მშობლები

კარგი მშობლების 8 თვისება - როგორ უნდა აღზარდოთ შვილი სწორად

კარგი მშობლების 8 თვისება -  როგორ უნდა აღზარდოთ შვილი სწორად

1. ემპათია

კარგი მშობლების 8 თვისება -  როგორ უნდა აღზარდოთ შვილი სწორად

ემპათიის უნარი - კარგი მშობლის მნიშვნელოვანი თვისებაა. ასეთ მშობელებს შეუძლიათ დააყენონ საკუთარი თავი ბავშვის ადგილზე, იგრძნონ მისი ყველაზე ღრმა განცდები.

2. მჭიდრო კავშირი შვილებთან

კარგი მშობლების 8 თვისება -  როგორ უნდა აღზარდოთ შვილი სწორად

შვილების მჭიდრო კავშირი დედ-მამასთან მნიშვნელოვანია. იმისათვის რომ ბავშვმა მომავალში შეძლოს ახლო ურთიერთობების დამყარება, მნიშვნელოვანია, რომ მის ცხოვრებაში პირველი სიყვარული სწორად ჩამოყალიბდეს.

3. ყურადღება

კარგი მშობლების 8 თვისება -  როგორ უნდა აღზარდოთ შვილი სწორად

თუ მშობლებს ყოველთვის უხარიათ ბავშვის დანახვა, მას სჯერა, რომ ღირსია სხვისი ყურადღების, მეგობრებისა და მასწავლებლების ჩათვლით, შედეგად მას უვითარდება ჯანსაღი თვითშეფასება.

4. პატივისცემა

კარგი მშობლების 8 თვისება -  როგორ უნდა აღზარდოთ შვილი სწორად

ბავშვი საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფროსები ეპყრობიან მას პატივისცემით: არ მბრძანებლობენ, არ უკითხავენ ნოტაციებს, არამედ მიმართულებას აძლევენ და ეხმარებიან თავად გაერკვიოს ყველაფერში.

5. სიყვარული

კარგი მშობლების 8 თვისება -  როგორ უნდა აღზარდოთ შვილი სწორად

თუ ბავშვობაში მშობლები უყვარდათ, მაშინ ისინი შეძლებენ მისცენ სიყვარული თავის შვილებს და შექმნიან მათთვის კომფორტულ და უსაფრთხო სივრცეს არაუსაფრთხო სამყაროში.

6. დისციპლინა

კარგი მშობლების 8 თვისება -  როგორ უნდა აღზარდოთ შვილი სწორად

დისციპლინირებულ მშობლებს შეუძლიათ ღირსეული მაგალითი გახდნენ შვილებისთვის. ასეთი მშობლები აღზრდაში ავლენენ საჭირო სიმყარეს, მაგრამ არა ზედმეტ სიმკაცრეს, და ასწავლიან ბავშვებს სწორად მართონ საკუთარი ცხოვრება, გაუმკლავდნენ ემოციებს და იცოდნენ, როგორი რეაგირება მოახდინონ სხვების ემოციებზე.

7. სოლიდარობა

კარგი მშობლების 8 თვისება -  როგორ უნდა აღზარდოთ შვილი სწორად

ბავშვთან ჯანსაღი ურთიერთობების საწინდარია - ჯანსაღი ურთიერთობები მშობლებს შორის. თუ მათ შორის არ არსებობს თანხმობა აღზრდის საკითხებში, პრობლემებს ვერ აცდებიან.

8. პატიოსნება

კარგი მშობლების 8 თვისება -  როგორ უნდა აღზარდოთ შვილი სწორად

მნიშვნელოვანია, რომ მშობლები პატიოსნები იყვნენ საკუთარ თავთან, ერთმანეთთან და ბავშვებთან. თუ რაიმეს შეპირდით ბავშვს, სიტყვა უნდა შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია რისკი, რომ ბავშვი მატყუარა გაიზრდება.



<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>