გარდა იმისა, რომ კოკა-კოლა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდება და მას მსოფლიო ბაზარზე უდიდესი ადგილი უჭირავს, იგი ასევე ცნობილია მისი უნიკალური მარკეტინგული სტრატეგიებითაც. განსაკუთრებით, ყველასთვის დასამახსოვრებელია, კოკა-კოლას საშობაო კამპანიები, რომლის ფარგლებში მომზადებული რეკლამები გამოირჩევა ფერებითა და სასწაულებრივი შინაარსით. თეთრი და წითელი, როგორც ბრენდის ფერები, ყოველთვის დომინანტურ ადგილს იკავებს, როგორც საშობაო, ასევე არასაშობაო მარკეტინგულ ნიმუშებში.
კოკა-კოლა სიურპრიზებს მუდმივად გვთავაზობს და ბრენდმა ახლახანს გამოუშვა სელფის ბოთლი, რომელიც აღჭურვილია კამერით. არ მოგესმათ! ბოთლს ნამდვილად აქვს კამერა, რომლითაც სელფის გადაღების საშუალება გექნებათ. თუ ბოთლს 70 გრადურიანი კუთხით დაიჭერთ, ანუ ყოველ ჯერზე, როცა ბოთლიდან მოსვამთ კოკა-კოლას, ავტომატურად შეძლებთ სელფის გადაღებასაც.
ბოთლის ბოლოზე დამონტაჟებული კამერა, რომელიც სენსორულურად ირთვება, იღებს იმ ადამანის სელფს, ვისაც ბოთლი უჭირავს დაახლოებით 70 გრადუსიანი კუთხით და რომელიც სვამს მას. ბრენდის უახლესი ნაწარმის შესახებ ინფორმაციას დრამ ნიუსი (Drum News) ავრცელებს.
სელფის ბოთლი ბრენდის საზაფხულო კამპანიისთვის სპეციალურად შექმნა მსოფლიოს წამყვანმა ნოვატორულმა სააგენტომ, Gefen Team-მა, რომელიც ბიზნესისა და მარკეტინგის უახლეს გამოწვევებს შემოქმედებითად წყვეტს. კოკა-კოლას უახლესი სელფის ბოთლი ისრაელში გამართულ უდიდეს ღონისძიებაზეც წარადგინეს, რომელზეც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ბრენდი იყო წარმოდგენილი.
თუ როდის ჩაეშვება კოკა-კოლას სელფის ბოთლი გაყიდვაში, ამის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.
თემები: სელფი, კოკა-კოლა, ჯოხი
წყარო: <a href="http://www.onbreaking.com/random/coca-cola-made-a-selfie-bottle-because-we-all-need/5290/">www.onbreaking.com</a>