ქალები იბრძოდნენ და იბრძვიან თავიანთი ოცნებებისთვის, უფლებებისთვის, მამაკაცებთან თანასწორობისთვის. ისინი ცდილობენ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ.
უამრავი ქალია, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ უკეთ გვეცხოვრა. ვნახოთ, მათ შორიS 25 ქალი, რომლებმაც სამყარო შეცვალეს:
1. ირენა სენდლეროვა - პოლონელი აქტტივისტი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავის გეტოდან 2 500 ებრაელი ბავშვი დაიხსნა.
2. მალალა იუზასფაი - პაკისტანელი აქტივისტი, რომელიც იბრძვის ქალების უფლებებისთვის. ის ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის ლაურეატია.
3. ეს ფოტო შვედეთში, 1985 წლის 13 აპრილსაა გადაღებული და მასზე აღბეჭდილია ქალი, რომელიც ნეონაცისტებს თავისი ჩანთით ებრძვის.
4. მარი კიური - პოლონელი მეცნიერი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია რადიოაქტიური ნივთიერებების შესწავლის მიმართულებით გაწეული სამუშაოთი. ის არის პირველი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო და ერთადერთი ქალი, რომელსაც ეს პრემია ორჯერ აქვს მოპოვებული.
5. ნუჯუდ ალი - გოგონა იემენიდან, რომელიც იბრძვის ბავშვების ქორწინების წინააღმდეგ. ის 10 წლის ასაკში დააქორწინეს, ნუჯუდ ალი გაეყარა ქმარს და ამით ტრადიცია დაამსხვრია.
6. ფოტო 1990 წელს, სომხეთშია გადაღებული. მასზე აღბეჭდილია 106 წლის ქალი, რომელიც იარაღით იცავს თავის სახლს.
7. პერლ-ჰარბორი, 1941 წელი - ქალები ხანძრის წინააღმდეგ.
8. მარგარეტ ჰიფილდი - სარაკეტო პროგრამა „აპოლონის“ მთავარი ინჟინერი ნასაში. 1969 წელი.
9. ებრაელი ქალი ბავშვებთან ერთად, რომელიც ყვითელ ვარსკვლავს ვუალით ფარავს. ფოტო სარაევოში 1941 წელსაა გადაღებული.
10. ენ ლამპკინსი - ქალთა უფლებების დამცველი.
11. ონა ბუგეიშა, იაპონელი ქალი სამურაი, მებრძოლი - 1800 წელი.
12. ჯეინ გუდოლი - პრიმატოლოგი და ანთროპოლოგი.
13. მოდ ვაგნერი - ტატუს მხატვარი პირველი ქალი. 1907 წელი.
14. ანა ფრანკი - ებრაელი გოგონა, რომლის დღიურითაც ადამიანებმა მეორე მსოფლიო ომის სისატიკე კიდევ უფრო მძაფრად შეირძნო.
15. ამელია ერჰარტი - პირველი ქალი მფრინავი, რომელმაც 1928 წელს ატლანტის ოკეანეს მარტომ გადაუფრინა.
16. როსა მაკლი პარკსი - ადამიანების უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტი.
17. ვალენტინა ტერეშკოვა - საბჭოთა კავშირის პირველი კოსმონავტი ქალი. 1963 წელი.
18. მერი უინსორი - ქალების უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტი. 1917 წელი.
19. ელიზა ლეონიდა ზამფირესკუ - მსოფლიოში პირველი ქალი ინჟინერი.
20. ანეტ კელერმანი - ქალების უფლებათა დამცველი და მოცურავე. ეს ფოტო 1907 წელსაა გადაღებული. ფოტოს გადაღების შემდეგ კელერმანი „უხამსი ქცევისთვის“ დააკავეს.
21. ფლორენს ნაიტინგეილი - ინგლისელი მედდა, რომელიც პაციენტების სამკურნალოდ ინოვაციურ მეთოდებს იყენებდა.
22. ფატიმა ელ ფიჰრია - მუსლიმი ქალი, რომელმაც 859 წელს მაროკოში, მსოფლიოს პირველი უნივერსიტეტის დააარსა.
23. ნადია კომანეჩი - პირველი ტანმოვარჯიშე ქალი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში საუკეთესო შეფასება მიიღო.
24. 1975 წელი, ისლანდია - ქალების დემონსტრაცია უფლებებისთვის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებითვის.
25. კომაკი კიმურა - არჩევნებში ქალების ხმის მიცემის უფლების მოპოვებისთვის მებრძოლი იაპონელი ქალი. ფოტო 1917 წლის 27 ოქტომბერსაა გადაღებული.
თემები: მსოფლიო, ქალები, რჩევები
<a href="https://www.boredpanda.com">https://www.boredpanda.com</a>