6 სუნამო, რომელიც ყველა ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს
- 31.01.2018
1. Chanel N°5 - სუნამო, რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან. ეს არის ქალური სურნელი. ამბობენ, რომ მას აქვს ძალა ქალი შეუდარებლად აქციოს და განსაკუთრებული მომხიბვლელობა შემატოს. მიუხედავად იმისა, რომ სუნამოს უკვე თითქმის 100 წლის ისტორია აქვს, დღემდე აქტუალურია.
2. Cacharel Anaïs Anaïs - სუნამო 1978 წელს შექმნეს.თავდაპირველად ის გათვლილი იყო „თინეიჯერი“ გოგონებისთვის, თუმცა ეს ახალგაზრდული სურნელი ყველა ქალისთვის იდეალურია.
3. Guerlain Shalimar - სუნამო 1925 წელს შექმნეს და დღემდე ტრენდულია. ეს დახვეწილი და ძლიერი ქალის სურნელი გახლავთ.
4. Yves Saint Laurent Opium – ის 1977 წელს შემქნეს და დღემდე ბევრი ქალის გამორჩეულად საყვარელი სუნამოა. ხილისა და ყვავილების სასიამოვნო არომატი დროს უძლებს, ხოლო ქალს, ეს სურნელი უფრო მეტ თავდაჯერებულობას სძენს.
5. Flower by Kenzo - შედარებით ახალი სურნელია. ის 2000 წელს შექმნეს. ეს არის კლასიკური სურნელი თანამედროვე ქალისთვის.
6. Chanel Coco Mademoiselle – 2001 წლის სუნამო „შანელისგან“, ელეგანტური ქალებისთვის.
თემები: ქალი, კოსმეტიკა, სუნამო, პარფიუმი
<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია