1. „ამას შენით, დამოუკიდებლად გააკეთებ?“ - დამოუკიდებელ ქალს ყველაფრის მარტო გაკეთება შეუძლია. მისთვის არ არის პრობლემა კინოში სრულიად მარტო წავიდეს, მარტო იმოგზაუროს, მატრომ, სხვების დახმარების გარეშე გადაჭრას პრობლემები. ამიტომ, ასეთი კითხვით მას უბრალოდ გააკვირვებთ. ის დიდი ხანია დამოუკიდებლად იღებს სიამოვნებას ცხოვრებით.
2. „ის“ მავსებს მე“ - შესაძლოა, ეს ფრაზა რომანტიკულად ჟღერს, მაგრამ ძლიერ და დამოუკიდებლ ქალს რეალურად არავინ არ სჭირდება იმისთვის, რომ სრულყოფილი ცხოვრება ჰქონდეს.
დამოუკიდებელი ქალი პირველ ადგილას საკუთარ თავს აყენებს, მისთვის პრიორიტეტული საკუთარი თავი და მასზე ზრუნვაა. კარგია, თუ ჰყავს საყვარელი ადამიანი, მაგრამ თუ არ ჰყავს, ეს ხელს ვერ უშლის ბედნიერად ცხოვრებაში.
3. „რატომ ხარ მარტოხელა?“ - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - მარტოხელაა იმიტომ, რომ ასე სურს, ასე ცხოვრებას ამჯობინებს. მას არ უნდა უინტერესო ურთიერთობებისთვის დრო დაკარგოს. დამოუკიდებელ და ძლიერ ქალს გვერდით ისეთი პარტნიორი სჭირდება, რომელიც მის მსგავსად ჭკვიანი და ძლიერი იქნება და თუ ასეთი ადამიანი ვერ იპოვნა, მარტო ყოფნას ამჯობინებს.
4. „მან უნდა გადაიხადოს, იმიტომ რომ ის მამაკაცია“ - ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი არ თვლის, რომ აუცილებლად მამაკაცმა უნდა გადაიხადოს ლანჩის ფული.
5. „ცდები, რადგანაც საკუთარ თავზე ბევრ პასუხისმგებლობას იღებ“, - ასე არ არის. ის ცდება ვინც ასე ფიქრობს. ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი თავდაჯერებულია და შეუძლია პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება. ის არ ელოდება როდის მოაგვარებენ მის ნაცვლად საქმეს. თავად აკეთებს ყველაფერს.
6. „ასე არ უნდა გააკეთო, ამას ვერ შეძლებ“ - თქვენ არ იცით რა პოტენციალი აქვს მას რეალურად, რისი გაკეთება შეუძლია, ამიტომაც სჯობს, თავი შეიკავოთ მსგავსი რჩევებისგან. ძლიერმა ქალმა იცის რას აკეთებს. ის საკუთარ თავში დარწმუნებულია და სჯობს, არ გაუფუჭოთ განწყობა მსგავსი ფრაზებით.
7. ნუ ეტყვით ყალბ კომპლიმენტებს - ძლიერი ქალი იმსახურებს პატივისცემას და მოსწონს კიდეც, როცა მის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ, მაგრამ ყოველთვის ხვდება, როდის ეუბნებიან ყალბ კომპლიმენტებს და თუ მისი კეთილგანწყობის მოპოვება გსურთ, სჯობს, არ ითამაშოთ.
8. „ნება მომეცი, ეს შენთვის გავაკეთო“ - მას არ უყვარს, როცა სხვები აკეთებენ მის ნაცვად საქმეს. თავადაც აქვს გონება, შრომისუნარიანია და არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავს. თქვენი ამგვარი შეთავაზებით ეჭვი შეგაქვთ მის შესაძლებლობებში. დამოუკიდებელი ქალი ყველაფერს თავისით აგვარებს.
9. „გვერდით საყვარელი ადამიანი გჭირდება“ - დამოუკიდებელ ქალს სურს, რომ გვერდით ჰყავდეს საყვარელი ადამიანი, მაგრამ არ სჭირდება. ის ურთიერთობაში იმიტომ კი არ არის რომ სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ასე სურს.
თემები: ქალები, რჩევები, ძლიერი, ძლიერიქალი
<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>