სტილი

კაცების გარდერობი, რომელიც ქალებს სასტიკად აღიზიანებს

კაცების გარდერობი, რომელიც ქალებს სასტიკად აღიზიანებს

ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ნივთების სია, რომელიც არ მოსწონთ მამაკაცებს. ახლა ჩვენი ჯერია! არსებობს ტანსაცმელი, რომელიც არცერთ ქალს არ მოეწონება, იმ შემთხვევაშიც კი თუკი მას მსოფლიოში ყველაზე სექსუალური კაცი ჩაიცმევს.

ზედმეტად დიდი დეკოლტე

კაცების გარდერობი, რომელიც ქალებს სასტიკად აღიზიანებს

თუკი ჩვეულებრივი V-ფორმის დეკოლტე იერს უფრო სექსუალურს და მოდურს ხდის, ზედმეტად დიდი დეკოლტე ვულგარულად და იაფფასიანად გამოიყურება.

მოკლე შორტები

კაცების გარდერობი, რომელიც ქალებს სასტიკად აღიზიანებს

შორტები, რომელიც მუხლს ზემოთ მთავრდება რთულია ქალებისთვის მიმზიდველი იყოს, მითუმეტეს თუ მამაკაცს გამხდარი ფეხები აქვს.

მაისურები ლოზუნგებით და უკბილო ხუმრობებით

კაცების გარდერობი, რომელიც ქალებს სასტიკად აღიზიანებს

მაისური ლოზუნგით გამოიყურება ისე, როგორც რეკლამა. თითქოს ამ მაისურით მამაკაცი ცდილობს ყურადღების მიქცევას. ბევრადჯობს, სადა მაისურის ჩაცმა, ვიდრე ბანალური ფრაზით თავის გამოჩენა!

‘ვიეტნამკები’

კაცების გარდერობი, რომელიც ქალებს სასტიკად აღიზიანებს

მათი ჩაცმა როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთვის ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ სანაპიროზე და სხვაგან არსად!

კლასიკური ჟილეტი, რომელიც უბრალო მაისურზე აცვიათ

კაცების გარდერობი, რომელიც ქალებს სასტიკად აღიზიანებს

მამაკაცები იცვამენ კლასიკურ ჟილეტებს უბრალო მაისურებთან ერთად იმისათვის, რომ უფრო მრავალფეროვანი იერი შეიქმნან. სამწუხაროდ ქალებისთვის ეს საერთოდ არ არის მიმზიდველი. მამაკაცებო, მსგავსი ჟილეტები მხოლოდ კლასიკურ კოსტიუმზე ჩაიცვით და სხვაგან არსად!

ქამარი უზარმაზარი აქსესუარით

კაცების გარდერობი, რომელიც ქალებს სასტიკად აღიზიანებს

ქამარი უზარმაზარი აქსესუარით ან ლოგოტიპით დიდი ხანია რაც გავიდა მოდიდან. ჯობს გამოიყენოთ უბრალო ტყავის ქამარი ნეიტრალური ფერებით მისი ფუნქციისამებრ და არა მის გამოსაჩენად!

დიდი ზომის კოსტიუმი

კაცების გარდერობი, რომელიც ქალებს სასტიკად აღიზიანებს

კოსტიუმი- ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური რამ მამაკაცების კარადაში. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ზუსტად ერგება მამაკაცის სხეულს.

ვარდისფერი ნივთები

კაცების გარდერობი, რომელიც ქალებს სასტიკად აღიზიანებს

ქალებისთვის ეს ტრენდი ზედმეტად ‘მეტროსექსუალურია’ იმისათვის, რომ სექსუალურად მივიჩნიოთ. 

მოტკეცილი ჯინსები

კაცების გარდერობი, რომელიც ქალებს სასტიკად აღიზიანებს

ცუდი არაფერი არ არის მოტკეცილ ჯინსებში, მაგრამ როცა ის უფრო ქალის ‘ელასტიკებს’ ემსგავსება უარყოფით ემოციას უფრო იწვევს, ვიდრე დადებითს.

ბიჟუტერია

კაცების გარდერობი, რომელიც ქალებს სასტიკად აღიზიანებს

ზედმეტი მორთულ-მოკაზმულობა არავის არ უხდება, განსაკუთრებით კი მამაკაცებს. 1-2 აქსესუარი სრულიად საკმარისია ჩაცმულობის დასამშვენებლად.

და ბოლოს...

კაცების გარდერობი, რომელიც ქალებს სასტიკად აღიზიანებს

ჩვენ სპეციალურად არ მოვახვედრეთ სიაში ეს მოდის დანაშაული: ამ 2 ნივთის ერთად გამოყენება არც კი უნდა განიხილებოდეს!



<a href="https://www.adme.ru/tvorchestvo-dizajn/10-predmetov-muzhskogo-garderoba-kotorye-razdrazhayut-zhenschin-1399015/">www.adme.ru</a>