სტილი

მზად ხართ გაზაფხულისთვის? – 10 რამ, რაც 2018 წლის გაზაფხულზე გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ

1. აუცილებლად უნდა გქონდეთ ლავანდისფერი სამოსი - ეს განსაკუთრებული ფერია, არც იისფერი და არც ცისფერი, ერთგვარია შუალედია ამ ორს შორის და 2018 წლის გაზაფხულის ყველაზე ტრენდული ფერია. ის სამოსს უფრო რომატიკულ ელფერს აძლევს. თუ გასულ წელს 90-იანებისთვის დამახასიათებელი მკვეთრი ვარდისფერი იყო მოდური, ახლა მას ლავანდისფერი ჩაანაცვლებს.

მზად ხართ გაზაფხულისთვის? – 10 რამ, რაც 2018 წლის გაზაფხულზე გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ

2. ტრენდულია სამოსი, რომელსაც შემოქმედებითი ხელი ატყვია - ზოგადად, ხელოვნება და მოდა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და განსაკუთრებით 2018 წელს არის ეს თვალშისაცემი. გაზაფხულზე მოდური იქნება სხვადასხვა პრინტით გაფორმებული ფერადი სამოსი.

მზად ხართ გაზაფხულისთვის? – 10 რამ, რაც 2018 წლის გაზაფხულზე გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ

3. ტრენდული იქნება ე.წ. კუბოკრული ფაქტურის სამოსი და ასევე ფეხსაცმელი - ასეთმა სამოსმა უკვე დაიპყრო სხვადასხვა მოდის კვირეულებზე პოდიუმი და მოდის კრიტიკოსების აზრით, ის გაზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია იქნება.

მზად ხართ გაზაფხულისთვის? – 10 რამ, რაც 2018 წლის გაზაფხულზე გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ

4. თხელი, გაზაფხულის პალტო ქამრით - განსაკუთრებით მოდაში კი, გრძელი სტილი იქნება.

მზად ხართ გაზაფხულისთვის? – 10 რამ, რაც 2018 წლის გაზაფხულზე გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ

5. მოდას უბრუნდება ფოჩებიანი სამოსი და ჩანთები - მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს სეზონის ყველაზე მხიარული ტრენდი იქნება.

მზად ხართ გაზაფხულისთვის? – 10 რამ, რაც 2018 წლის გაზაფხულზე გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ

6. ტრენდული იქნება წელზე გასაკეთებელი კომფორტული პატარა ჩანთები - შესაძლებელი იქნება ასევე ამ ჩანთის მხარზე გადაკიდებაც. 2017 წლის დასაწყისში ასეთი ჩანთებით შენიშნეს ქენდალ ჯენერი, ბელა ჰადიდი, რიჰანა. 2018 წლის გაზაფხულზე კი, ეს ჩანთები განსაკუთრებით აქტუალური გახდება.

მზად ხართ გაზაფხულისთვის? – 10 რამ, რაც 2018 წლის გაზაფხულზე გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ

7. ტრენდული იქნება სამოსი ყვავილების პრინტით -გაზაფხული მსგავსი სამოსის გარეშე წარმოუდგენელიც კია.

მზად ხართ გაზაფხულისთვის? – 10 რამ, რაც 2018 წლის გაზაფხულზე გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ

8. რაც შეეხება სავარჯიშო, სპორტულ სტილს, 80 და 90-იანების მოდა ბრუნდება - ამ გაზაფხულს რესტროს სტილის სპორტული სამოსი შეგიძლიათ მოირგოთ.

მზად ხართ გაზაფხულისთვის? – 10 რამ, რაც 2018 წლის გაზაფხულზე გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ

9. მოდური იქნება პლასტმასის გამჭვირვალე სამოსი - „კალვინ კლეინი“, „ვალენტინო“ და „შანელი“ სწორედ ასეთ სამოსს სთავაზობენ მოდურ ქალებს. მარტივი და ელეგანტური - ასე აფასებენ მსგავს სამოსს მოდის კრიტიკოსები.

მზად ხართ გაზაფხულისთვის? – 10 რამ, რაც 2018 წლის გაზაფხულზე გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ

10. ტრენდულია მუქი ფერის ჯინსები - ჯინსი რა თქმა უნდა აქტუალობას არ კარგავს. წელს გაზაფხულზე მუქი ფერის ჯინსის სამოსი იქნება მოდაში

მზად ხართ გაზაფხულისთვის? – 10 რამ, რაც 2018 წლის გაზაფხულზე გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ

<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>