LIFE

არომატის სამყარო - პარფიუმერის 8 საიდუმლო, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

არომატის სამყარო - პარფიუმერის 8 საიდუმლო, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

1. აირჩიეთ სუნამო მხოლოდ კარგ განწყობაზე

არომატის სამყარო - პარფიუმერის 8 საიდუმლო, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

მანამ, სანამ მაღაზიაში წახვალთ სუნამოს შესაძენად, მოუსმინეთ საკუთარ თავს. თუ გრძნობთ, რომ გაციების ნიშნები გაქვთ ან თავი გტკივათ, უკეთესია არომატული შოპინგი სხვა დროისთვის გადადოთ.

2. მიეცით არომატს დრო

არომატის სამყარო - პარფიუმერის 8 საიდუმლო, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

სუნამოს გასინჯვის დროს, დაიტანეთ ის უშუალოდ კანზე და ცოტახანს დაიცადეთ. საქმე იმაშია, რომ შესხურების შემდეგ არომატის კონცენტრაცია ძალიან მაღალია. 5 წუთი - ოპტიმალური დროა, რომ თქვენ სრულად შეძლოთ შეაფასოთ მისი სუნი.

3. ნუ გეშინიათ იგრძნოთ არომატი საკუთარ თავზე

არომატის სამყარო - პარფიუმერის 8 საიდუმლო, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ქალების დიდი ნაწილი დარწმუნებულები არიან, რომ თუ არომატს საკუთარ თავზე გრძნობენ, ესე იგი არ უხდება მათ. ეს მითი დაანგრიეთ, რათა რეალურად თუ არომატს გრძნობთდა მისგან სიამოვნებას იღებთ - ეს შესანიშნავია.

4. შეისხურეთ სუნამო მხოლოდ კანზე

არომატის სამყარო - პარფიუმერის 8 საიდუმლო, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

დღის განმავლობაში ჩვენი სამოსი გარემოდან დიდი რაოდენობით სუნს იღებს, რომლებსაც პარფიუმთან ურთიერთმოქმედებაში შეუძლიათ რადიკალურად შეცვალონ მისი სურნელი. ამიტომ, იმისათვის რომ მაქსიმალურად ზუსტად შეაფასოთ არომატი, დაიტანეთ ის მხოლოდ კანზე.

5. დაიცავით ზომიერება

არომატის სამყარო - პარფიუმერის 8 საიდუმლო, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

პარფიუმი უნდა გამოიყენოთ არა უმეტეს 1-2-ჯერ დღეში. ზოგიერთები სუნამოს სამსახურიდან გამოსვლის წინ ან მნიშვნელოვან შეხვედრამდე იყენებენ. ასეთ სიტუაციებში უნდა გახსოვდეთ ის ადამიანები, ვინც თქვენს გარშემოა. ზედმეტად მძაფრმა სურნელმა შეიძლება თქვენი მოსაუბრე უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს.

6. გამოიყენეთ სუნამოს შესხურების სხვადასხვა ხერხი

არომატის სამყარო - პარფიუმერის 8 საიდუმლო, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

თუ გინდათ, რომ არომატს ჰქონდეს ძალა, შეისხურეთ კისერზე და თმაზე. ასევე შეიძლება შეასხუროთ სუნამო ჰაერში და გაიაროთ შექმნილ „ღრუბელში“.

7. დაიცავით შენახვის წესები

არომატის სამყარო - პარფიუმერის 8 საიდუმლო, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეინახოთ სუნამო. იდეალური ვარიანტია - ბნელი და გრილი ადგილი, მაგრამ აუცილებლად ღია ჰაერზე. თუ გეჩვენებათ, რომ სუნამომ სურნელი შეიცვალა, შეინახეთ მაცივარში. +5 გრადუსზე იცვლება მოლეკულების მოძრაობის სიჩქარე და ნოტებს, რომლებსაც ვეღარ გრძნობდით, ისევ იგრძნობთ.

8. არ შეიზილოთ სუნამო შესხურების შემდეგ

არომატის სამყარო - პარფიუმერის 8 საიდუმლო, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ბევრი ქალი, როდესაც სუნამოს მაჯაზე ისხურავს, ჩვევად აქვს მაჯები ერთმანეთს გაუსვას, ისინი ფიქრობენ, რომ არომატი უკეთესად აღწევს კანში. ეს მცდარი აზრია, რადგან ხახუნის გამო არომატი „ტყდება“ და მისი სურნელი იცვლება.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>