LIFE

9 ჭკვიანური მეთოდი - როგორ უნდა გაუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას „გიწამლავენ“?

9 ჭკვიანური მეთოდი - როგორ უნდა გაუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას „გიწამლავენ“?

ველას ჰყავს გარშემო თუნდაც ერთი ისეთი ადამიანი, ვინც ცხოვრებას ნეგატივით ავსებს, ნეგატიური შეფასებებით, დამოკიდებულებით, ცხოვრებას ურთულებს და უწამლავს.

თუმცა ჭკვიანური ქმედებებით მათთან გამკლავებას შეძლებთ. სწორად შერჩეულ ტაქტიკას ყოველთვის აქვს სასურველი შედეგი.

გთავაზობთ მეთოდებს, რომლებიც ნეგატიური ადამიანების წინააღმდეგ გამოაგდგებათ:

1. მათ აზრებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ - ნუ მიაქცევთ ყურადღებას. კონცენტრირდით საკუთარ საქმეზე, საკუთარ სურვილებზე და დაიმახსოვრეთ, რომ მათი აზრი უმნიშვნელოა.

9 ჭკვიანური მეთოდი - როგორ უნდა გაუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას „გიწამლავენ“?

2. ნუ შეეცდებით მათი ქცევების გამართლებას და ნუ წამოეგებით მის სიტყვებზე - გახსოვდეთ, რომ ნეგატიური ადამიანები თვითონ კი არ ებმებიან კონფლიქტში, არამედ თქვენ გაქეზებენ, რომ სხვასთან მოგივიდეთ უთანხმოება. სხვისი სიტყვების გამო ნუ შეიქმნით ამა თუ იმ ადამიანზე შთაბეჭდილებას და უარყოფით განწყობას.

9 ჭკვიანური მეთოდი - როგორ უნდა გაუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას „გიწამლავენ“?

3. ესაუბრეთ მათ, მოასმენინეთ თქვენი შეხედულებები - არიან ადამიანები, რომლებიც უარყოფით კონტექსტში შეგნებულად არ საუბრობენ. ასეთი ადამიანების მართვა და მათი პოზიტიურ საკითხებზე კონცენტრირება უფრო მარტივია. თუ ასეთ შემთხვევასთან გაქვთ საქმე, სჯობს, ესაუბროთ ცხოვრების პოზიტიურ მხარეზე. ზოგჯერ ასეთი ქმედება ეფექტურია.

9 ჭკვიანური მეთოდი - როგორ უნდა გაუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას „გიწამლავენ“?

4. იყავით შემბრალებელი - ზოგჯერ ადამიანების ნეგატიურ დამოკიდებულებებს მისი ცხოვრება და პრობლემები იწვევს. ამიტომაც ეცადეთ გაუგოთ. თუ ის ადრე ასეთი არ იყო და მოულოდნელად შეეცვალა ხასიათი, ეს ალბათ რაიმე სხვა ფაქტორს უკავშირდება.

9 ჭკვიანური მეთოდი - როგორ უნდა გაუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას „გიწამლავენ“?

5. თუ ამის აუცილებლობას ხედავთ, თავი მისგან შორს დაიჭირეთ - როცა ხედავთ, რომ ადამიანები თავიანთი ნეგატივით ცხოვრებას გირთულებენ, საუკეთესო გამოსავალია, თავი შორს დაიჭიროთ მათგან და საერთოდაც, გაწყვიტოთ ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტრესი და დეპრესია გარდაუვალია.

9 ჭკვიანური მეთოდი - როგორ უნდა გაუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას „გიწამლავენ“?

6. გაიღიმეთ - ყოველგვარი უარყოფითის დადებითით, პოზიტივით შეცვლას ერთი მარტივი ქმედებით შეძლებთ - უბრალოდ, გაიღიმეთ. ღიმილს დიდი ძალა აქვს და ნეგატივზე გამარჯვება შეუძლია.

9 ჭკვიანური მეთოდი - როგორ უნდა გაუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას „გიწამლავენ“?

7. არ განსაჯო - არავინ განსაჯოთ, ნეგატივით სავსე ადამიანთან ერთად ნუ დაიწყებთ სხვებზე ჭორაობას. არ აჰყვეთ, არ წამოეგოთ მის პროვოკაციულ ნაბიჯებს.

9 ჭკვიანური მეთოდი - როგორ უნდა გაუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას „გიწამლავენ“?

8. დააწესეთ საზღვრები - არსებობს ასეთი გამონათქვამი - „აკონტროლე ის, რისი გაკონტროლებაც შეგიძლია“. თავად შეგიძლია გადაწყვიტო ვის შემოუშვებ შენს ცხოვრებაში და ვის - არა. დააწესე საზღვრები და ნუ მისცემ არასასურველ ადამიანებს ამ საზღვრების გადმოკვეთვის ნებას.

9 ჭკვიანური მეთოდი - როგორ უნდა გაუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას „გიწამლავენ“?

9. ირწმუნეთ საკუთარი ძალების, სამყარო აღიქვით საკუთარი თვალებით და სხვებს ნუ მისცემთ საშუალებას ცხოვრება გაგირთულონ - იცხოვრეთ ისე, როგორც თავად გინდათ, ნუ მოისმენთ სხვების ნეგატიურ აზრებს, იცხოვრეთ ლაღად, ხშირად გაიღიმეთ და რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ენერგიით აავსეთ ცხოვრება.

9 ჭკვიანური მეთოდი - როგორ უნდა გაუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას „გიწამლავენ“?



<a href="powerofpositivity.com">powerofpositivity.com</a>