სახიფათო დაავადებების 7 ნიშანი, რომლებსაც ქალების უმეტესობა უყურადღებოდ ტოვებენ
- 26.02.2018
სხვადასხვა სახიფათო დაავადების ნიშნები ზოგჯერ მკვეთრად გამოხატულია, მაგრამ ქალების უმეტესობა ამ ნიშნებს უგულებელყოფს. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ დაავადების ადრეული გამოვლენა მისი დამარცხების შანსს ზრდის.
ვნახოთ, სახიფათო დაავადებების ნიშნები, რომლებსაც უყურადღებოდ ვტოვებთ:
7. გახშირებული შარდვა - ეს შეიძლება თირკმლის პრობლემაზე, ან შარდის ბუშტის პრობლემაზე მიუთითებდეს. შესაძლოა, გამოწვეული იყოს ჰორმონალური დისბალანსით, ან მიუთითებდეს ვაგინალური მიკროფლორის დარღვევაზე.
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ პრობლემა გაქვთ:დღის განმავლობაში ტუალეტში 4-დან ათამდე ვიზიტი დასაშვებია და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის წყალი მიიღეთ. თუ შენიშნეთ, რომ უფრო ხშირად გინდებათ მოშარდვა, ექიმს უნდა მიმართოთ.
6. მოულოდნელად წონის მკვეთრი კლება - თუ მოულოდნელად, დროის ხანმოკლე მონაკვეთში, წონაში დაიკელით, ეს ძალიან ნუ გაგახარებთ. ზოგ შემთხვევაში, ეს დიაბეტის და სიმსივნის ნიშანია.
როგორ უნდა მიხვდეთ რომ პრობლემა გაქვთ: თუ ბოლო ნახევარ წელიწადში 6-7 კგ დაიკელით და თან დიეტისა და ვარჯიშის გარეშე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
5. თმის ამოსვლა ისეთ ადგილებში, სადაც ის არ უნდა იყოს - თუ თმა ამოგდით სხეულის ისეთ ზონებში, სადაც ის არ უნდა იყოს, ეს ნიშნავს, რომ სხეულში მამაკაცის ჰორმონები გაქვთ მოჭარბუბული. ამ მდგომარეობამ, შესაძლოა, ასევე გამოიწვიოს უნაყოფობა, იზრდება მკერდის კიბოს გაჩენის რისკი. პანიკაში ნუ ჩავარდებით. თუ ატყობთ, რომ სხეულზე თმა ჭარბი რაოდენობით გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
4. მენოპაუზის შემდეგ სისხლდება - მენოპაუზის შემდეგ ზოგიერთ ქალს სისხლდენა ეწყება. ამ ნიშნის უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგანაც შესაძლოა, ის მიუთითებდეს საშვილოსნოს კიბოზე და სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესებზე.
3. მკერდის ფორმის ცვლილება - მკერდის სიმსივნის პირველი ნიშნები მარტივად შესამჩნევია. უნდა დააკვირდეთ მკერდს, თუ ფორმა შეიცვალა, თუ ტკივილს გრძნობთ, ეს ის ნიშნებია, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ.
ასევე შესაძლოა მკერდზე კანმა ფერი შეიცვალოს - გაწითლდეს, ან ხაზები გაუჩნდეს. მკერდის ზომის გაზრდა მენტრუალური ციკლის დროს ჩვეულებრივია და ამაში არაფერია საგანგაშო, მაგრამ თუ მკერდმა ფორმა ისეთ დროს შეიცვალა, როცა ციკლი არ გაქვთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
2. ატიპიური ექსკრეცია - ორგანიზმიდან უჩვეულო გამონადენი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. მათ შორის, ანთებითი პროცესით, ან ინფექციით. თუ მსგავს რამეს შეამჩნევთ, აუცილებლად უნდა დაგეგმოთ ექიმთან ვიზიტი. მენტრუალური ციკლის დასაწყისში, ან ბოლოს ასეთი გამონადენი უჩვეულო არ არის, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ექიმთან უნდა წახვიდეთ.
1. მენსტრუალური ციკლის დროს ძლიერი სისხლდენა - შესაძლოა, მიზეზი მარტივი იყოს - მაგალითად, კლიმატის ცვლილება, ასევე ბევრი ვარჯიში, თუმცა ასევე შეიძლება სერიოზული მიზეზებიც არსებობდეს, მაგალითად შესაძლოა გამოწვეული იყოს საშვილოსნოს მიომით, ენდომეტრიოზით. ასეთ დროს უნდა მიმართოთ ექიმს, რადგანაც შესაძლოა ძლიერმა სისხლდენამ ანემია გამოიწვიოს.
თუ ძლიერი სისხლდენის პერიოდი შვიდ დღეზე მეტხანს გრძელდება და სისხლის ფერი ხასხასა წითელია, ეს ყველაზე საგულისხმო ნიშანია.
თემები: ძილი, ჯანსაღი კვება, სწორი კვება, პროდუქტები, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>