LIFE

10 რომანტიკული ფილმი, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა უყუროთ

10 რომანტიკული ფილმი, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა უყუროთ

1. Her/”ის“ - ხოაკინ ფენიქსი ფილმში მარტოხელა მამაკაცის როლს ასრულებს და ეს მსახიობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი როლია. ფილმის მთავარ გმირს კომპიუტერის ოპერაციული სისტემა უყვარდება. აქ ნახავთ ემოციების ზღვას და სიყვარულის განსხვავებულ, ორიგინალურ გამოვლინებას. 

10 რომანტიკული ფილმი, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა უყუროთ

2. True Romance/”ნამდვილი სიყვარული“ - ფილმი წყვილის ისტორიას მოგვითხრობს. მამაკაცი კოკაინის ვაჭრობითაა დაკავებული, ის მეძავზე ქორწინდება და წინ დიდი თავგადასავალი ელით. 

10 რომანტიკული ფილმი, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა უყუროთ

3. Crazy, Stupid, Love/“სულელი, უაზრო სიყვარული“ - ფილმი თანამდროვე სიყვარულს სხვადასხვა კუთხით წარმოგვიჩენს. ფილმი ერთი შეხედვით იდეალურ ოჯახურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, თუმცა ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ ცოლმა უღალატა.

10 რომანტიკული ფილმი, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა უყუროთ

4. Forgetting Sarah Marshall/”დაივიწყე სარა მარშალი“ - ფილმში აღწერილია მამაკაცის ამბავი, რომელიც წარუმატებელი სიყვარულის დასავიწყებლად სამოგზაუროდ მიდის, თუმცა მოგზაურობის დროს ყოფილ შეყვარებულს ახალ ბოიფრენდთან ერთად შეხვდება და მისი კოშმარიც იწყება. ფილმი მხიარულ და სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ.

10 რომანტიკული ფილმი, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა უყუროთ

5. Silver Lining Playbook/“იმედის სხივთა კრებული“ - თუ ჯერ არ გინახავთ ეს ფილმი, რომელიც ოსკარზეც იყო ნომინირებული, ახლა ნამდვილად უნდა გამონახოთ დრო მისთვის. აქ ნახავთ წყვილის შეუდარებელ თამაშს, რეალისტურ მომენტებს და ემოციების ზღვას. ფილმი დაგანახებთ, რომ ცხოვრება სწორედ მაშინ გამოგიგზავნით საჩუქარს, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდებით.

10 რომანტიკული ფილმი, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა უყუროთ

6. 10 Things I Hate About You/”ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი“ - ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია თინეიჯერული სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ და მასში მთავარ როლს შეუდარებელი ჰიტ ლეჯერი ასრულებს. ფილმის ნახვის შემდეგ თქვენი საყვარელი ადამიანი კიდევ უფრო შეგიყვარდებათ.

10 რომანტიკული ფილმი, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა უყუროთ

7. Walk the Line/”ზღვარის გადაკვეთა“ - ფილმი „ქანთრის“ შემსრულებლის, ჯონი ქეშის ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს, რომელშიც კიდევ ერთხელ ნახავთ ხოაკინ ფენიქსის შეუდარებელ შესრულებას.

10 რომანტიკული ფილმი, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა უყუროთ

8. The Princess Bride/”პატარძალი პრინცესა“ - ეს არის ძალიან სახალისო და სასიამოვნოდ სანახავი სიყვარულის ისტორია, რომლის მთავარ გმირსაც საყვარელი გოგონას გადასარჩენად უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევს.

10 რომანტიკული ფილმი, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა უყუროთ

9. 500 Days of Summer/”სამერის 500 დღე“ - რომანტიკული კომედია ახალგაზრდა წყვილის სასიყვარულო ურთიერთობაზე მოგვითხრობს. მისი საშუალებით ნამდვილი სიყვარულისა და ცხოვრების შესახებ ახალ აღმოჩენებს გააკეთებთ. თუ სიყვარულის არ გჯერათ, ფილმი შეხედულებას შეგიცვლით.

10 რომანტიკული ფილმი, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა უყუროთ

10. It Happened One Night/”ეს მოხდა ერთხელ ღამით“ - ეს ფილმი ნებისმიერი წყვილისთვის სასიამოვნოდ სანახავია. ის მეოცე საუკუნის 30-იან წლებშია გადაღებული. ფილმის გმირი მფრინავზე აპირებს დაქორწინებს, მამამისს კი, სასიძო არ მოსწონს. ელი სახლიდან ნიუ-იორკში გარბის. გზაში კი, ახალგაზრდა რეპორტიორს გაიცნობს და ყველაფერი იცვლება.

10 რომანტიკული ფილმი, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა უყუროთ



<a href="http://www.clipd.com">http://www.clipd.com</a>