარება. ცივ ამინდში თავდაცვის მიზნით ჩვენი სხეული უფრო მეტ, სქელ ლორწოს აწარმოებს, რაც ხსირად ნახველის დაგროვებას განაპირობებს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ წელიწადის ცივ დროს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების გავცელებაც ყველაზე ხშირია, ისინი კი, თავის მხრივ, ბრონქოსპაზმს, ასთმის გამწვავებას ან თავად ვირუს-ინდუცირებულ ასთმას იწვევენ.
ალერგოლოგის რჩევა:
- ცივ ამინდში გარეთ გასვლისას კარგად შეიფუთეთ შარფით, რაც შესუნთქული ჰაერის გათბობასა და დატენიანებაში დაგეხმარებათ.
- ლორწოს გასათხიერებლად მეტი სითხე მიიღეთ.
- ფიზიკური აქტივობის დაწყებამდე 5-10 წუთი გახურებას დაუთმეთ და აქტივობაც ეტაპობრივად დაასრულეთ.
- ხშირად დაიბანეთ ხელები, გრიპის ეპიდემიის დროს კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდეთ, შეგიძლიათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციებიც ჩაიტაროთ.
2. სიცივე და ალერგენები
ცივი სეზონი განსაკუთრებით პრობლემურია პაციენტებისთვის, რომლებსაც კარშიდა ალერგენებზე ალერგია აღენიშნებათ: ცხადია, სიცივეში მეტ დროს შენობაში ვატარებთ, შესაბამისად ისეთი ალერგენების ზემოქმედების ქვეშ ვხდებით, როგორებიცაა ოთახის მტვერი, ნესტის სოკოები და ცხოველის ბეწვი.
გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე გარემოებაა გასათვალისწინებელი:
ოთხის მტვერი
წელიწადის ცივ დროს გასათბობად უფრო ხშირად ვიყენებთ ხალიჩებს, სქელ პლედებს და ფარდაგებს, მათზე კი ოთახის მტვერი გროვდება. ამავდროულად, მაღალი ტენიანობა ოთახის მტვრის ტკიპების გამრავლებას იწვევს: 50%-ზე მაღალი ტენიანობის არსებობის პირობებში საგრძნობლად იმატებს ოთახის მტვრის ტკიპების რაოდენობა.
ნესტის სოკოები
ნესტის სოკოები ჰაერში ოთახის მცენარეების მორწყვისას და ნესტიანი სამოსის გასრობისას გამოიყოფა: ბუნებრივია, ცუდ ამინდში ქოთნის მცენარეები და სარეცხი აივნიდან ოთახში შემოგვაქვს, რითაც ნესტის სოკოს გამრავლებასაც ვუწყობთ ხელს.
ცხოველის ბეწვი
ცივ სეზონზე, ჩვენს მსგავსად, შენობებში შინაური ცხოველებიც მეტ დროს ატარებენ და ჰაერშიც მეტი ინტენსივობით ბეწვი, ნერწყვი და ეპითელიუმი გროვდება, რაც ალერგიული დაავადებების გამწვავებას განაპირობებს.
ალერგოლოგის რჩევა:
ინტერიერიდან მოაშორეთ ხალიჩები, დეკორატიული ნივთები და ფუმფულა სათამაშოები.
დაალაგეთ ოთახები სველი წესით, გამოიყენეთ მტვერსასრუტი HEPA- ფილტრით
გაანიავეთ საცხვორებელი ხშირად
გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდები საშუალებები და ალერგენების გამანეიტრალებელი შესასხმელები.
3. სიცივე და კანის სიმშრალე
ცივი და მშრალი ჰაერი, დაბალ ტენიანობასთან ერთად კანის გამოშრობას და ქავილს იწვევს. სიცივეში ცენტრალური გათბობის მოხმარება იმატებს, რაც თავის მხრივ ჰაერის გამოშრობის მიზეზი ხდება.
ალერგოლოგის რჩევა:
- რეგულარულად გამოიყენეთ კანის დამატენიანებელი საშუალებები
- მოერიდეთ ხანგრძლივი აბაზანების მიღებას
- კარგად შეიფუთეთ გარეთ გასვლილას - ატარეთ ხელთათმანები, შარფები, ქუდი.
- შენობებში ჰაერის დამატენიანებელი საშუალებები გამოიყენეთ
4. სიცივე და ურტიკარია
სიცივით გამწვავებული ურტიკარია ალერგიული დაავადებაა, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე ვითარდება. ის კანზე გამონაყარის, სიწითლის, ქავილის და სხეულის სხვადასხვა ნაწილების შეშუპების სახით ვლინდება. ასევე, შეიძლება აღინიშნოს გრილ აუზში ცურვისას, ან იმ შემთხვევაში, თუ ხელში დიდხანს გიკავიათ გამაგრილებელი სასმელი.
სიცივით ინდუცირებული ურტიკარია სითბოში შესვლის შემდეგ უცებ არ ქრება, პირიქით — შესაძლებელია, 24 საათის განმავლობაში გაგრძელდეს. თუკი მისი გამწვავება ერთხელ მაინც არგენიშნათ ან თქვენი ოჯახის წევრს არენიშნება, გაითვალისწინეთ, რომ მაღალ რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებით.
ალერგოლგის რჩევა:
- ჩაიცვით თბილად — ატარეთ ხელთთმანები, შარფები, ქუდი
- ნუ დაიბან ხელებს ცივი წყლით
- ნუ დაიკავებთ ხელში დიდხანს ცივ სასმელებს
- მოერიდეთ კონდიცირებულ ოთახებს
FB: https://web.facebook.com/allergycentergeorgia/
ტელ: 0322 52 05 33
მის: 2/6 ლუბლიანას ქ. თბილისი
თემები: ჯანმრთელობა, ქალები, რჩევები