რას მიირთმევენ საუზმეზე პოპულარული და წარმატებული ადამიანები?
- 15.03.2018
ჯანსაღი საუზმე უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ მთელი დღის განმავლობაში ენერგია შეინარჩუნოთ. მკვლევარების დასკვნით სწორედ ჯანსაღ საუზმეზეა დამოკიდებული ადამიანის მოტივაციისა და წარმატების ხარისხი.
ვნახოთ, როგორია წარმატებული ადამიანების დილის რუტინა და რას მიირთმევენ საუზმისას. ზოგიერთი მათგანის კვების რაციონი არც ისე ჯანსაღი საკვებით გამოირჩევა:
1. ოპრა უინფრი - ტელეწამყვანმა გამოცემა People-ს გაუმხილა დილის რაციონი. „დილით მივირთმევ კვერცხს, ტოსტს, ავოკადოს და ყავის ნაცვლად ჩაის.
2. რიჩარდ ბრენსონი - მილიონერი უფრთხილდება ჯანმრთელობას და ყურადღებით არჩევს დილის რაციონს. ის დილით ყოველთვის მარცვლეულისგან მომზადებულ საკვებს და ხილის სალათს მიირთმევს.
3. ბიონსე - მომღერალს ძალიან გადატვირთული რეჟიმი აქვს. გარდა იმისა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში აქტიურია, ის სამი შვილის დედაა. მიუხედავად ამისა, ბი მაინც ახერხებს ყოველთვის გამონახოს დრო საუზმისთვის. „დილით მივირთმევ კვერცხს, ბოსტნეულს და ცხიმის დაბალი შემცველობის რძეს“, - ამბობს ბიონსე.
4. მარკ კუბანი - ბიზნესმენის დილა ცოტა უჩვეულოდ იწყება. ის დილას ნამცხვრების მირთმევით იწყებს, თუმცა ამბობს, რომ მიირთმევს შაქრის დაბალი შემცველობის ნამცხვრებს. „ნამცხვართან ერთად ყავასაც მივირთმევ“, - ამბობს კუბანი.
5. მიშელ ობამა - როცა აშშ-ის პირველი ლედი იყო, მიშელ ობამა ხშირად იღებდა სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას, რომლითაც საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ და ჯანსაღი კვებისკენ მოუწოდებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ საუზმისას მიირთმევს ინდაურის ხორცის სოსისს, შემწვარ კვერცხს და გრეიფრუტს.
6. ჯასტინ ტიმბერლეიკი - მომღერალი დილით ორჯერ საუზმობს. ის დილით ძალიან ადრე დგება. მიირთმევს ვაფლს, ნუშის კარაქს და შემწვარ კვერცხს. შემდეგ მუშაობს და მუშაობის შემდეგ კვლავ შემწვარ კვერცხს ჭამს.
7. ემა უოტსონი - „დილით მივირთმევ კვერცხის ტორტილიას, ვამზადებ ჩემით და ეს ჩემთვის განსაკუთრებული საქმეა. ვამზადებ ასევე გვაკამოულს (მექსიკური კერძი) და შემწვარ კვერცხთან ერთად მივირთმევ“, - ამბობს ემა Marie Claire-სთან ინტერვიუში.
8. უორენ ბაფეტი - უორენ ბაფეტის შესახებ HBO-ს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის მიხედვით, ბიზნესმენს დილის საუზმისთვის აქვს სამგვარი რაციონი, რომელიც უკვე 54 წელია არ შეუცვლია:
1. ბეკონი, კვერცხი და ყველის სენდვიჩი;
2. სოსისი, კვერცხი და ყველის სენდვიჩი;
3. სოსისიანი ორი ღვეზელი.
თემები: სწორი კვება, საუზმე, ჯანმრთელობა
<a href="https://www.goalcast.com">https://www.goalcast.com</a>