LIFE

4 ნიშანი იმისა, რომ „მას“ თქვენთან ურთიერთობა არ სურს

4 ნიშანი იმისა, რომ „მას“ თქვენთან ურთიერთობა არ სურს

ადამიანი თავს კარგად მაშინ გრძნობს, როცა ურთიერთობაში ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ ზოგჯერ გაურკვეველ ურთიერთობაში ვართ. ვერ ვიგებთ ვუყვარვართ თუ არა ადამიანს, რომელიც პოტენციურ პარტნიორად მიგვაჩნია. არ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ.

თუ ყურადღებით იქნებით, მის ქცევებს კარგად დააკვირდებით, აუცილებლად ამოიცნობთ ნიშნებს იმისას უყვარხართ თუ - არა. თუ ხედავთ, რომ რეალურად ის თქვენით დაინტერესებული არ არის, სჯობს, მასზე ფიქრს თავი დაანებოთ.

თერაპევტი და ურთიერთობების ექსპერტი, ვანესა პერი, გამოყოფს 4 მთავარ ნიშანს, რომლებიც ინდიკატორია იმისა, რომ „მას“ არ უყვარხართ:

1. დიდხანს გალოდინებთ და უყურადღებოდ გტოვებთ. ამას აკეთებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე - თუ აღმოაჩინეთ, რომ საათების განმავლობაში, ან დღეების განმავლობაში არ დაგირეკათ, არც „მესიჯი“ მოგწერათ, ეს მკაფიო ნიშანია იმისა, რომ საერთოდ არ აინტერესებთ. 

4 ნიშანი იმისა, რომ „მას“ თქვენთან ურთიერთობა არ სურს

„ყველა დაკავებულია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ ხოლმე დროს იმისთვის, რაც მნიშვნელოვანია“, - ამბობს ვანესა პერი.

2. როცა თქვენ გვერდითაა, გრძნობთ, რომ სხვა რამეზე ფიქრობს - არ შორდება ტელეფონს, სხვა რაღაცებზე გადააქვს ყურადღება. არაფერს გეკითხებათ, არ აინტერესებს თქვენი საქმეები. ეს კიდევ ერთი ნათელი ნიშანია იმისა, რომ მას სრულებით არ აინტერესებთ.

4 ნიშანი იმისა, რომ „მას“ თქვენთან ურთიერთობა არ სურს

ამ შემთხვევაში ტყუილად კარგავთ დროს. სჯობს, შეეშვათ ასეთ ადამიანზე ფიქრს და სხვა იპოვნოთ.

3. სექსუალურად არ იზიდავთ - ფიზიკური კავშირი ერთ-ერთი მთავარი ნაწილიაურთიერთობაში, მაგრამ თუ ვერ გრძნობთ, რომ მოხიბლულია თქვენით, თუ ვერ გრძნობთ ფიზიკურ ლტოლვას მისგან, ეს მიუთითებს, რომ ურთიერთობაში პრობლემებია. 

4 ნიშანი იმისა, რომ „მას“ თქვენთან ურთიერთობა არ სურს

რა თქმა უნდა, მას თქვენში მხოლოდ სექსი არ უნდა აინტერესებდეს, მაგრამ თუ ხედავთ, რომ ამ კუთხით სრულებით არ იზიდავთ, ეს ნიშანვს, რომ საერთოდ არ აინტერესებთ.

4. ამჩნევთ, რომ ცდილობს როგორღაც თავი დაგაღწიოთ - თუ ატყობთ, რომ თქვენ გვერდით ყოფნის ნაცვლად, შანსს არ უშვებს ხელიდან, თქვენგან წავიდეს, ამბობს, რომ რაღაც საქმე აქვს, ცუდი ნიშანია. ურთიერთობის ექსპერტი ამბობს, რომ ამ დროს ის უბრალოდ ცდილობს, თავი დააღწიოს თქვენგან, რადგანაც სრულებით არ აინტერესებთ. 

4 ნიშანი იმისა, რომ „მას“ თქვენთან ურთიერთობა არ სურს

რატომ უნდა დაკარგოთ დრო ასეთი ადამიანის გვერდით და იმაზე ოცნებით, რომ ოდესმე სათანადო ყურადღებას მოგაქცევთ?! ნუ გაიმხნევებთ თავს ფუჭი იმედებით. სჯობს, რეალობას თვალი გაუსწოროთ და იპოვნოთ ისეთი პარტნიორი, რომელსაც ნამდვილად ეყვარებით.



<a href="http://guestofaguest.com">http://guestofaguest.com</a>