თბილისში პირველი თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორანი ”ანდროპოვის ყურები” გაიხსნა
- 27.02.2018
თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე, ახალი რესტორანი ”ანდროპოვის ყურები” გაიხსნა. ეს არის სრულიად განსხვავებული, ახალი, საინტერესო, უმაღლესი დონის რესტორანი, რომელიც ყველანაირი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. ”ანდროპოვის ყურები” არის თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორანი, თუმცა შესაძლებელია, როგორც საქონლის საუკეთესო ხორცის, ისე ქათმისა და ვეგეტარიანული კერძების დაგემოვნება. ეს არის პირველი რესტორანი საქართველოში, რომელიც სტუმრებს ატლანტიკის ოკეანის თევზეულის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. იქნება ეს, ევროპული ლობსტერები, კიბორჩხალები, წითელი კრევეტები, მოლუსკები თუ ზღვის სხვა პროდუქტები.
რესტორნის უმაღლეს ხარისხს, განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქტებისა და კერძების გარდა, ხაზს უსვამს მისი ინტერიერი, რომელზეც ცნობილმა ფრანგულმა კომპანიამ Gilles & Bossier-მა იმუშავა. ბრენდი მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებისა და სასტუმროების დიზაინს აკეთებს. საერთო კონცეფციის ნაწილია პერსონალის ვიზუალიც და ყველაფერი სხვა, რაც რესტორნის შემადგენლობას წარმოადგენს, ავეჯით დაწყებული და ჭურჭლით დამთავრებული.
რესტორნის განკარგულებაშია ბარი და ტერასა, თბილისის არაჩვეულებრივი ხედებით, რომლითაც საუკეთესო კლასიკური კოქტეილებითა და ქართული ღვინით ხელში შეგიძლიათ დატკბეთ. თუმცა, მთავარი, რაც ”ანროპოვის ყურებში” მიგიყვანთ, რა თქმა უნდა განსაკუთრებული მენიუა, რომელსაც ევროპელი მზარეულები, თევზის ევროპელი სპეციალისტები, სახელგანთქმული ირაკლი თოდაძის ხელმძღვანელობით გვთავაზობენ.
თემები: რჩევები, კულინარია, რესტორნები, ანროპოვის ყურები, ზღვის პროდუქტები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია