LIFE

„სექსი დიდ ქალაქში“ - ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზები

„სექსი დიდ ქალაქში“ - ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზები

ქერი, შარლოტა, სამანტა და მირანდა – ამ პერსონაჟების გარეშე, შესაძლოა, ვერასოდეს გაგვეგო, როგორია, იყო გოგონა ნიუ-იორკიდან და როგორია ცხოვრება და სექსი დიდ ქალაქში. ისინი იქცნენ ჩვენს მეგობრებად, მათთან ერთად გვიყვარდა, მათთან ერთად ვუმკლავდებოდით სირთულეებს, მათთან ერთად ვშოპინგობდით და ვცხოვრობდით მათი ქაოსური ცხოვრებით.

იყო წარმატებული ქალი, იმ გამოცდასავითაა, რომლის ჩაბარებაც რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. პერსონაჟები, თავიანთი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალურობით, გვასწავლიან, რომ:

10. ხანდახან ფეხსაცმელი უფრო გვიყვარს, ვიდრე ადამიანები

„სექსი დიდ ქალაქში“ - ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზები

დიდი სიახლე არ უნდა იყოს ის, რომ ხანდახან მოდური კოლექციები, დახვეწილი ფეხსაცმელები და ჩანთები უფრო გვიყვარს, ვიდრე ადამიანები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს პერსონაჟები სწორედ ამ საშუალებებით ცდილობენ, დაივიწყონ თავიანთი პრობლემები. შოპინგი ზოგჯერ მართლაც უდავოდ სასიამოვნოა!

9. მარტოობა ნორმალურია

„სექსი დიდ ქალაქში“ - ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზები

პერსონაჟები თავიანთი ურთიერთობებით, განშორებებით, მარტოობაში გატარებული ღამეებით, მაღლა და დაბლა სვლებით, გვაჩვენებენ, რომ არ არსებობს არავინ, საკუთარი თავის გარდა, ვინც თავს სრულყოფილ ქალად გვაგრძნობინებს. თუ თქვენი პარტნიორი ბედნიერებასა და სრულფასოვნების განცდას არ განიჭებთ, უნდა გეყოთ ძალა, დაამთავროთ მასთან ურთიერთობა. საკმარისად დამოუკიდებელი ხართ იმისთვის, რომ თავად გადაწყვიტოთ, როგორ იცხოვროთ და სხვა საკითხებზეც თავად გახდეთ პასუხისმგებელი. თუ მარტოობა გჭირდებათ რაიმეს თავიდან დასაწყებად, ამის გაკეთება არასოდესაა გვიანი. რეალიზებისა და სრულფასოვნებისთვის მამაკაცი და ურთიერთობა აუცილებელი არ არის.

8. არასოდეს დასთანხმდეთ იმაზე ნაკლებს, ვიდრე ელით

„სექსი დიდ ქალაქში“ - ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზები

ნიუ-იორკელი ოთხი ქალბატონი - ქერი, სამანტა, შარლოტა და მირანდა - გვასწავლის, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ოცნებების ასახდენად და არასოდეს დავნებდეთ. ყველა ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და არასოდეს შევწყვიტოთ მიზნისკენ სწრაფვა.

7. ყველაფრით კმაყოფილება უტოპიაა

„სექსი დიდ ქალაქში“ - ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზები

რაღაც ყოველთვის დაგვაკლდება, რაღაცას ყოველთვის გამოვტოვებთ. მაშინვე, როგორც კი ვხვდებით, რომ ოცნება ავიხდინეთ, იმაზე ფიქრს ვიწყებთ, სხვა რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ უფრო ბედნიერები ვიყოთ? და ამის შემდეგ, კიდევ მეტყვით, რომ ცხოვრება მუდმივი ძიების პროცესი არ არის?

6. ხანდახან სამანტად ყოფნაც ნორმალურია

„სექსი დიდ ქალაქში“ - ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზები

ზოგჯერ საჭიროა პირველ ადგილზე დააყენოთ და ნებისმიერ ფასად აქციოთ საკუთარი თავი ბედნიერ ქალად. ასევე, საკმაოდ ნორმალურია, მისცეთ თავს იმდენის უფლება, ან მოიქცეთ ისე, როგორც მხოლოდ სამანტა ჯონსი მოიქცეოდა.

5. არ არის აუცილებელი, იგი იდეალური იყოს

„სექსი დიდ ქალაქში“ - ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზები

მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთვის იყოს იდეალური. ნუ დაელოდებით „თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს“, თორემ, შესაძლოა, იმ ერთადერთის პოვნის შანსი ხელიდან გაუშვათ. გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთები არასოდეს მოდიან თეთრი ცხენით.

4. ნამდვილი სიყვარული? – შენი მეგობრები

„სექსი დიდ ქალაქში“ - ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზები

მამაკაცის გამო ტირილი სისულელეა. ისიც სისულელეა, იფიქროთ, რომ არასოდეს იქნებით ბედნიერი, რომ ვერასოდეს გაიგებთ, როგორია ნამდვილი სიყვარული, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გყავთ შეყვარებული. ყველაზე ხშირად ადამიანები, რომლებიც დახმარების ხელს გვიწვდიან, ჩვენი მეგობრები არიან. არასოდეს უნდა მივცეთ მამაკაცებს უფლება, ჩადგნენ ამ მტკიცე კავშირებს შორის.

3. სიყვარულის გარეშე სექსი კარგია, მაგრამ სიყვარულით უკეთესია

„სექსი დიდ ქალაქში“ - ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზები

ქერი ბრედშოუ, ისევე როგორც დანარჩენი პერსონაჟები, გვასწავლიან, რომ სექსი არც საშინელებაა და არც დანაშაული. ისინი გვაჩვენებენ, რომ სექსის მიმართ თავისუფალი დამოკიდებულება სწორია და ადასტურებენ, რომ სექსი ყოველთვის საუკეთესო იდეაა!

2. იყო განსხვავებული, ნორმალურია

„სექსი დიდ ქალაქში“ - ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზები

სრულიად ნორმალურია, გქონდეთ მოკლე თმა და მუდმივად მომდგარ ჯინსს ატარებდეთ. ყოველთვის ნორმალურია, აკეთოთ და ჩაიცვათ ის, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობთ.

1. ყველაფრის გაგება არ არის აუცილებელი

„სექსი დიდ ქალაქში“ - ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზები

საუკეთესო მეგობრობისთვის ყველა წვრილმანის გაგება და ყველაფერზე ერთნაირი შეხედულების არსებობა აუცილებელი არ არის. გაცილებით დიდი მეგობრობა ისაა, როცა თქვენს მეგობარს პირდაპირ მიუთითებთ არასწორ ქმედებებზე. მეგობრები დააფასებენ თქვენს გულწრფელობას და ყოველთვის ეცოდინებათ, რომ თქვენი რჩევები მათთვის სასიკეთოა.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.careergirldaily.com/10-life-lessons-learned-sex-city/">www.careergirldaily.com</a>