რა უნდა აჩუქოთ ქალებს ვალენტინობას? – 5 რამ, რაც ქალებს ნამდვილად სურთ
- 30.01.2018
ვალენტინობის დღე ახლოვდება და გონებაში ჩნდება ტრადიციული კითხვა, რა ვაჩუქო საყვარელ ქალს, რა გაუხარდება მას ყველაზე მეტად? ყვავილები და შოკოლადი ვალენტინობის დღისთვის ყველაზე გავრცელებული საჩუქარია, მაგრამ ქალებს სინანმდვილეში სულ სხვა რაღაცები ახარებთ.
ყვავილები და შოკოლადი შესანიშნავია. ქალების უმეტესობასორივე უყვარს, მაგრამ ასეთი საჩუქრით საყვარელი ქალის გახარება ხომ ყოველ დღე შეგიძლიათ, თანაც ყვავილებსა და შოკოლადში არაფერია განსაკუთრებული, ეს ჩვეულებრივი, ბანალური საჩუქარია.
საყვარელ ადამიანს ყველაზე მეტად მაშინ გაახარებთ თუ იმას აჩუქებთ, ან იმის გაკეთების შესაძლებლობას მისცემთ, რაც მართლა ძალიან სურს.
რა სურთ ქალებს ვალენტინობის დღისთვის. 5 იდეა, რომელიც საყვარელი ქალების გახარებაში დაგეხმარებათ.
1. მას სურს ძილი - ეს განსაკუთრებით იმ ქალებს ეხებათ, რომლებსაც შვილი, ან შვილები ჰყავთ. მათ ყველაზე მეტად ძილი ენატრებათ, მშვიდი და უშფოთველი ძილი. ამიტომ, მისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება, თუ ბავშვებს სადმე წაიყვანთ და გამოძინების შესაძლებლობას მისცემთ, ან სახლში წყნარად მაინც იქნებით შვილებთან ერთად, არ აანთებთ შუქებს, არ იხმაურებთ, თუმცა თქვენც რომ ძალიან არ შეიზღუდოთ, სჯობს ბავშვები ამ დღეს სადმე გასართობად წაიყვანოთ და საყვარელ ქალს განტვირთვის საშუალება მისცეთ.
2. ქალს სურს, რომ მთელი დღის განმავლობაში მასზე იზრუნოთ - დაპატიჟეთ საყვარელი ქალი კინოში და შემდეგ ივახშმეთ სანთლების შუქზე. უთხარით, რომ ლამაზია და მის გვერდით გატარებული დრო თქვეთვის ყველაზე სასიამოვნო წუთები.
3. ქალისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება, თუ მანქანას გაურეცხავთ - მას მოსწონს სუფთა მანქანით სიარული, მაგრამ მანქანის გარეცხვა პრიორიტეტების სიაში არ არის, ვინაიდან ამ დროს უზიანდება ფრჩხილები და ამ პროცესისთვის დროის დაკარგვაც არ უნდა. ძალიან გაახარებთ, თუ დილით გარეცხილ მანქანას დაახვედრებთ.
4. საუკეთესო საჩუქარი იქნება, თუ საღამოს მასთან ერთად ყოველგვარი ციფრული მოწყობილობების გარეშე გაატარებთ - გადადეთ ელექტრონული მოწყობილობები. ნუ დაიწყებთ ფეხბურთის მატჩების ანგარიშების შემოწმებას. „ფეისბუქის“ „სქროლვას“, უბრალოდ გადადეთ ტელეფონი და ესაუბრეთ საყვარელ ქალს.
5. ფეხსაცმელი - თუ არ იცით რა გააკეთოთ, რა საჩუქარი უყიდოთ საყვარელ ქალს. თავში უამრავი იდეა გაქვთ, მაგრამ ვერ ალაგებთ გეგმებს, გეშინიათ, რომ საჩუქარი არ მოეწონა. შეწყვიტეთ ფიქრი და უყიდეთ მას საჩუქრად ფეხსაცმელი. ამბობენ, რომ ქალის გულის კარის გასაღები ლამაზი ფეხსაცმელია.
თემები: სიყვარული, წყვილი, ვალენტინობა
<a href="https://www.simplemost.com">https://www.simplemost.com</a>