რჩევები მოგზაურებს - მსოფლიოს 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ
- 06.02.2018
1. დანია - კოპენჰაგენტში ვიზიტისას გარდა იმისა, რომ ქალაქის ულამაზესი ხედები მოგხიბლავთ, ასევე ის დააკმაყოფილებს თქვენს კულინარიულ ინტერესებს. განსაკუთრებით სასიამოვნო ამ ქვეყნის ნახვა იმ ადამიანებისთვის იქნება, რომლებიც კულინარიით არიან დაინტერესებულნი.
2. შვეიცარია - ეს არის ქვეყანა, რომელიც შეგიძლიათ მატარებლით შემოიაროთ. ოღონდ დარწმუნდით, რომ ფანჯარასთან მოგიწევთ დაჯდომა. დატკბებით ულამაზესი ხედებით და ის თქვენი ინსპირაციის წყარო გახდება.
3. ისლანდია - შთამბეჭდავი ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ლანდშაფტით. აქ ნახავთ, მთების, ტბების, ულამაზესი ბუნებრივი ლაგუნების ერთობლიობას.
4. ნორვეგია - ეს ქვეყანა ბუნების მოყვარულებს შთამბეჭდავ სანახაობას სთავაზობს. დატკბებით ულამაზესი ხედებით. ნორვეგიას ტურისტები ხშირად უწოდებენ სამოთხეს დედამიწაზე.
5. ფინეთი - თუ გიყვართ ვარსკვლავების ცქერა, ფინეთი გელოდებათ. არსად არაა ისეთი ლამაზი ცა და არსად კაშკაშებენ ვარსკვლავები ისე, როგორც ფინეთში.
6. კანადა - ტორონტოს თანამედროვე ქუჩებთან ერთად, კანადაში დამთვალიერებელს ბუნების ულამაზესი ხედების ნახვაც შეუძლია.
7. ჰოლანდია - დაიქირავეთ ველოსიპედი და შემოიარეთ მთელი ამსტერდამი. ეს ქვეყანა მოგზაურებს საოცარ თავგადასავალს ჰპირდება.
8. ახალი ზელანდია - თუკი ახლის აღმოჩენა, რაიმე განსხვავებულის ნახვა და ახალი, დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღება გსურთ, ახალ ზელანდიას უნდა ეწვიოთ.
9. ავსტრალია - განსაკუთრებული ადგილია სერფინგის მოყვარულებისთვის. შესაძლოა, სწორედ აქ აღმოაჩინოთ, რომ სერფინგი თქვენი განუყოფელი ნაწილია. ნოოსას სანაპიროზე ტალღები სახიფათო არ არის, ამიტომაც ნებისმიერს შეუძლია ძალები მოსინჯოს და ახალი გატაცება იპოვნოს.
10. შვედეთი - სტოკჰოლმის ხმაურიანი ქუჩები აუცილებლად უნდა ნახოთ, მაგრამ შვედეთში ვიზიტისას, არ დაივიწყოთ ამ ქვეყნის პატარა ქალაქებიც, მაგალითად, სიგტუნა და მარსტრანდი. ეს ისტორიული ქალაქები თქვენი ინსპირაციის წყარო გახდება.
თემები: მოგზაურობა, ქვეყანა, მოგზაური
<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია