1. არ ხართ ვალდებული, რომ ვინმეს აუხნათ, რატომ ცხოვრობთ ასე - შესაძლოა, მეგობრობთ ყოფილ პარტნიორთან, ან საქმიანი ურთიერთობა გაქვთ მასთან, ან ცხოვრობთ სხვა ქვეყანაში, ან მშობლებთან მოგწონთ ცხოვრება. არ აქვს მნიშვნელობა სად, როგორ და ვისთან ერთად ცხოვრობთ, არავის წინაშე არ ხართ ვალდებული რომ ვინმეს აუხსნათ, თუ რატომ იქცევით ასე.
2. არ ხართ ვალდებული ვინმეს აუხსნათ, თუ რატომ არის ესა თუ ის საქმე თქვენთვის პრიორიტეტული - თქვენ მოვლენების, სხვადასხვა საქმეების მიმართ თქვენი პიადი დამოკიდებულება გაქვთ. არავის აქვს უფლება გიკარნახოთ, რა მოგწონდეთ და რა არა. მხოლოდ და მხოლოდ თქვენ იცით ის, თუ რა გაქცევთ ბედნიერად და რა მოგიტანთ კომფორტის განცდას. უნიკალური ინდივიდი ხართ საკუთარი მიზნებითა და ოცნებებით, რატომ უნდა განუმარტოთ ვინმეს ის თუ რის გამოა რომელიმე საქმე პრიორიტეტული?!
3. თუ თვლით, რომ დამნაშავე არ ხართ, არ ხართ ვალდებული ბოდიში მოიხადოთ - ადამიანების ნაწილს სჩვევია ბოდიშის მოხდა სიტუაციის გამოსასწორებლად მაშინაც კი, როცა არაფერშია დამნაშავე. ნამდვილად არ ხართ ვალდებული ასე მოიქცეთ. დაე, თავად გამოასწორონ ყველაფერი.
4. არ ხართ ვალდებული რომ ვინმეს აუხსნათ, რატომ გინდათ ზოგჯერ მარტო დარჩენა - შესაძლოა, მარტო ყოფნა გსურთ, მაგრამ ამ დროს თვლით, რომ ეს თავხედური საქციელია სხვა ადამიანებისადმი. რეალურად ასე არ არის. ყველა ადამიანს სჭირდება ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და ნამდვილად არ ხართ ვალდებული, რომ სხვებს თქვენი საქციელის მიზეზი განუმარტოთ.
5. არ ხართ ვალდებული, რომ ადამიანებს ყველაფერში დაეთანხმოთ - როცა ადამიანი თქვენს წინ ზის და თავის პირად შეხედულებებს გიზიარებთ, არ ხართ ვალდებული თავის ქნევით ყველაფერში დაეთანხმოთ. ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან და ყველა საკითხის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება ვერ გვექნება. თამამად გამოხატეთ საკუთარი აზრი.
6. არ ხართ ვალდებული ადამიანებს უთხრათ ყველაფერზე „დიახ“- რა თქმა უნდა, გაქვთ უფლება, რომ როცა რაიმის გაკეთება არ გსურთ, თქვათ „არა“. არ ხართ ვალდებული, რომ ყველაფერზე „დიახ“ იყოს თქვენი პასუხი. აუცილებელია, რომ უარის თქმა ისწავლოთ.
7. არ ხართ ვალდებულ,ი რომ ვინმეს განუმარტოთ, რატომ გაქვთ ასეთი ვიზუალი - შესაძლოა ძალიან გამხდარი ხართ, ან პუტკუნა, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოთ განმარტება იმისა, თუ რატომ ხართ ასეთი. თქვენი ვიზუალი მხოლოდ და მხოლოდ თქვენი საქმეა და ვიზუალმა თვითშეფასებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
8. არ ხართ ვალებული, რომ ვინმეს განუმარტოთ, რატომ იკვებებით ასე - ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარი გემოვნება აქვს. ზოგს რძე არ ყვარს, ზოგს ტკბილეული. არ ხართ ვალდებული ვინმეს განუმარტოთ, თუ რატომ არ ჭამთ ამა თუ იმ საკვებს.
9. არ ხართ ვალდებული ვინმეს აუხსნათ რაიმე თქვენი სექსუალური ცხოვრების შესახებ - არანაირი ვალდებულება არ გაქვთ ვინმეს აუხსათ, თუ როდის, სად, როგორ და რატომ გქონდათ საყვარელ ადამიანთან სექსი. შეგიძლიათ დაელოდოთ ქორიწინებას, ან ქორწინებამდე დაკავდეთ სექსით, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია და არავის აქვს თქვენი განსჯის უფლება.
10. არ ხართ ვალდებული ვინმეს აუხსნათ, თუ რატომ აირჩიეთ პროფესია რომელიც გაქვთ, ან რატომ გადაწყვიტეთ რომ კონკრეტული ადამიანის გვერდით გაგეტარებინათ მთელი ცხოვრება.
11. არ ხართ ვალდებული ვინმეს განუმარტოთ, რატომ გაქვთ ესა თუ ის პოლიტიკური შეხედულება, ან რატომ ხართ რომელიმე კონკრეტული რელიგიის აღმსარებელი - ეს თქვენი პირადი არჩევანია.
12. არ ხართ ვალდებული, რომ ვინმეს განუმარტოთ, რატომ ხართ მარტოხელა - ეს არავის საქმე არაა. მარტოხელობა თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა. თავად უნდა აირჩიოთ თავისუფალი ცხოვრება გსურთ, თუ გინდათ, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში იყოთ.
13. არ ხართ ვალდებული პაემანზე წახვიდეთ ადამიანთან, რომელიც არ გხიბლავთ და არ გაინტერესებთ - მხოლოდ იმიტომ რომ მან პაემანზე დაგპატიჟათ, ვალდებული არ ხართ დათანხმდეთ შემოთავაზებას.
14. არ ხართ ვალდებული ვინმეს რაიმე აუხსნათ თქვენი ქორწინების შესახებ - დაქორწინდებით თუ არა, ბავშვებს გააჩენთ თუ არა, ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა და არანაირი ვალდებულება არ გაქვთ ამის შესახებ ვინმეს განუმარტოთ.
15. არ ხართ ვადებული, რომ თქვენი ურთიერთობების შესახებ ვინმეს რაიმე აუხსნათ - ზოგჯერ ადამიანებს სჩვევიათ შეუფერებელი კომენტარების გაკეთება სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ. სასიყვარულო ურთიერთობა კი, რეალურად სხვების საქმე არ არის. შესაძლოა მოგისმენიათ რომ თქვენ არ ხართ სრულყოფილი წყვილი, რომ ერთმანეთს არ შეეფერებით და ალბათ მალე დაშორდებით. უმჯობესია, თუ მსგავს მოსაზრებებს უგულებელყოფთ. იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით და არასოდეს დარჩეთ ადამიანთან მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ასე სურს.
თემები: ურთიერთობა, ქალები
<a href="https://www.lifehack.org">https://www.lifehack.org</a>