25 გამორჩეული კაბა, რომლებიც მოდელებმა პოდიუმზე, ხოლო შემდეგ მსახიობებმა ოსკარზე მოირგეს - ვის უფრო უხდება?
- 28.02.2018
ოსკარით დაჯილდოების ცერემონია ბევრი თვალსაზრისითაა გამორჩეული. საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას წითელ ხალიჩაზე მისული ვარსკვლავების სამოსი იპყრობს.
წელს ოსკარის ცერემონია 4 მარტს გაიმართება. სანამ ვნახავთ, თუ როგორ სამოსზე შეაჩერებენ ამჯერად არჩევანს ჰოლივუდის ვარსკვლავები, გავიხსენოთ გასულ წლებში გამართული ცერემონიები და მსახიობების კაბები.
წარმოგიდგენთ 25 გამორჩეულ კაბას, რომლებიც თავდაპირველად მოდელებმა პოდიუმზე მოირგეს, ხოლო შემდეგ იგივე, ან მსგავსი კაბებით ოსკარის ცერემონიაზე მსახიობები გამოჩდნენ.
1. კაბა „გუჩის“ 2017 წლის კოლექციიდან, მსგავსი კაბა მოირგო 2017 წელს ოსკარის ცერემონიაზე დაკოტა ჯონსონმა.
2. Armani Prive – 2017; ნიკოლ კიდმანი იგივე კაბაში 2017 წელს ოსკარის ცერემონიაზე.
3. Armani Prive – 2005; ემა რობერტსი ოსკარის ცერემონიაზე - 2017 წელი.
4. კაბა 2017 წლის „დიორის“ გაზაფხულის კოლექციიდან, მეორე ფოტოზე კი, ამავე კაბით 2017 წელს ფელისიტი ჯონსია აღბეჭდილი.
5. „ელი სააბის“ კაბა 2016 წლის კოლექციიდან. მეორე ფოტოზე კი, აღბეჭდილია მსგავს კაბაში ჟანელ მონე. სწორედ ამ კაბით წარსდგა ის 2017 წელს ოსკარის წითელ ხალიჩაზე.
6. „შანელის“ კაბა 2017 წლის გაზაფხულის კოლექციიდან და სოფია ბოუტელა ამავე კაბაში 2017 წელს.
7. კაბა Ralph & Russo-ს 2017 წლის გაზაფხულის კოლექციიდან და იგივე კაბაში ჰეილი სტეინფილდი 2017 წელს.
8. „ზუჰაირ მურადის“ კაბა 2017 წლის გაზაფხულის კოლექციიდან და 2017 წლის ოსკარის ცერემონიაზე კრისი ტეიგანი, ამავე კაბით.
9. „ვერსაჩეს“ კაბა 2017 წლის გაზაფხულის კოლექციიდან და ჰოლი ბერი, ამავე კაბით, 2017 წლის ოსკარით დაჯილდოების ცერემონიაზე.
10. Ralph & Russo-ს კაბა - 2017 წლის გაზაფხული კოლექცია. მეორე ფოტოზე კი, მსგავს კაბაში გამოწყობილი პრიანკა ჩოპრაა აღბეჭდილი.
11. „არმანის“ კაბა 2015 წლის შემოდგომის კოლექციიდან და ნაომი უოტსი ოსკარის ცერემონიაზე 2016 წელს.
12. „შანელის“ კაბა 2016 წლის გაზაფხულის კოლექციიდან და დეისი რიდლი 2016 წლის ოსკარის წითელ ხალიჩაზე.
13. Urgano-ს კაბა 2002 წლის შემოდგომის კოლექციიდან და ქემერონ დიასი 2002 წელს იმავე კაბით ოსკარის ცერემონიაზე.
14. „ჟივენშის“ კაბა 2010 წლის გაზაფხულის კოლექციიდან და ზოე სალდანა, მსგავს კაბაში, 2010 წლის ოსკარის ცერემონიაზე.
15. „ელი სააბის“ კაბა 2001 წლის კოლექციიდან და ჰოლი ბერი მსგავსი კაბით 2002 წლის ოსკარის ცერემონიაზე.
16. კაბა Alexander McQueen-ის 2002 წლის შემოდგომის კოლექციიდან და მსგავსი კაბით გვინეტ პელტროუ,ამავე წელს,ოსკარით დაჯილდოების ცერემონიაზე.
17. „ჟივენშის“ კაბა 2011 წლის გაზაფხულის კოლექციიდან და მსგავსი კაბით ქეით ბლანშეტი 2011 წელს.
18. „ჟან პოლ გოწიეს“ კაბა 2008 წლის გაზაფხულის კოლექციიდან, რომლის მსგავსიც, ამავე წელს, მარიონ კოტიარდმა ოსკარით დაჯილდოების ცერემონიაზე მოირგო.
19. Lanvin-ის კაბა 2008 წლის საგაზაფხულო კოლექციიდან და ამავე წელს, ტილდა სვინტონი, ამავე კაბით, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე.
20. „ტომ ფორდის“ კაბა 2012 წლის საშემოდგომო კოლექციიდან და ამავე კაბით გვინეტ პელტროუ 2012 წლის ოსკარით დაჯილდოების ცერემონიაზე.
21. „დიორის“ კაბა 1997 წლის საგაზაფხულო კოლექციიდან და ამავე წელს იგივე კაბით ნიკოლ კიდმანი ოსკარის ცერემონიაზე.
22. ისევ „დიორის“ კაბა, ამჯერად 2013 წლის კოლექციიდან. მსგავსი კაბა მოირგო ჯენიფერ ლოურენსმა ამავე წელს ოსკარის ცერემონიაზე.
23. „ოსკარ დე ლა რენტას“ კაბა 2015 წლის კოლექციიდან. მეორე ფოტოზე კი, ამავე კაბით და ამავე წელს, ოსკარის წითელ ხალიჩაზე სიენა მილერი პოზირებს.
24. Giambattista Valli-ს კაბა 2012 წლის კოლექციიდან და მსგავსი კაბით 2012 წელს ემა სტოუნი.
25. Yves Saint Laurent-ის კაბა 2003 წლის კოლექციიდან და მსგავსი კაბით ჯულიანა მური ამავე წლის ოსკარის ცერემონიაზე.
თემები: ტანსაცმელი, ტრენდი, ოსკარი, ვარსკვლავები, მოდელები, პოდიუმი