როგორ იქცევით სასიყვარულო ურთიერთობის საწყის ეტაპზე - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
- 31.01.2018
ადამიანები სხვადასხვაგვარად ავლენენ სიყვარულსა და მოწონებას. ვნახოთ რას ამბობენ ვარსკვლავები.
როგორ იქცევით სასიყვარულო ურთიერთობის საწყის ეტაპზე, როცა ჯერ კიდევ არაფერი არაა გარკვეული, თუმცა ერთმანეთისადმი ლტოლვას გრძნობთ?
1. ვერძი - ძალიან მოუთმენელი ხართ. სწორედ ამიტომ, თქვენ სწერთ პირველად, თქვენს ეპატიჟებით პაემანზე, პირველი კოცნის ინიციატივასაც საკუთარ თავზე იღებთ. ყველაფერს თავად აკეთებთ.
2. კურო - როცა ურთიერთობაში ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი გარკვეული, თქვენ ნამდვილი მონადირე ხდებით. მოწმებთ მისი ცხოვრების სტილს, გამუდმებით „სქროლავთ“ მის „ფეისბუქს“, ამოწმებთ მეგობრების სიას, დეტალურად სწავლობთ ვინ უწერს კომენტარებს და ვინ უწონებს ფოტოებს. „ინსტაგრამზე ფოტოებზე“ ნიშნავთ და ცდილობთ დაინახოთ რამდენად შეესაბამება ის თქვენს ხასიათს.
3. ტყუპები - როცა „თითქმის ურთიერთობაში“ ხართ, მაგრამ მაინც არ არის ყველაფერი გარკვეული, მარტივად ეჭვიანობთ. როცა ხედავთ რომ ის ვიღაც სხვასთან ფლირტითაა დაკავებული, საშინელ ხასიათზე დგებით. მშვიდად ვერ ჩერდებით.
4. კირჩხიბი - ძალიან მორცხვი ხართ და ვერ ბედავთ თქმას იმისას, თუ როგორ მოგწონთ, მაგრამ ამის შესახებ თქვენ გარშემომყოფებმა იციან. თქვენ უგზავნით მეგობრებს მიმოწერის „სქრინშოტებს“, უყვებით მშობლებს მის შესახებ. მის სახელს ახსენებთ ყველა შესაძლებლობისთანავე, იმიტომ, რომ თავიდან ვერაფრით იგდებთ.
5. ლომი - როცა ასეთ ურთიერთობაში ხართ, როცა ჯერ კიდევ არაფერი არაა გარკვეული, მაგრამ ძალიან მოგწონთ, ბევრს ფიქრობთ, ბევრ კითხვას უსვამთ საკუთარ თავს. დღეებსა და ღამეებსა ოცნებებსა და ფიქრში ატარებთ, ვერც იძინებთ, ვერც სამსახურზე კონცენტრირებას ახერხებთ და საშინლად გაინტერესებთ რას ფიქრობს „ის“ თქვენ შესახებ.
6. ქალწული - არ მოგწონთ როცა შეყვარებული ხართ, ამ დროს საკუთარი თავი გძულთ. ცდილობთ, ისე მოიქცეთ თითქოს არ გიყვართ. არ მოგწონთ, როცა საკუთარ თავს ამჟღავნებთ და გრძნობებს გამოხატავთ.
7. სასწორი - ასეთი გაუკვეველი ურთიერთობა დაუცველობის განცდას გიჩენთ. ვერაფრით იგებთ, თუ მას მოსწონხართ, რატომ არ გეპატიჟებათ პაემანზე. პირველი ნაბიჯის გადადგმაც გიჭირთ და არც თავად სთავაზობთ ურთიერთობის ახალ ფაზაში გადაყვანას.
8. მორიელი - ასეთი ურთიერთობები არ გხიბლავთ, გირჩევნიათ ყველაფერი გარკვეული იყოს და თავს დაცულად გრძნობდეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენი ურთიერთობების უმეტესობა ასეთია. ერთმანეთი მოგწონთ, თუმცა სასიყვარულო კავშირი უმეტესად სერიოზული არ ხდება.
9. მშვილდოსანი - „თითქმის შეყვარებულად“ ყოფნა მოგწონთ და ასეთ ურთიერთობაში თავს კომფორტულად გრძნობთ, მაგრამ როცა გარკვეული დრო გადის გინდათ, რომ ის ახალ ეტაპზე გადავიდეს. სასიყვარულო ურთიერთობაში არაფერს უშინდებით.
10. თხის რქა - თქვენ ზოგჯერ ვერც კი აანალიზებთ რომ შეყვარებული ხართ და ხშირად სტკენთ იმ ადამიანს გულს რომელსაც მართლა მოსწონხართ.
11. მერწყული - მოგწონთ გაურკვეველი სასიყვარულო ურთიერთობები და არ ჩქარობთ ახალ ეტაპზე გადასვლას, ვინაიდან ეს გაძლევთ შესაძლებლობას უფრო თავისუფლად იყოთ და ფლირტი ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან გააბათ. პასუხისმგებლობებს გაურბიხართ.
12. თევზები - როცა „თითქმის შეყვარებული“ ხართ თქვენი ქცევებით დასაწყისშივე ანგრევთ ურთიერთობას. წყვეტთ სხვა ადამიანებთან ფლირტს, უგზავნით შეტყობინებებს დაუსრულებლად და მისგანაც იგივეს ელით. ამიტომაც გაგირბიან.
თემები: სასიყვარულო ურთიერთობა, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://thoughtcatalog.com">https://thoughtcatalog.com</a>