მშობლები

როგორ დაიცვათ თქვენი შვილის უსაფრთხოება - 7 პრინციპი ექიმ როშალისგან

როგორ დაიცვათ თქვენი შვილის უსაფრთხოება - 7 პრინციპი ექიმ როშალისგან

1. უსაფრთხო ძილი

როგორ დაიცვათ თქვენი შვილის უსაფრთხოება - 7 პრინციპი ექიმ როშალისგან

ბავშვს უნდა ეძინოს ზურგზე. ოფიციალური რეკომენდაციით ბავშვის მუცელზე წოლა, ზურგზე წოლით შეიცვალა. ამ ფაქტის შემდეგ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომისგან გამოწვეული სიკვდილიანობა, 3-ჯერ შემცირდა.

2. დახრჩობის პროფილაქტიკა

როგორ დაიცვათ თქვენი შვილის უსაფრთხოება - 7 პრინციპი ექიმ როშალისგან

· აუცილებლად დარწმუნდით იმაში, რომ საბავშვო სათამაშოები არ შეიცავს წვრილ ნაწილებს, რომლებიც ბავშვს შეუძლია მოხსნას და გადაყლაპოს.

· ბავშვების რაციონი არ უნდა შედგებოდეს მკვრივი კონსისტენციის მრგვალი ფორმის პროდუქტებისგან, ისეთების, როგორიცაა დაჭრილი სოსისი, თხილი, კარამელი, ყურძნისა და სიმინდის მარცვლები.

3. სახანძრო უსაფრთხოება

როგორ დაიცვათ თქვენი შვილის უსაფრთხოება - 7 პრინციპი ექიმ როშალისგან

· დამალეთ ბავშვისგან ასანთი და სანთებელა.

· გამორიცხეთ ბავშვის ყოფნა ცხელ ქურასთან. საჭმელი მოამზადეთ უკანა კანფორებზე, მომზადებული ცხელი კერძი კი დადგით ისეთ ადგილას, სადაც ბავშვი ვერ მიწვდება.

4. მოწამვლის საშიშროება

როგორ დაიცვათ თქვენი შვილის უსაფრთხოება - 7 პრინციპი ექიმ როშალისგან

· თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენმა ბავშვმა გადაყლაპა რაიმე საშიში ნივთიერება, არ ეცადოთ გამოიწვიოთ ღებინება ან მისცეთ პატარას წყალი ექიმის წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

· შეინახეთ წამლები და ვიტამინები მიუწვდომელ ადგილას.

· მცირე ზომის ელექტრონიკა და გაჯეტები, რომლებიც შეიცავენ ბატარეებს, შეინახეთ შორს ბავშვებისგან. ესენია - სიგნალიზაციის ბრელოკები, საათები, დისტანციური მართვის პულტები, ლაზერული ფანარები, ფარანი და მსგავსი საგნები.

5. წყალთან

როგორ დაიცვათ თქვენი შვილის უსაფრთხოება - 7 პრინციპი ექიმ როშალისგან

· მშობლების უმეტესობა დარწმუნებულია იმაში, რომ თუ ბავშვმა ცურვა ისწავლა, მას არ სჭირდება ყურადღება, როცა წყალშია. სინამდვილეში 10-დან 17 წლამდე ასაკის დამხრჩვალი ბავშვების 47 %-მა იცოდა ცურვა.

· ტრაგედიები წყალში, როგორც წესი, უხმოდ ხდება და არა უმეტეს 1 წუთის განმავლობაში. ამიტომ, როცა უყურებთ ბავშვს, არ გადაიტანოთ ყურადღება წიგნზე, ტელეფონზე და ა.შ.

6. ავტომობილში

როგორ დაიცვათ თქვენი შვილის უსაფრთხოება - 7 პრინციპი ექიმ როშალისგან

· ავტომობილში ბავშვს შეუძლია იჯდეს დიდების სავარძელში მხოლოდ მაშინ, თუ მისი სიმაღლე აღემატება 140 სმ, წონა კი 32 კგ-ზე მეტია. თუ პატარა უკვე დიდია გადასატანი საბავშვო სავარძლისთვის, მაგრამ ჯერ პატარაა დიდების სავარძლისთვის, საჭიროა გამოიყენოთ ბუსტერი (ავტოსავარძელი ზურგის გარეშე).

· საბავშვო ავტოსავარძლები 2 წლამდე ბავშვებისთვის უნდა დააყენოთ მანქანის მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

· თუ ბავშვი სარგებლობს დიდების სავარძლით, მან უნდა გაიკეთოს საშტატო უსაფრთხოების ღვედი. ღვედის ზედა ნაწილი უნდა გადიოდეს ბავშვის გულმკერდზე და მხარზე, და არა კისერზე, ქვედა ნაწილი კი უნდა იდოს თეძოზე, და არა კვეთდეს მუცელს.

7. ველოსიპედზე

როგორ დაიცვათ თქვენი შვილის უსაფრთხოება - 7 პრინციპი ექიმ როშალისგან

თუ ბავშვს ველოსიპედი, გორგოლაჭები ან სკეითბორდი უყიდეთ, აუცილებლად შეიძინეთ ჩაფხუტიც, ვინაიდან ეს არის ერთადერთი ეფექტურ საშუალება თავის ქალისა და ტვინის ტრავმის წინააღმდეგ.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>