გთავაზობთ 12 მახასიათებელს, რომელიც ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანს უნიკალურს ხდის:

1. როცა ქალწული გადაწყვეტს რაღაცის გაკეთებას, ის არ ისაუბრებს ამ საქმეზე - უბრალოდ გააკეთებს მას ბევრი ლაპარაკის გარეშე. ქალწული არის აქტიური. თუ მიზანს დაისახავს, მიაღწევს კიდეც.

2. ანალიტიკური აზროვნების უნარი აძლევს შესაძლებლობას, იპოვნოს გამოსავალი რთული სიტუაციებიდან - ის მარტივად ამჩნევს დეტალებს, რომლებსაც სხვები ვერ ხედავენ. სწორედ ამ დეტალების აღმოჩენის წყალობით ახერხებს ის სირთულეებისგან თავის დაღწევას.

3. ქალწულს არაფერი აღიზიანებს ისე, როგორც არაკომპეტენტურობა.

4. ისინი ემოციებს სხვებს იშვიათად აჩვენებენ - მაგრამ სინამდვილეში ძალიან ემოციურები და მგრძნობიარეები არიან.

5. ქალწული იშვიათად ამჟღავნებს სიბრაზეს - მას შეუძლია მართოს საკუთარი თავი.

6. ის სკეპტიკურად უყურებს მოვლენებს და არ სჯერა არაფრის, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავს - ჭორაობას ფაქტებზე დაყრდნობილ მსჯელობას ამჯობინებს.

7. ქალწული ძლიერი პიროვნული თვისებებით გამოირჩევა - მას აქვს საოცარი იდეები. ენდობა მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ თავთან ხშირად მართავს დიალოგებს.

8. ქალწული ყოველთვის აანალიზებს და ბევრს ფიქრობს - ზოგჯერ გადაჭარბებითაც კი ფიქრობს ამა, თუ იმ საკითხზე. მისი გონება ყოველთვის რაღაცაზე ფიქრითაა შეპყრობილი, რის გამოც, ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ხშირად აწუხებთ შფოთვა და სტრესი.

9. ქალწული ცდილობს, თავი აარიდოს კონფრონტაციას - ისინი არიან მოსიყვარულეები და არ უყვართ ჩხუბი.

10. ის პერფექციონისტია - საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს უწესებს. როცა რაიმეს აკეთებს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სწორად და საუკეთესოდ აკეთებს ამ საქმეს.

11. ქალწული არ არის მეამიტი და მეოცნებე - ის მყარად დგას მიწაზე და არ უჭირს რეალობის აღქმა.

12. ვერ იტანენე, როცა განსჯიან და სწორად ცხოვრებას ასწავლიან - არც თავად უყვართ სხვების განსჯა და სხვების ცხოვრებაში ჩარევა, რადგანაც იციან, რომ ეს მათი საქმე არ არის. პატივს სცემენ სხვის აზრს და სხვის გადაწყვეტილებებს.