ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ ინტელექტი თანდაყოლილია და თუ ჭკვიანად არ დაიბადე, ასეთი ვერასოდეს გახდები.
ეს არასწორი შეხედულებაა. ადამიანი ცხოვრების მანძილზე იძენს ინტელექტს. შრომისმოყვარეობა, განათლების მიღებისკენ სწრაფვა და ჯანსაღი ჩვევები აქცევს მას ინტელექტუალად.
ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ადამიანს შეუძლია გაზარდოს და განავითაროს თავისი ინტელექტის დონე და გახდეს უფრო ჭკვიანი. ქვემოთ ჩამოთვლილი ინტერესის სფეროები, დაგეხმარებათ რომ უფრო გონებაგახსნილები იყოთ.
1. მედიტაცია - როგორც ცნობილია, მედიტაციას ადამიანისთვის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. როცა დღის განმავლობაში ცოტა დრო გექნებათ, უბრალოდ დაჯექით, იფიქრეთ და ისუთქეთ ღრმად. ეს დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ სტრესისგან, გონებას კი, დასვენების და ძალების აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა. მედიტაციას ასევე აქვს უნარი დაეხმაროს ადამიანს იყოს უფრო კონცენტრირებული და ტვინი უფრო სხარტად მუშაობდეს.
2. ახალი ენის სწავლა - კიდევ ერთი მარტივი გზა იმისთვის, რომ უფრო გონებაგახსნილები იყოთ, ახალი ენის სწავლაა. კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ორ ენაზე მაინც შეუძლიათ საუბარი, უფრო სხარტად აზროვნებენ და უფრო მარტივად იღებენ გადაწყვეტილებებს, მარტივად ხსნიან რთულ ამოცანებს. ვიდრე ისინი ვინც მხოლოდ ერთი ენა იცის. როცა ახალ ენას სწავლობთ, თქვენი ტვინი მუშაობს უკეთესად, ამავდროულად ფსიქოლოგიურად უკეთეს მდგომარეობაში ხართ.
კვლევის თანახმად, ადამიანს, რომელმაც ორი ენა მაინც იცის, უკეთესი ვიზუალური მეხსიერება აქვს და გამორჩევა დეტალებზე კონცენტრაციის უნარით.
3. წაიკითხეთ ყველაფერი - ლევ ტოლსტოის „ომსა და მშვიდობას“ კითხულობთ, თუ რომელიმე თანამედროვე მწერლის ნაწარმოებს, გონებრივი განვითარების თვალსაზრით არ აქვს მნიშვნელობა. კითხვა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, ავითარებს ემოციურ ინტელექტს, ადამიანში აჩენს ბედნიერების განცდას და ამაღლებს თვითშეფასების ხარისხს. კითხვის შედეგად გეძლევათ შესაძლებლობა, რომ შეიტყოთ დანარჩენი სამყაროს შესახებ და განვითარდეთ გონებრივად. წაიკითხეთ აბსოლუტურად ყველაფერი.
4. ვარჯიში - ეს მხოლოდ სხეულის სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის არ არის კარგი, ის ასევე კარგია გონების განვითარებისთვის. ვარჯიშის შედეგად ადამიანი უფრო კონცენტრირებული ხდება, უვითარდება სწავლისა და შემეცნების უნარი, აქვს უკეთესი მეხსიერება.
5. გონების სავარჯიშო - ძალიან ბევრი გზაა ტვინის გასავარჯიშებლად. „სმარტფონებში“ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სხვადასხვა აპლიკაციები - თავსატეხები, სუდოკუ, ინტელექტუალური ვიდეოთამაშები, რომლებიც თქვენი ტვინის სტიმულირებას შეუწყობენ ხელს. შედეგად,უმჯობესდება მეხსიერების უნარი.
6. მუსიკალურ საკრავზე დაკვრა - თუ არ იცით რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, სცადეთ ისწავლოთ. ეს საუკეთესო გზაა გონებრივი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ მუსიკოსებს აქვთ უკეთესი მეხსიერება და უფრო განვითარებული აქვთ შემოქმედებითი უნარები.
7. ეტაპობრივად სწავლა - სტუდენტების უმეტესობა გამოცდის წინა ღამეს მეცადინეობს. შედეგად, ასეთი სტუდენტები მხოლოდ გამოცდის ჩაბარებას ახერხებენ, რეალურად კი, მათი ცოდნა არ იზრდება, ვინაიდან ასე ნასწავლი მალე გვავიწყდება. ამიტომ, თუ მართლაც გვსურს ინტელექტის გაზრდა, უნდა ვისწავლოთ ეტაპობრივად, ყოველ დღე მცირე დოზით თუ ისწავლით რაღაც ახალს, უფრო კარგი შედეგი გექნებათ, რადგანაც ასეთი მეთოდით ნასწავლი არასოდეს დაგავიწყდებათ.
თემები: რჩევები ქალებს, თავდაჯერებულობა, რჩევები, ინტელექტუალი
<a href="http://hackspirit.com/">http://hackspirit.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია