ხშირად, ბავშვთა ასაკში, ლოყების არეში სიწითლისა და სიმშრალის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი ატოპიური დერმატიტია. გთავაზობთ 7 კითხვას, რომელიც TREND-მა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგს - ნინო ლომიძეს დაუსვა, წაიკითხეთ და გაიგეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბავშვთა ალერგიის შესახებ.
1. რა არის ატოპიური დერმატიტი?
ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ვლინდება ბავშვთა ასაკში შემდეგი ნიშნებით:
- ლოყების ან/და კიდურების გამშლელი ზედაპირების სიწითლითა და სიმშრალით.
- ქავილით, რომელიც განსაკუთრებით შემაწუხებელია საღამოს საათებში.
2. რა ასაკში იწყება ატოპიური დერმატიტი?
- პირველი გამოვლინება ძირითადად 0-2 წლამდე ასაკშია, თუმცა შესაძლებელია ცოტა მოგვიანებით 5 წლამდე ასაკშიც გამოვლინდეს.
3. რა იწვევს ატოპიური დერმატიტის განვითარებას?
- ატოპიური დერმატიტის განვითარებას იწვევს კანის ზედაპირულ შრეში არსებული ცილა „ფილაგრინის“ არასრულფასოვანი სინთეზი.
- ცილა „ფილაგრინი“ ქმნის კანის მტკიცე ბარიერს, ხელს უწყობს კანში წყლის შეკავებას და იცავს გარემოში არსებული სხვადასხვა გამღიზიანებლებისგან.
- ცილა „ფილაგრინის“ არასრულფასოვანი, დარღვეული სინთეზის დროს კანის ბარიერი ირღვევა, კანის ზედაპირული შრიდან აქტიურად იკარგება წყალი.
- შედეგად კანი შრება, ვითარდება ქავილი, სიწითლე და საბოლოოდ დერმატიტი.
4. რამდენად შესაძლებელია საკვებმა გაამწვავოს ატოპიური დერმატიტი?
დიახ, საკვები ხშირად არის ატოპიური დერმატიტის გამამწვავებელი ფაქტორი, განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი პროდუქტები:
- ძროხის რძე
- ქათმის კვერცხი
- მარცვლეული
- სოიო
- თხილი,ნიგოზი, არაქისი
- შოკოლადი
- თაფლი
- ფერადი კამფეტები და ა.შ
5. რატომ უნდა მივაკითხოთ დროულად ალერგოლოგს?
- დროულად დაინიშნოს სწორი მკურნალობის კურსი, დაავადების უფრო რთულ ფორმაში გადასვლამდე.
- გამწვავების დროს სწორედ შეირჩეს სამკურნალო მალამოები.
- გამწვავების დროს სწორედ დაინიშნოს ქავილის საწინააღმდეგო ანტიალერგიული მედიკამენტები.
- სწორედ შეირჩეს კანის დასაბანი და დამატენიანებელი საშუალებები.
- გაირკვეს რა საკვები ამძაფრებს ატოპიური დერმატიტის მიმდინარეობას და მის საფუძველზე სწორედ დაინიშნოს ჰიპოალერგიული დიეტა.
6. რა რეკომედაციები უნდა დაიცვან ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებმა?
- არ დაბანოთ ბავშვი ძალიან ცხელი წყლით
- სასურველია დაბანის ხანგრძლივობა 10-15 წთ-ს არ აღემატებოდეს, რომ კანი ზედმეტად არ დალბეს და გამოშრეს
- დაბანა უმჯობესია ჰიპოალერგიული უსაპნო თხევადი საპნით
- დაბანის შემდეგ შეამშრალეთ ბავშვი პირსახოცით და დაელოდეთ კანს შეშრეს არაუმეტეს 20 წამისა.
- დამატენინებელი წაუსვით ბავშვს ოდნავ სველ კანზე, აბაზანის შემდგომ რათა შეინარჩუნოს ტენიანობა.
7. განკურნებადია თუ არა ატოპიური დერმატიტი?
- პაციენტების უმრავლესობას დროული მკურნალობით გასდის სკოლამდელ ასაკში.
- გარკვეულ ნაწილს უგრძელდება გარდატეხის ასაკის პერიოდამდე და შემდეგ გასდის, მხოლოდ მცირე ნაწილს აღენიშნება მოზრდილთა ასაკშიც.
FB: https://web.facebook.com/allergycentergeorgia/
ტელ: 0322 52 05 33
მის: 2/6 ლუბლიანას ქ. თბილისი
თემები: მშობლები, ბავშის აღზრდა, რჩევები, ბავშვები, ალერგია, ალერგიის ცენტრი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია