განსხვავებულ ადამიანებს განსხვავებული მისწრაფებები აქვთ: ზოგის ამბიცია რეალურზე დიდია, ზოგს კი დიდება და საზოგადოების მიერ დაფასება საერთოდ არ ადარდებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ადამიანის ნებისმიერი სახის ქმედებას სიყვარულის სურვილი ამოძრავებს: ყველას სურს ბევრი ფული, იმიტომ, რომ სასურველი ადამიანი უკეთ მოხიბლოს, წარმატება კი იმისთვის უნდათ, რომ იცნობდნენ და, შესაბამისად, უყვარდეთ. მოკლედ, თუ გსურს, სიყვარულში წარმატებული იყო, ფსიქოლოგების რჩევები გაითვალისწინე:
- როდესაც სიყვარული გეწვევა, გაუფრთხილდი
- სიყვარული სარკეა – თუ ნებას მივცემთ, გვიჩვენებს, ვინ ვართ
- საკუთარი თავის გაბედნიერება მხოლოდ თავად შეგიძლია, სხვა ადამიანს ნურაფერს დააბრალებ
- არასოდეს თქვა ისეთი სიტყვები, რომლებიც შენს პარტნიორს გულს ატკენს
- აპატიე მარტივად და არასოდეს დასაჯო, არასოდეს აქციო ურთიერთობა დრამად და არასოდეს გააკონტროლო
- ნუ გეშინია, როდესაც რამეში არ ეთანხმები, ეს ჯანსაღი მოვლენაა
- არასოდეს იყოთ ერთმანეთისთვის ზედმეტად დაკავებული
- მიიღე ჯანსაღი კრიტიკა, ის ხომ წინსვლაში გეხმარება; და აღიარე, როდესაც დამნაშავე ხარ
- დაუდექით ერთმანეთს მხარში რთულ პერიოდებში
- იცხოვრეთ მომენტებით და იფიქრეთ დღევანდელ დღეზე, წარსული კი წარსულში დატოვეთ
- ზომიერად ეჭვიანობა დასაშვებია
- არასოდეს შეედაროთ სხვა წყვილებს
- მოუსმინე ყურადღებით და იკონტაქტეთ ღიად და გულწრფელად
- ნუ განსჯით ერთმანეთს
- შედეგის მისაღებად ნუ გამოიყენებ მანიპულირების გზას
- ისწავლე და გაიზარდე, ნუ შეეცდები პარტნიორის შეცვლას
- ნუ გააკრიტიკებ მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს
- მიიღეთ ერთმანეთის ნაკლი
- არასოდეს დათმო მორალი და ღირებულებები და ამის გაკეთებას ნურც პარტნიორს სთხოვ
- ძალაუფლების ნაცვლად, ურთიერთობაში ბალანსი ეძებე
- აუცილებელია, ორივე მხარეს გარკვეული პირადი სივრცე ჰქონდეს
- იყავით ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები
- ნუ დახარჯავ ენერგიას ნეგატიურ ფიქრებში
- არ დაგავიწყდეთ, ერთმანეთს კომპლიმენტები უთხრათ და ერთმანეთის საინტერესო თვისებები აღნიშნოთ
- ყოველდღიურად ერთი რომანტიკული აქტივობა მაინც დაგეგმეთ
- ყოველთვის ყურადღებით უსმინე, რას გეუბნება პარტნიორი და შეეცადე, მისი ნათქვამი სწორად გაიგო
- გამონახეთ დრო ბუნებაში სასეირნოდ
- სიყვარულის დასამტკიცებლად საუბარს აზრი არ აქვს, იმოქმედე
- ნუ დაკარგავთ ერთმანეთის ნდობას
- არასოდეს ითამაშო იმით, რის დაკარგვასაც საკუთარ თავს ვერ აპატიებ!
თემები: სიყვარული, წესები, ურთიერთობა, წყვილი
წყარო: <a href="http://www.elephantjournal.com/2014/11/55-rules-for-love/" target="_blank">www.elephantjournal.com</a>