1. ნიკოლ კიდმანი - ნიკოლი პირველად ტომ კრუზზე იყო დაქორწინებული, ხოლო ამჟამად მისი მეუღლე კით ურბანია. ვინაიდან მსახიობს შვილი არ უჩნდებოდა, წყვილმა ორი ბავშვი იშვილა, იზაბელა და კონორი. როდესაც კიტ ურბანზე დაქორწინდა, ნიკოლი ფიქრობდა, რომ ბავშვს ვერ გააჩენდა, თუმცა ასე არ მოხდა. მსახიობმა 2008 წელს, 41 წლის ასაკში ბიოლოგიურად გააჩინა გოგონა, როუზი. ის არასოდეს საუბრობს იმის შესახებ გამოიყენა თუ არა რაიმე სამედიცინო ჩარევა. სამი წლის წინ ნიკოლსა და კიტს მეორე შვილი შეეძინათ სუროგატი დედისგან.
2. ჯინა დევისი - მსახიობს სამი შვილი ჰყავს და სამივე მათგანი 40 წლის შემდეგ გააჩინა. 2002 წელს, 46 წლის ასაკში მას გოგონა, ელიზა შეეძინა, ხოლო ორი წლის შემდეგ ტყუპები, კიანი და კაისი.
3. სიუზან სარანდონი - სარანდონმა პირველი შვილი ევა ამური 1985 წელს გააჩინა, როცა მისი ბოიფრენდი იტალიელი ფრანკო ამური იყო. რამდენიმე წლის შემდეგ სიუზანს მომდევნო ბოიფრენდისგან ტიმ რობინსისგან ვაჟები ჯეკი და მაილსი შეეძინა. ჯეკი მან 42 წლის ასაკში, ხოლო მაილსი 45 წლისამ გააჩინა.
4. ჰოლი ბერი - მსახიობმა პირველი შვილი ნაჰლა 41 წლისამ გააჩინა, ხოლო როცა მეორე შვილი მატეო შეეძინა 47 წლის იყო.
5. რეიჩელ ზოე - ზოემ 42 წლის ასაკში გააჩინა მეორე შვილი, ხოლო პირველი მას 39 წლისას შეეძინა.
6. სელმა ჰაიეკი - სელმა 41 წლის იყო როდესაც გოგონა, ვალენტინა შეეძინა.
7. ბრუკ შილდსი - მან მეორე გოგონა 2006 წელს გააჩინა, როცა 40 წლის იყო. ვარსკვლავი ამბობს, რომ ძალიან უნდოდა მეორე ბავშვის გაჩენა, თუმცა პრობლემები ჰქონდა და მაშინ აღმოაჩინა რომ ორსულად იყო, როცა უკვე იმედი გადაწურული ჰქონდა.
8. სელინ დიონი - მომღერალს 42 წლის ასაკში ტყუპი ვაჟები, ედი და ნელსონი შეეძინა. სელინს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც 30 წლისამ გააჩინა. სელინ დიონი ამბობს, რომ ძალიან სურდა ბევრი შვილი ჰყოლოდა, არ უჩნდებოდა, თუმცა იმედი არასოდეს გადაუწურავს და სამედიცინო ჩარევების შედეგად მიზანს მიაღწია.
9. კიმ ბესინჯერი - კიმ ბესინჯერსა და მის ყოფილ ქმარს ალეკ ბოლდუინს ერთადერთი გოგონა ჰყავთ, რომელიც მსახიობმა 1995 წელს, 41 წლის ასაკში გააჩინა.
10. ჰელენ ჰანტი - მსახიობი 40 წლის იყო როდესაც გოგონა, მაკენა ლეი გააჩინა. მანამდე ის ბევრს საუბრობდა იმის შესახებ, რომ შვილი არ უჩნდებოდა. „ძალიან მინდოდა შვილი მყოლოდა და ეს ჩემს მთავარ გამოწვევად მიმაჩნდა. უამრავი მეთოდი ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ბავშვი ამეყვანა, მაგრამ 2003 წელს ორსულად აღმოვჩნდი“, - იხსენებს ჰელენი.
11. ევა მენდესი - ევა 40 წლის იყო როცა მას და რაიან გოსლინგს გოგონა, ესმერალდა შეეძინათ. ორი წლის შემდეგ ევა კვლავ ფეხმძიმედ აღმოჩნდა და მეორე გოგონა ამანდა გააჩინა.
12. მერილ სტრიპი - მსახიობს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის უმცროსი მერილს 42 წლის ასაკში, 1991 წელს შეეძინა.
13. კრისტი ბრინკლი - კრისტიმ მესამე შვილი, სეილორ ლი 1998 წელს გააჩინა, როცა 44 წლის იყო.
14. ნაომი უოტსი - ნაომიმ პირველი შვილი 39 წლისამ გააჩინა, ხოლო როცა მეორე შვილი შეეძინა, 40 წლის იყო.
15. გვენ სტეფანი - მომღერალს 44 წლის ასაკში შეეძინა ვაჟი, აპოლო.
თემები: ორსულობა, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ვარსკვლავები
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია