LIFE

სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი ადამიანები წონაში მარტივად იმატებენ - ახალი კვლევის შედეგი

სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი ადამიანები წონაში მარტივად იმატებენ - ახალი კვლევის შედეგი

იყო მარტოხელა - ეს გარკვეულწილად უპირატესობაა, ვინაიდან როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი ადამიანები წონაში მარტივად იმატებენ.

კვლევა ავსტრალიაში, Queensland-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს და მათ 15 000 ადამიანის ცხოვრება შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ წყვილები, რომლებიც ბედნიერ სასიყვარულო ურიერთობაში არიან, 5,8 კილოგრამით მეტს იწონიან, ვიდრე მარტოხელა ადამიანები.

სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი ადამიანები წონაში მარტივად იმატებენ - ახალი კვლევის შედეგი

სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს არ აქვთ სპორტდარბაზში სიარულისთვის მოტივაცია, რადგანაც მათ უკვე იპოვნეს პარტნიორი. აღარ აკონტროლებენ კვების რეჟიმს და შეუძლიათ გემრიელად მიირთვან საყვარელ ადამიანთან ერთად და ფილმის ყურებით ისიამოვნონ. სწორედ ამიტომ, ეს ადამიანები მარტივად იმატებენ წონაში.

კვლევის თანახმად, ურთიერთობაში მყოფი ადამიანების უმეტესობა კარგავს მოტივაციას, რომ იყოს მუდამ ფორმაში.

სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი ადამიანები წონაში მარტივად იმატებენ - ახალი კვლევის შედეგი

კვლევამ კიდევ ერთი საინტერესო შედეგი აჩვენა - ურთიერთობაში მყოფი წყვილები გამოირჩევიან ჯანსაღი ჩვევებით, არ ეწევიან თამბაქოს და ცდილობენ მიირთვან ჯანსაღი საკვები, უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი მაინც იმატებენ წონაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშშ-იც ჩატარდა კვლევა. კლევის ავტორი ანდრია მელცერი წერს, რომ წონის მატება დაკავშირებულია ემოციებთან. კონკრეტულად კი, წყვილები, რომლებიც ერთად თავს ბედნიერად და კარგად გრძნობენ, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი წონის მომატებისკენ, ვიდრე ის წყვილები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან თანაცხოვრებით.

სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი ადამიანები წონაში მარტივად იმატებენ - ახალი კვლევის შედეგი

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო ბედნიერი ხართ სასიყვარულო ურთიერთობით, მით უფრო მეტად იმატებთ წონაში.

ასე რომ, თუ ურთიერთობაში ხართ და ამჩნევთ, რომ წონაში იმატებთ, არ იდარდოთ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ ეს ურთიერთობა გაბედნიერებთ.



<a href="https://9gag.com" target="_blank">https://9gag.com</a>