ჯანმრთელობა

რაზე მიგვანიშნებს ბავშვთა ასაკში წითელი ლოყები?

რაზე მიგვანიშნებს ბავშვთა ასაკში წითელი ლოყები?

ხშირად, ბავშვთა ასაკში, ლოყების არეში სიწითლისა და სიმშრალის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი ატოპიური დერმატიტია. გთავაზობთ 7 კითხვას, რომელიც TREND-მა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგს - ნინო ლომიძეს დაუსვა, წაიკითხეთ და გაიგეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბავშვთა ალერგიის შესახებ.

1. რა არის ატოპიური დერმატიტი?

ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ვლინდება ბავშვთა ასაკში შემდეგი ნიშნებით:

  • ლოყების ან/და კიდურების გამშლელი ზედაპირების სიწითლითა და სიმშრალით.
  • ქავილით, რომელიც განსაკუთრებით შემაწუხებელია საღამოს საათებში.
     

2. რა ასაკში იწყება ატოპიური დერმატიტი?

  • პირველი გამოვლინება ძირითადად 0-2 წლამდე ასაკშია, თუმცა შესაძლებელია ცოტა მოგვიანებით 5 წლამდე ასაკშიც გამოვლინდეს.




რაზე მიგვანიშნებს ბავშვთა ასაკში წითელი ლოყები?

3. რა იწვევს ატოპიური დერმატიტის განვითარებას?

  • ატოპიური დერმატიტის განვითარებას იწვევს კანის ზედაპირულ შრეში არსებული ცილა „ფილაგრინის“ არასრულფასოვანი სინთეზი.
  • ცილა „ფილაგრინი“ ქმნის კანის მტკიცე ბარიერს, ხელს უწყობს კანში წყლის შეკავებას და იცავს გარემოში არსებული სხვადასხვა გამღიზიანებლებისგან.
  • ცილა „ფილაგრინის“ არასრულფასოვანი, დარღვეული სინთეზის დროს კანის ბარიერი ირღვევა, კანის ზედაპირული შრიდან აქტიურად იკარგება წყალი.
  • შედეგად კანი შრება, ვითარდება ქავილი, სიწითლე და საბოლოოდ დერმატიტი.
     

4. რამდენად შესაძლებელია საკვებმა გაამწვავოს ატოპიური დერმატიტი?

დიახ, საკვები ხშირად არის ატოპიური დერმატიტის გამამწვავებელი ფაქტორი, განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი პროდუქტები:

  • ძროხის რძე
  • ქათმის კვერცხი
  • მარცვლეული
  • სოიო
  • თხილი,ნიგოზი, არაქისი
  • შოკოლადი
  • თაფლი
  • ფერადი კამფეტები და ა.შ

5. რატომ უნდა მივაკითხოთ დროულად ალერგოლოგს?

  • დროულად დაინიშნოს სწორი მკურნალობის კურსი, დაავადების უფრო რთულ ფორმაში გადასვლამდე.
  • გამწვავების დროს სწორედ შეირჩეს სამკურნალო მალამოები.
  • გამწვავების დროს სწორედ დაინიშნოს ქავილის საწინააღმდეგო ანტიალერგიული მედიკამენტები.
  • სწორედ შეირჩეს კანის დასაბანი და დამატენიანებელი საშუალებები.
  • გაირკვეს რა საკვები ამძაფრებს ატოპიური დერმატიტის მიმდინარეობას და მის საფუძველზე სწორედ დაინიშნოს ჰიპოალერგიული დიეტა.

6. რა რეკომედაციები უნდა დაიცვან ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებმა?


  • არ დაბანოთ ბავშვი ძალიან ცხელი წყლით
  • სასურველია დაბანის ხანგრძლივობა 10-15 წთ-ს არ აღემატებოდეს, რომ კანი ზედმეტად არ დალბეს და გამოშრეს
  • დაბანა უმჯობესია ჰიპოალერგიული უსაპნო თხევადი საპნით
  • დაბანის შემდეგ შეამშრალეთ ბავშვი პირსახოცით და დაელოდეთ კანს შეშრეს არაუმეტეს 20 წამისა.
  • დამატენინებელი წაუსვით ბავშვს ოდნავ სველ კანზე, აბაზანის შემდგომ რათა შეინარჩუნოს ტენიანობა.
რაზე მიგვანიშნებს ბავშვთა ასაკში წითელი ლოყები?




7. განკურნებადია თუ არა ატოპიური დერმატიტი?

  • პაციენტების უმრავლესობას დროული მკურნალობით გასდის სკოლამდელ ასაკში.
  • გარკვეულ ნაწილს უგრძელდება გარდატეხის ასაკის პერიოდამდე და შემდეგ გასდის, მხოლოდ მცირე ნაწილს აღენიშნება მოზრდილთა ასაკშიც.




FB: https://web.facebook.com/allergycentergeorgia/

ტელ: 0322 52 05 33

მის: 2/6 ლუბლიანას ქ. თბილისი