LIFE

7 გზა იმისთვის, რომ ადამიანები თქვენ მიმართ პატივისცემით განაწყოთ

7 გზა იმისთვის, რომ ადამიანები თქვენ მიმართ პატივისცემით განაწყოთ

როცა ლიდერის პოზიცია გიჭირავთ, აუცილებელია, რომ ადამიანები პატივისცემით იყონ თქვენ მიმართ განწყობილნი. პატივისცემა არ არის ბუნების საჩუქარი, ის თავად უნდა მოიპოვოთ. თქვენი გუნდი შესაძლოა პატივს სცემდეს სამუშაოსადმი თქვენს დამოკიდებულებას, თქვენს ინტელექტს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

თუ გსურთ, რომ მათ პატივი გცენ როგორც პიროვნებას, უნდა იმუშაოთ ამისთვის. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ადამიანების პატივისცემის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

1. იყავით კეთილი და თავაზიანი - ყოველთვის, ყველას მიმართ იყავით თავაზიანი. როგორც მეუღლის, შვილების, თანამშრომლების მიმართ, ასევე სხვა ადამიანების მიმართაც, რომლებთანაც დღის განმავლობაში გიწევთ ურთიერთობა. მაგალითად, მაღაზიის კონსულტანტის მიმართ. ვიცით, რომ ამაზე საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე გაკეთება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თუ დღე გქონდათ, მაგრამ თუ გსურთ, რომ ადამიანები პატივისცემით განეწყონ თქვენ მიმართ, მოგიწევთ, თავაზიანობის გამოჩენა მათ მიმართაც. არ დაგავიწყდეთ ღიმილი და მადლობის გადახდა.

7 გზა იმისთვის, რომ ადამიანები თქვენ მიმართ პატივისცემით განაწყოთ

2. მოექეცით ადამიანებს პატივისცემით - თუ ადამიანებს პატივისცემით არ მოექცევით, მათ არ გაუჩნდებათ თქვენ მიმართ პატივისცემა. მოგექცევიან ისე, როგორც თქვენ მოექცევით მათ. ისწავლეთ სხვების მოსმენა და პატივი ეცით სხვების შეხედულებებს. უნდა იცოდეთ, რომ საკუთარი მოსაზრება სხვადასხვა საკითხებზე ყველას აქვს და არ შეიძლება თქვენი მოსაზრება მოახვიოთ სხვებს თავზე.

7 გზა იმისთვის, რომ ადამიანები თქვენ მიმართ პატივისცემით განაწყოთ

3. ისწავლეთ მოსმენა - მოსმენის უნარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პატივისცემის მოსაპოვებლად. როცა უსმენთ, თქვენი თანამოსაუბრე თქვენგან ყურადღებას გრძნობს და ამ დროს თქვენ მიმართ ნდობითა და პატივისცემით განიმსჭვალება. როცა ადამიანებს უსმენთ, ისინი თვლიან რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან და ეს მათი პატივისცემის მოსაპოვებლად აუცილებელია.

7 გზა იმისთვის, რომ ადამიანები თქვენ მიმართ პატივისცემით განაწყოთ

4. უნდა იყოთ საჭირო ადამიანი - პატივისცემას მოიპოვებთ, თუ ადამიანებს დახმარების ხელს გაუწვდით, თუ სხვის გასაჭირს არ უგულებელყოფთ, გამოიჩენთ გულისხმიერებას და აჩვენებთ მათ, რომ თქვენ მათი დახმარება შეგიძლიათ, რომ საჭირო ადამიანი ხართ. აიღეთ საკუთარ თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა.

7 გზა იმისთვის, რომ ადამიანები თქვენ მიმართ პატივისცემით განაწყოთ

5. ნუ დაიწყებთ მიზეზების ძებნას - თქვენ პასუხისგებელი ხართ თქვენს ქმედებებზე და შეუსრულებელი საქმეების გამო მიზეზების ძებნას ნუ დაიწყებთ. თუ რაიმე საქმე ვერ დაამთავრეთ, ალბათ იმიტომ, რომ არ იყავით სათანადოდ კონცენტრირებული.

7 გზა იმისთვის, რომ ადამიანები თქვენ მიმართ პატივისცემით განაწყოთ

6. დაივიწყეთ სიბრაზე და ემოციურობა - თუ გინდათ ადამიანების პატივისცემის მოპოვება, უნდა შეგეძლოთ ემოციების მართვა. ისწავლეთ, რომ არ გაბრაზდეთ მომენტალურად და მშვიდად შეხვდეთ სირთულეებს. შფოთვითა და დაძაბულობით პრობლემებს ვერ გადაჭრით, პრობლემების გადაწყვეტას მხოლოდ დამშვიდებული გონებით შეძლებთ.

7 გზა იმისთვის, რომ ადამიანები თქვენ მიმართ პატივისცემით განაწყოთ

7. იყავით მზად ცვლილებებისთვის - გაანალიზეთ, რომ მუშაობის პროცესი განვითარებას მოითხოვს და ცვლილებების გარეშე ვერც ერთი საქმე ვერ იქნება წარმატებული. მზად უნდა იყოთ გამოწვევებისთვის, ცვლილებებისთვის, მუდამ ახლის სწავლისა და შეცნობისკენ უნდა ისწრაფვოდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სხვების წინსვლა და პროგრესიც აღნიშნოთ და წარმატება სხვებსაც მიულოცოთ.

7 გზა იმისთვის, რომ ადამიანები თქვენ მიმართ პატივისცემით განაწყოთ



<a href="https://www.entrepreneur.com" target="_blank">https://www.entrepreneur.com</a>