ჰოროსკოპი

როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

სხვადასხვა სამსახურებში აბსოლუტურად განსხვავებულ ბოსებთან გვიწევს ურთიერთობა. უფროსი შეიძლება იყოს მეგობრული, უხეში, ან თანამშრომლებთან არ ჰქონდეს ახლო ურთიერთობა.

ზოგიერთი თანამშრომლებს ყოველთვის ეხმარება სამსახურებრივი საქმიანობის დროს, ზოგიერთი კი, არ ერევა მათი საქმიანობის პროცესში - უბრალოდ, დავალებას მისცემს და მისი შესრულების ვადას დაუწესებს.

ასტროლოგი ოფირა ედუტი განმარტავს, თუ როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

1. ვერძი - მან ყოველთვის უკეთ იცის, რა არის კარგი, ისინი გაძლევენ ძალიან ბევრ სამუშაოს და ყოველთვის გეუბნებიან რა გააკეთეთ არასწორად. მათ უყვართ მბრძანებლობა. თითქმის არასოდეს უშვებენ შეცდომას. ამის გამო ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას. ისინი სამსახურის ყველა რგოლთან თანამშრომლობენ და იციან, ვინ რას აკეთებს. „ფლეიბოის“ დამაარსებელი ჰიუ ჰეფნერი ვერძი იყო, მას დაბადების დღე 9 აპრილს ჰქონდა.

როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

2. კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის ბოსები მენეჯერული უნარებით გამოირჩევიან. „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი 14 მაისს დაიბადა და მისი ზოდიაქო კუროა. კურო უფროსები მაღალ სტანდარტებს აწესებენ, საოცრად შრომისმოყვარეები არიან, ხედავენ შრომისმოყვარე თანამშრომლებს და მათ დაწინაურების შანსს აძლევენ.

როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

3. ტყუპები - ზოდიაქოს ამ ნიშნის უფროსები ყველგან არიან, სამსახურის ყველა რგოლის საქმეს ზედმიწევნით კარგად სწავლობენ. Yahoo-ს ხელმძღვანელის, მარისა მეიერის ზოდიაქოს ნიშანი ტყუპებია. მისი დაბადების დღე 30 მაისსაა. ტყუპი ხელმძღვანელები თანამშრომლებს ბევრს ამუშავებენ. ისინი აზრს სხვადასხვა საკითხებზე ხშირად იცვლიან. მოითხოვენ თანამშრომლისგან, რომ ერთდროულად ბევრ საქმეს გაუმკლავდნენ. როცა ხედავენ, რომ რაღაც შეეშალათ და თანამშრომლის მიმართ არასწორად მოიქცნენ, ამას ძალიან ნანობენ და ცდილობს გამოასწორონ.

როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

4. კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნის უფროსს გვერდით ერთგული და სანდო თანამშრომლები სჭირდება. ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნითაა დაბადებული. კირჩხიბი უფროსები ძალიან კეთილები და სამართლიანები არიან. მათ გუნდში ყოველთვის ოჯახური გარემოა. თუ კირჩხიბი უფროსი გყავთ, სამსახური სახლივით საყვარელი ადგილი იქნება თქვენთვის. თუ ეძებთ სამსახურს, საიდანაც წამოსვლა არ მოგინდებათ, უნდა იპოვნოთ ისეთი სამსახური, სადაც კირჩხიბი უფროსი გეყოლებათ.

როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

5. ლომი - ისინი მხიარული უფროსები არიან. რეჟისორ ჯეიმს კამერონის დაბადების დღე 19 აგვისტოსაა, შესაბამისად, მისი ზოდიაქოს ნიშანი ლომია. ლომ ბოსებს უყვართ თანამშრომლებთან ერთად გასართობად წასვლა, დალევა და საყიდლებზე სიარულიც კი. ისინი ცდილობენ, რომ მცირე ბიზნესი მალე ნამდვილ იმპერიად აქციონ. მათ სჭირდებათ თანამშრომლებისგან პატივისცემა და ყურადღება. მისი რაიმეში დარწმუნება ძალიან რთულია. შესაძლოა შესანიშნავი იდეა გქონდეთ, მაგრამ მყარი არგუმენტებით თუ არ დაარწმუნებთ, თუ რატომაა კარგი ესა თუ ის იდეა, შესაძლოა, საერთოდ არ მიაქციონ ყურადღება.

როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

6. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ბოსები მაღალ სტანდარტებს აწესებენ. ქალწული უფროსია უორენ ბაფეტი. ისინი სამსახურს მთელ ცხოვრებას უძღვნიან. თქვენ კი არ გავალებენ ყელაფრის გაკეთებას, ამჯობინებენ თავად შეასრულონ საქმე. მათ სურს დარწმუნებულები იყონ, რომ საქმე აუცილებლად გაკეთდება. ისინი წარმოუდგენლად მაღალ სტანდარტებს აწესებენ, ამიტომაც ქალწული უფროსის გვერდით მუშაობა არც ისე მარტივია. მათ სურთ თანამშრომლებს სამუშაოს სპეციფიკის შესახებ ყველაფერი აუხსნან, ყველაფერში გაარკვიონ, ამ მიზნით ხშირად აწყობენ შეხვედრებს. გამორჩეულად შრომისმოყვარე და კარგი თანამშრომლებისთვის ჯილდოებიც არ ენანებათ.

როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

7. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები კომუნიკაციის უნარით გამოირჩევიან. სასწორია რასელ სიმონსი. სასწორი უფროსები აუცილებლად მოგილოცავენ დაბადების დღეს, არ დაავიწყდებათ მოიკითხონ თქვენი ოჯახი, დაინტერესდებიან თქვენი პრობლემებით და აუცილებლად დაგეხმარებიან, თუ შეუძლიათ. ისინი ძალიან გულუხვები და სასიამოვნო ბოსები არიან, მაგრამ შეიძლება სამსახურში ცოტა ქაოსი ჰქონდეთ. ისინი არიან უფროსები, რომლებმაც შეიძლებაყველაზე ბინძური საქმე გაგაკეთებინონ, მაგრამ ამისთვის ისე დაგაჯილდოვებენ, რომ საერთოდ არ გაგახსენდებათ ის, თუ რა გააკეთეთ ცოტა ხნის წინ.

როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

8. მორიელი - ანა ვინტურის დაბადების დღე 3 ნოემბერსაა და შესაბამისად, ის მორიელია. ზოდიაქოს ამ ნიშნის ბოსები ერთგულებას ითხოვენ თანამშრომლებისგან. მათ ნდობას ადვილად ვერ მოიპოვებთ. მათ აუცილებლად ჰყავთ სამსახურში სანდო ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი და უნდა ეცადოთ, რომ ამ გუნდში თქვენც მოხვდეთ. ადამიანების მართვა სიამოვნებას ანიჭებთ. ისინი მარტივად ამჩნევენ ყველა შეცდომას, ყველა დეტალს.

როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

9. მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის უფროსები მუშაობენ იმისთვის, რომ შექმნან რაღაც ახალი. მშვილდოსანი იყო უოლტ დისნეი. მშვილდოსანი ბოსები ცდილობენ სიახლეები დანერგონ, იმუშაონ ახალ და განსხვავებულ პროექტებზე. მათ ისეთი საქმე უნდა ჰქონდეთ, რომ ხშირად უწევდეთ მოგზაურობა. ისინი საოცრად სპონტანურები არიან. თანამშრომლებს დამოუკიდებლად და თავისუფლად მუშაობის საშუალებას აძლევენ. ყველაფერში არ ერევიან და მათ კომფორტს უქმნიან.

როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

10. თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნითაა დაბადებული „ამაზონის“ დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი. თხის რქა უფროსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქმე წარ,ატებული იყოს. მათ სამსახურში მოტივირებული და შრომისმოყვარე ადამიანები სჭირდებათ. მათი მითითებები ზედმიწევნით სწორად უნდა შეასრულოთ.

როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

11. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს მოსწონთ კოლაბორაცია ადამიანებთან. მერწყულია ოპრა უინფრი, მისი დაბადების დღე 29 იანვარსაა. მერწყულები ძალიან მხიარულები და მოხერხებულები არიან. მათ უყვართ გუნდურად მუშაობა. ისინი დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით ხელმძღვანელობენ გუნდს.

როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

12. თევზები - ზოდიაქოს ამ ნიშნით იყო დაბადებული სტივ ჯობსი. მისი დაბადების დღე 24 თებერვალსაა. თუ გინდათ გყავდეთ უფროსი, რომელიც ყველა შესძლებლობას შეგიქმნით, მაშინ ისეთი სამსახური უნდა იპოვნოთ, რომელსაც თევზის ზოდიაქოს ნიშნის ბოსი ჰყავს. მათ არ მოსწონთ წოდება - ბოსი, უფროსი. მათ არ ახასიათებთ მბრძანებლური ტონი. როცა რაიმის გაკეთება სურთ, თხოვნით მოვლენ თქვენთან. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ სიმკაცრის გამოჩენა უწევთ, მაგრამ მზად არიან ბოდიში მოიხადონ.

როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?



<a href="http://www.thisisinsider.com">http://www.thisisinsider.com</a>