1. ვერძი - ნუ შეგეშინდებათ სარისკო გადაწყვეტილებების მიღების. აპრილში რისკი აუცილებლად გაამართლებს და ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. ნუ გამოიჩენთ აგრესიას სასიყვარულო ურთიერთობის დროს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ეს სიყვარულში სტაბილურობის განცდას მოგიტანთ.
2. კურო - აპრილში დიდი ცვლილებები გელოდებათ კარიერაში. მოსალოდნელია ფინანსური წარმატება. მოწესრიგდება რთული სასიყვარულო ურთიერთობები. შეძლებთ პრობლემების მოგვარებას.
3. ტყუპები - განსაკუთრებული ცვლილებები არ გელოდებათ. შეინარჩუნებთ სტაბილურობას სამსახურშიც და პირად ურთიერთობაშიც. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და ბევრი ახალი საინტერესო იდეა გაგიჩნდებათ.
4. კირჩხიბი - გამოიჩინეთ უფრო მეტად დამოუკიდებლობა. მიიღეთ გადაწყვეტილებები საკუთარი სურვილისამებრ. ნაბიჯები დამოუკიდებლად გადადგით და წარმატება არ დააყოვნებს.
5. ლომი - მოსალოდნელია, რომ მცირე პრობლემები შეგექმნებათ კარიერაში. არ იფიქროთ სამსახურის შეცვლაზე. ზოგადად, აპრილში მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს, როგორც კარიერაში, ასევე პირად ურთირთობებში.
6. ქალწული - ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემებმა იჩინოს თავი. მიიღეთ ადამიანებისგან დახმარება.
7. სასწორი - 20 აპრილამდე ფინანსური შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. შემოსავლის ახალი წყარო გაგიჩნდებათ. ერთბაშად დიდმა ფულმა არ დაგაბნიოთ და არ გაფლანგოთ. დააბანდეთ ის ისეთ საქმეში, რაც სამომავლოდ მოგებას მოგიტანთ.
8. მორიელი - აპრილში ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებით. მთავარია, ფსიქიკური მდგრადობა შეინარჩუნოთ და პრობლემებს თვალი გაუსწოროთ. აპრილის ბოლოს ცხოვრება ბევრ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ და არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით. მიენდეთ ინტუიციას და ისე იმოქმედეთ.
9. მშვილდოსანი - სოციალური აქტივობის კუთხით უფრო აქტიური იქნებით და გაიზრდება თქვენი მომხიბვლელობა. მარტივად შეძლებთ ადამიანების გულის მოგებას და ბევრისთვის სასურველი მეგობარი გახდებით. პრობლემები მოსალოდნელი არ არის. შეინარჩუნებთ ფინანსურ სტაბილურობას.
10. თხის რქა - პროფესიული კუთხით პრობლემები შეგექმნებათ. უამრავი მოუგვარებელი საქმე დაგიგროვდებათ და ეს შეიძლება სტრესისა და დეპრესიის მიზეზი გახდეს. უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას.
11. მერწყული - მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობაში პრობლემები, რაც უარყოფითად აისახება მთლიანად თქვენს ცხოვრებაზე. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ცივი გონებით მოაგვაროთ სირთულეები.
12. თევზები - მოსალოდნელია პროგრესი როგორც კარიერაში, ასევე პირად ურთიერთობებში, მაგრამ ეს არ იქნება მცირე პროგრესი. თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება დადებითი თვალსაზრისით. შესაძლოა, ფეხმძიმედაც აღმოჩნდეთ.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, აპრილი
<a href="https://www.sunsigns.org">https://www.sunsigns.org</a>