ვერძი - თქვენ იცით, რა გსურთ ცხოვრებაში და ვერაფერი შეგაჩერებთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. თავდაჯერებული, ამბიციური და მოტივირებული ხართ. ამ თვისებების წყალობით მარტივად აღწევთ წარმატებას, მაგრამ ზოგჯერ ემოციურობას იჩენთ. სწორედ ამიტომ, აუცილებლად უნდა ისწავლოთ სიბრაზის გაკონტროლება და ემოციების მართვა. 2018 წელს ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგათ, თუ გსურთ რომ სამომავლოდ ასეთმა ხასიათმა წარმატების მიღწევაში ხელი არ შეგიშალოთ.
კურო - 2018 წელს მთავარ ამოცანად საკუთარ სიჯიუტესთან ბრძოლა უნდა აქციოთ. სწორედ ეს სიჯიუტე გიშლით ხელს სასურველის მიღებაში. ეცადეთ, მოვლენებს შეხედოთ ობიექტურად. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ საკუთარი შეცდომების დანახვას. გახსოვდეთ, რომ შეცდომის აღიარება არ არის სირცხვილი, ეს ადამიანის ღირსებაზე მიუთითებს და ნუ მისცემთ საშუალებას სიჯიუტეს, რომ ცხოვრება გაგირთულოთ.
ტყუპები - თქვენ ნებისმიერ სიტუაციასთან ადაპტირების შესანიშნავი უნარი გაქვთ. ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, გაზარალებთ ვინაიდან, საკუთარ თვითმყოფადობას კარგავთ და იქცევით ისე, როგორც სხვებს მოეწონებათ. ამიტომ, 2018 წელს უნდა ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, დაფიქრდეთ და გააკეთოთ ის საქმე, რომელიც თავად განიჭებთ სიამოვნებას. უნდა ისწავლოთ საკუთარი სურვილების პატივისცემა. დროა, სხვებმა მოახდინონ თქვენთან ადაპტირება.
კირჩხიბი - მგრძნობიარე ნატურა ხართ და წარსულის მძიმე გამოცდილების გამო მარტივად არ უშვებთ ადამიანებს ცხოვრებაში. დროა ისწავლოთ, რომ ტკივილის გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ არსებობს. მიიღეთ ეს ფაქტი და იცხოვრეთ ჩვეულებრივად. მიეცით ადამიანებს თქვენს ცხოვრებაში შემოსვლის საშუალება და თუ კვლავ გულს გატკენენ, ეს უფრო მეტად გაგაძლიერებთ. მთავარია, არ შეგეშინდეთ და ახალი შესაძლებლობებისთვის მზად იყოთ.
ლომი - თქვენ ასტროლოგები ძლიერ და თავდაჯერებულ ნატურად მიგიჩნევენ, რომელსაც აქვს უნარი მართოს დანარჩენები. თუმცა მიუხედავად ამ თვისებებისა, არ ხართ კარგი ლიდერი, რადგანაც ყველაფერი თქვენთვის გინდათ, გსურთ, რომ ადამიანები ფეხქვეშ გეგებოდნენ. დროა, ხასიათის ეს შტრიხი გამოასწოროთ და როცა ადამიანებისგან რაიმეს ითხოვთ,თქვენც გასცეთ მათთვის. უნდა ისწავლოთ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ საქმეს და ურთიერთობებს და არ დაელოდოთ თქვენ მაგივრად როდის გააკეთებენ სხვები. მხოლოდ ასე მოიპოვებთ ნდობასა და პატივისცემას.
ქალწული - თქვენ გეგმის მიხედვით ცხოვრობთ. ყველაფერი წინასწარ გაქვთ გაწერილი და გათვლილი. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ცხოვრება ყოველთვის გეგმის მიხედვით ვერ წავა, ეს უნდა გაიაზროთ და გააცნობიეროთ. როცა ხედავთ, რომ რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის, იბნევით და არ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ. დროა, ისწავლოთ როგორ გახდეთ უფრო სპონტანურები და როგორ მიიღოთ მსგავს სიტუაციებში გადაწყვეტილება. ცხოვრება ასე უფრო გაგიმარტივდებათ.
სასწორი - თქვენთვის ბალანსი უმნიშვნელოვანესია და ცოტა გიჭირთ ქაოსურ სიტუაციასთან ადაპტირება. 2018 წელს სწორედ ქაოსის დალაგება და ცხოვრების დაბალანსება თავიდან მოგიწვეთ. ისწავლით, როგორ იპოვოთ სიმშვიდე ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი. ისწავლით, რომ ცხოვრება ზოგჯერ შეიძლება გასცდეს იმ ჩარჩოებს, რომლებიც დააწესეთ. მთავარია, არ დაიბნეთ.
მორიელი - საიდუმლოებით მოცული ადამიანი ხართ. ამდენი საიდუმლოს მარტო ტარება მარტივი არ არის. 2018 წელს ისწავლით, რომ კარგია, როცა თქვენი ცხოვრების პირადი დეტალების შესახებ სხვებს უყვებით და მათგან რჩევებს ისმენთ. ასე ცხოვრება უფრო გამარტივდება და თქვენც თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ. როცა საკუთარ ამბებს საყვარელ ადამიანს მოუყვებით, მასთან ძლიერ სიახლოვეს იგრძნობთ და ნახავთ, რომ ურთიერთობა უფრო მყარი და საინტერესო გახდება.
მშვილდოსანი - გინდათ, რომ გარშემომყოფები ბედნიერად აქციოთ. ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებთ. დაუზარებლად აკეთებთ ყველაფერს ადამიანების გასაბედნიერებლად. არ შეგიძლიათ ვინმეს რაიმეზე „არა“ უთხრათ. სწორედ ამიტომ უამრავი გასაკეთებელი საქმე გაქვთ. შეუძლებელია ეს საქმეები ერთმა ადამიანმა გააკეთოს. 2018 წელი სწორედ ის დროა, როცა არას თქმა უნდა ისწავლოთ, საკუთარი თავი პირველ ადგილას დააყენოთ და პირველ რიგში სწორედ მასზე იზრუნოთ. ამავდროულად, უნდა გააცნობიეროთ, რომ ყველაფერს მარტო ვერ გასწვდებით, მარტო ვერ გააკეთებთ, სამყაროს მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ გააბედნიერებს. დროა, ეს ისწავლოთ.
თხის რქა - ყოველთვის ნათლად ხედავთ სწორ და მცდარ გზას. ბევრს მუშაობს და შრომისმოყვარეობაა მთავარი მამოძრავებელი ძალა თქვენს ცხოვრებაში. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ გინდათ თქვენ გარშემო ყველა თქვენ გგავდეთ. ყველასგან სრულყოფილებას ითხოვთ და შეცდომებს არავის პატიობთ. უნდა ისწავლოთ, რომ ადამიანებს მეორე შანსი უნდა მისცეთ. მეორე შანსს ყველა იმსახურებს. ისწავლეთ ადამიანების პატიება, ეს ბედნიერების განცდას მოგიტანთ.
მერწყული - ეს წელი ემოციურად დატვირთული იქნება თქვენთვის. ემოციურობა თქვენი მთავარი სისუსტეა, ამიტომაც ამ სისუსტეს უნდა გამოუცხადოთ ბრძოლა და არ უნდა მისცეთ ემოციებს თქვენი ცხოვრების წარმართვის საშუალება.
თევზები - თქვენ იდეალურ სამყაროში ცხოვრობთ და ცდილობთ, ადამიანებში საუკეთესო დაინახოთ. მათ მარტივად ენდობით. უნდა ისწავლოთ, რომ ყველას ნდობა არ შეიძლება. უფრო რეალისტურად შეხედეთ ცხოვრებას და სცადეთ, მყარად დადგეთ მიწაზე.
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია, 2018 წელი
<a href="http://awarenessact.com">http://awarenessact.com</a>